ფუტურიზმი
XX საუკუნის დასაწყისში მხატვრობაში მრავალი ახალი მიმდინარეობა გაჩნდა. მხატვრები სულ უფრო თამამ ექპერიმენტებს ახორციელებდნენ, რასაც მათი თანამედროვე ცხოვრება და ხელოვნებასთან დაკავშირებული ახალი თეორიებიც უწყობდა ხელს. ამ მოვლენას ზოგჯერ “ავანგარდის” აღზევებას უწოდებენ. სიტყვა “ავანგარდი” ფრანგულად ჯარის მოწინავე ნაწილს ნიშნავს, დღეს კი მხატვრობაში არსებული ნოვაციების აღსანიშნავად გამოიყენება.
XX საუკუნეში ადამიანთა ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალა, რასაც ბევრი მხატვარი სიჩქარის მოძრაობისა და ახალი მანქანა-დანადგარების ამსახველი სურათებით გამოეხმაურა. ეს მხატვრები, რომლებიც პიკასოსა და ბრაკის კუბისტურ ექსპერიმენტებს განაგრძობდნენ, თავიანთი შეგრძნებების გამოსახატად ფრაგმენტირებულ გამოსახულბებსა და სხვადასხვა კუთხით დანახულ ხედებს იყენებდნენ.
XX საუკუნის გარიჟრაჟზე იტალიალი მხატვრების ერთმა ჯგუფმა, რომლებიც თავს “ფუტურისტებს” უწოდებდნენ, ახალი ეპოქის შესაბამისი მიმდინარეობის ჩამოყალიბება გადაწყვიტა. ფუტურისტები უარს ამბობდნენ წარსულზე, მუზეუმებს კი “სასაფლაოებს “ უწოდებდნენ. რამოდენიმე მათგანმა პარიზის ლუვრის მუზეუმის დაწვაც კი სცადა. ისინი აწმყოთი სიამოვნების მიღებას ქადაგებდნენ, განსაკუთრებით კი იმ ძალითა და სიჩქარით, რაც ახალმა მანქანებმა მოიტანა. თუმცა, ფუტურისტების სწრაფი ავტომობილებისა და თვითმფრინავების დახატვას როდი გულისხმობდნენ. ისინი ცდილობდნენ სიჩქარის შეგრძნება გადმოეცათ იმ ახალი ტექნიკის მეშვეობით, რომელსაც მთელი ევროპის ავანგარდისტი მხატვრები იყენებდნენ.
ჯაკომო ბალა "აბსტრაქტული სიჩქარე + ხმა"
1909 წელს ფუტურისტებმა გამოაქვეყნეს ე.წ. “ ფუტურისტთა მანიფესტი”, რომელშიც ნაქვამი იყო: “ჩვენ ვაცხადებთ, რომ მსოფლიოს ბრწყინვალება გაამდიდრა ახალმა სილამაზემ _ სიჩქარის სილამაზემ”.
ფუტურიზმი ძირითადად რეალისტური ხელოვნების უარყოფაა, რომელც ქმნის ახალ რეალობას. ფუტურიზმის მანიფესტში რომლის ავტორიც იტალიელი პოეტი მარინეტია-ხაზგასმულია მოძრაობისა და სიჩქარის სილამაზე, საფრთხისა და ამბოხის სიყვარული, ხოლო ომი მიჩნეულია სამყაროს დასუფთავების საშუალებად. მარინეტი ლიტერეტურაში მოითხოვდა თავისუფლებას და უარყოფდა წინადადების წყობას, გრამატიკულ კანონებს. იგი მთლიანად იყო ამბოხი. პროტესტი ბურჯუაზიული აზროვნების წინააღმდეგ მიმართული.
P.S. ხელოვნება ადამიანის ერთ-ერთი უდიდესი სულიერი სამყაროს ნაყოფია. საზრდო რომლითაც კაცობრიობა დასაბამიდანვე საზრდოობს, ხელოვნება ”პირველყოფილ” ტომებსაც ჰქონდათ და დღეს უნიკალურია იმიტომ რომ ეს უძველესი სახვითი ხელოვნებაა რომელიც აღწერს ნადირობის სცენებს. მას შემდეგ ხელოვნებამ განიცადა ცვლილებები, დაიხვეწა და მიიღო სრულიად ახალი სახე. ყველა ეპოქის სტილი თუ მიმნინარეობა რათქმაუნდა მნიშვნელოვანი და შეუფასებელია. მათ შორის ავანგარდული მიმდინარეობები, მათ ხომ აზროვნება შეცვალეს და საზოგადოებას მისცა ბიძგი გამხდარიყო გაცილებით თავისუფალი საკუთარი ინდივიდვალიზმის გამოხატულებაში.
No comments:
Post a Comment