დემონოლოგია
ლათინურად სიტყვა "Lucifer", რაც ნიშნავს "სინათლის მომტანს" (სიტყვებიდან lux, lucis, "სინათლე", და ferre, "მოტანა, გაჩენა"), "დილის ვარსკვლავის" სახელია (ანუ პლანეტა ვენერა მისი გარიჟრაჟზე გამოჩენისას).
LUСIFЕR-იმპერატორი
BELZEBUTH-თავადი
ASTAROTH-უმაღლესი ჰერცოგი
შემდგომ მოდიან უმაღლესი სულები,რომლებიც იმყოფებიან ზემოთჩამოთვლილთა მორჩილების ქვეშ:
LUCIFUGE-პირველი მინისტრი
SATANACHIA-უდიდესი მხედართმთავარი
AGALIAREPT-ასევე,მხედართმთავარი
FLEURETY-მრჩეველი
SARGATANAS-ბრიგადირი
NEBIROS-მარშალი
ეს ექვსი უმაღლესი სული მეთაურობს ჯოჯოხეთის მთლიან ძალაუფლებას და დანარჩენი სულების ძალას,რომლებიც არიან თვრამეტნი.კონკრეტულად კი:
LUCIFUGE–ს ემორჩილებიან პირველი სამი: Bael, Agares, Marbas
SATANACHIA–ს Pruslas, Aomon, Barbatos
AGALIAREPT–ს Buer, Gusoyn, Botis
FLEURETY–ს Bathim, Pursan, Eligor
SARGATANAS–ს Loray, Valefor, Farail
NEBIROS–ს Ayperos, Naberus, Glasialabelas
1. პირველ მათგანს LUCIFUGE ROFOKAL–ს(ჯოჯოხეთის პირველი მინისტრი) თავის ქვეშევრდომებთან ერთად აქვს ძალაუფლება მთელ სიმდიდრესა და ძვირფასეულობაზე სამყაროში.
2. მეორე მათგანს SATANACHIA–ს თავის ქვეშევრდომებთან ერთად შეუძლია დაიმორჩილოს გამომძახებლისათვის მთელი გოგონები და ქალები და გააკეთებინოს მათ ის რაც მოესურვება.
3. მესამე– AGALIAREPT–ი ხსნის ყველა დაფარულ საიდუმლოს რაც კი არსებობს მთელ ქვეყანაზე.
4. მეოთხე FLEURETY–ის შეუძლია ერთ ღამეში გააკეთოს ის საქმე რომელიც აუცილებელია ამ დროში გაკეთდეს.მას აგრეთვე შეუძლია ნებისმიერ ადგილას ჭექა–ქუხილის გამოწვევა.
5. მეხუთე SARGATANAS–ს კი შეუძლია გამომძახებელი გახადოს უჩინარი, გადაადგილოს იქ სადაც მას მოესურვება, გახადოს მისთვის ყველაფერი უხილავი–ხილული, გახსნას ნებისმიერი საკეტები, ასწავლოს მას მთელი ეშმაკობები და საიდუმლოებები შეყვარებულთა.
6. მეექვსე სული არის როგორც ვიცით NEBIROS–ი,რომელსაც აქვს ძალაუფლება ზიანი მიაყენოს ყველას ვისაც მოინდომებს. შეუძლია დაამზადოს ამულეტი მანდრაგორას ფესვიდან.ასწავლის მეტალების, მინერალების, მცენარეების თვისებებს, ასევე ყველა ცხოველის.მას შეუძლია მომავლის წინასწარმეტყველება და არის ერთ–ერთი უდიდესი ნეკრომანტი მთელ ჯოჯოხეთის სულებში. იგი ყოვლისმომცველია და თვალყურს ადევნებს ყველა ჯოჯოხეთის არმიას.
უმაღლესი სული, დაუბადებელი, შეუქმნელი, მუდმივი, სიბნელე ყოველგვარი ნათელის გარეშე. მისი სიმბოლო არის შიშველი ხმალი შემხმარი სისხლით. ყველაფრის გამანადგურებელი უმაღლესი სიძულვილის მქონე. მისი სიტყვა კანონია ნებისმიერი რანგის და ნებისმიერი ბუნების დემონისათვის. სატანა არის–განდგომა, უარყოფა, ბელიალი კი სივერაგე .ისინი არიან სამაელის ორი სახე. პირველის სიმბოლოა–შავი მამალი, მეორის–ფრთებიანი ადამიანი.
სამაელის მეუღლე. უფსკრულთა და ჭიაყელათა მბრძანებელი. ყველანაირი უსიცოცხლობის, უწმინდურობის დედოფალი. ლამიების, ბავშვთა მკვლელების მფარველი. ცხადდება როგორც შიშველი ულამაზესი ქალი ან როგორც მოხუცი ბებია შავ ტანსაცმელში.
სიბნელის თავადი,დემონთა მეუფე,პირველყოფილი ბოროტება.მის სიძულვილს საზღვარი არა აქვს,ხოლო ძალა კი ამოუწურავი და დაუსრულებელი.ის შეიძლება გამოცხადდეს როგორც უდიდესი ფუტკარი,ცხენის თავი,შიშველი ადამიანი კანის გარეშე და მაღალი ხე.ის არის იმათთაგანი,რომელსაც ვერც ღმერთი და ვერც მისი მონა წინ ვერ აღუდგება.
მოხიბვლის,სიცრუისა და ტყუილის ძალა.ჯოჯოხეთის განძეულის მცველი და მფარველი.ცხადდება როგორც უდიდესი მეფე,ბრწყინვალე სამოსელში და შეუძლია გაამდიდროს და ძალაუფლება მისცეს ყველას,ვინც მას მიმართავს.მისი სიმბოლოა ანთებული ზეთის ლამპარი.მას ემორჩილებიან მგლები და ლეოპარდები.ის მბრძანებელია მაქციათა და სულების 72 თაგან(მეფე სოლომონის გოეთია იგულისხმება).მის საპატივსაცემოდ წვავენ და ანთებენ სტირაქსს და ამბრას.
გარდასახვათა მბრძანებელი.მიცვალებულთა მეუფე,ჯადოქართა მფარველი,ოქროს მაძიებელთა.მისი სახეა მყრალი წვიმა,მბრუნავი სიბნელე და შავი ქარბორბალა,რომლის შიგნიდანაც გამოდის სინათლე.მის ძალაუფლებაში შედის საზღვრების და კარების გაღება სამყაროთა შორის.
ახალდაბადებულთა მშთანთქმელი,შეუბრალებელი შურისძიება,უმაღლესი მმართველი ჯოჯოხეთისა.დამწვარი სულების მბრძანებელი.მისი დამახასიათებელი ნიშნებია უმაღლესი შეუბრალებლობა და დაუმორჩილებლობა.მისი სიმბოლოებია რკინის ფეჩი და უდიდესი გამხმარი ხე.მისი გამოძახება შეუძლებელია,რამეთუ არ მოიძებნება დედამიწაზე ადგილი,რომელიც აიტანს და გაუძლებს მის ბუნებას.მისი სიმბოლო გამოსახული სახლის კარებზე,მოიტანს უბედურებას ამ სახლში,ხოლო მტრის ტანსაცმელზე ან მის ნაგლეჯზე,მოუტანს მტერს საშინელ სიკვდილს.უბრალო და საშიშია მისი მნიშვნელობა.ხუთი სამიანია მის შემცველობაში,რომელნიც მოასწავებენ დაბადებას მაგრამ არა სიცოცხლის,არამედ სიკვდილის...
ჯოჯოხეთის მოსამართლე და მკვლელი,მჩაგვრელთა და ტირანთა მფარველი.მისი სიმბოლოა გადაშლილი წიგნი.ის ცხადდება როგორც ბრძენი შავებში,მელოტი თავით.მას არ აქვს სიმბოლო,რამეთუ ის ანსახიერებს უსახო და უსახელო მხარეს ბოროტებისას და ის ყველაფერშია.მას ემორჩილებიან ვირთხები,აგრეთვე ის მბრძანებლობს შიმშილსა და გვალვაზე.მოადგილენი და დამხმარენი
შიშის მბრძანებელი,ცოცხალ მიცვალებულთა დედოფალი.ღამის და ღამეში დაფარულ არსებათა მმართველი.ცხადდება როგორც ულამაზესი ქალი,წეალამდე შიშველი,ქუხილის ფერი ტანით,გვირგვინით და ძვირფასი მძივით ყელზე.მასთან კავშირი გამომძახებელს აძლევს საშუალებას მქციებსა და ვამპირებს ელაპარაკოს მათ საკუთარ ენაზე.
ქარიშხალთა და ურაგანთა მბრძანებელი.ცხადდება როგორც თეთრი გველი.გამომძახებელს აჯილდოებს წინასწარმეტყველების უნარით.
ჯოჯოხეთის გარე წრის მაცხოვრებელი.კოშმარებისა და საშინელი ხილვების მეუფე.ცხადდება როგორც თეთრი ცხენი.მისი გამოძახებისას არის საშიშროება რომ ჭკუიდან შეიშალოს გამომძახებელი.ის მბრძანებლობს აგრეთვე კეთრზე,რომელიც ტანჯავს მოკვდავებს.
სიცარიელის დემონი. მისი ჭეშმარიტი სახელი არავინ იცის, რადგან დემონთა ენაზე მისი სახელი ნიშნავს–„არავინ“. მის მფობელობაში შედის გვალვა და კალიები,აგრეთვე ნებისმიერი სახის სტიქიური უბედურება,რომელიც თავს ატყდება ხალხს მოულოდნელად.ის გამოიყურება როგორც ბოროტი დაბალი ადამიანი ან ჩონჩხი–ხორცის ჩამოკიდებული ნაგლეჯებით.მას არა აქვს სიმბოლო და იგი მოვა მხოლოდ ბოლო დღეს,რათა წაიყვანოს რჩეულნი თავისთან და „მართალთა“ სულები კი ჩაყაროს სტიქსის მყრალ წყლებში.
მცველი, მფარველი, მკვდართა ქალაქის ზედამხედველი ჯოჯოხეთის შიდა მხარეს.შორეული წარსულიდან ის ასწავლიდა მოკვდავებს შავ სწავლებას.ამბობენ, რომ მოკვდავ ქალთან მისი კავშირის შედაგად გაჩნდა პირველი შავმწიგნობარი და დღემდე არიან მისი შთამომავლები.მისი გამოძახება არ შეიძლება,რადგან ის თვითონ მიდის რჩეულებთან რათა მისცეს ცოდნა.
LYMA
ლილიტის დამხმარე,რომელსაც მოაქვს წყლულები და უბედურება,ის მფარველობს დედებს,რომლებმაც მოკლეს საკუთარი შვილები,რათა დაფარონ მათ თავიანთი სირცხვილი.ცხადდება შავი ზეწრის სახით,რომელიც ფრინავს მიწის ზევით.
ლილიტის დამხმარე,აქვს სიმბოლო.ღამისა და მოჩვენებათა,ზმანებათა დედოფალი.მას შეუძლია გამოცხადდეს როგორც ქალი სამი სახით,შიშველი ქალი ღამურის ფრთებით და მბრუნავი სიბნელე.
ასმოდეის დამხმარე.სიმდიდრისა და ფუფუნების ჯინი.გამოიყურება როგორც ადამიანი მგლის თავით,ალისფერ ტანსაცმელში და გვირგვინით თავზე.ხალისით მოდის შავმწიგნობრებთან და საუბრობს მათთან,თუ ხელშეკრულება შესთავაზა მათ,სანამ დათანხმდებიან წინასწარ უნდა შეისწავლონ აუცილებლად.
ბაალის დამხმარე,მისი სახელი ნიშნავს „მოსული არსაიდან“.ლიმბის გუშაგი.ცხადდება როგორც მხედარი ალისფერ მოსასხამსა და შლემში.მას იძახებენ,მხოლოდ ისეთი საშინელი და დაუნდობელი შურისძიებისათვის,როგორიც შესაძლებელია.
amati dedas sheveci siyvelasi :D
ReplyDelete