Monday, April 19, 2010


გერმანიაში ეპისკოპოსად ქალი აირჩიეს

         პასტორი ილზე იუნკერმანი გერმანიის ევანგელური ეკლესიის ისტორიაში გახდება მეოთხე ქალი-ეპისკოპოსი, ხოლო ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე იქნება პირველი ქალი-ეპისკოპოსი, რომელიც რეგიონულ ეკლესიას უხელმძღვანელებს, იუწყება ENI.

2009 წლის 21 მარტს 51 წლის იუნკერმანი არჩეულ იქნა ცენტრალური გერმანიის ეკლესიის, რომელიც ანგალტ-საქსონიისა და ტიურინგიის ლუთერელებს აერთიანებს, ახალ ლიდერად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს მიწები გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა.

ამჟამად ილზე იუნკერმანი ცხოვრობს შტუტგარტში და ხელმძღვანელობს ვიუტემბერგის ეკლესიის პერსონალის სასწავლო საქმეებს.

იუნკერმანი არჩეულია ათი წლის ვადით და მოვალეობის შესრულებას შეუდგება მიმდინარე წლის 29 აგვისტოს

გერმანიაში პირველი ქალი-ეპისკოპოსი იყო მარია იეპსენი, რომელიც 1992 წელს აირჩიეს ჰამბურგის ეპისკოპოსად. 1999 წელა მარგო კესმანი გახდა ჰანოვერის ეპისკოპოსი, ხოლო ერთი წლის შემდეგ ბერბელ ვარტენბერგ-პოტერი სათავეში ჩაუდგა გოლშტეინ-ლუბეკის ეკლესიას.

2005 წლიდან გერმანიის გაერთიანებულ მეთოდისტთა ეკლესიას აგრეთვე ქალი-ეპისკოპოსი როზმარი ვენერი ხელმძღვანელობს.

P.S. ქალები ეპისკოპოსებად აღარარის იშვიათი მოვლენა, პირველად ეს ფაქტი გახდა დიდი კამათის საგანი თუმცა დღეს ყველა ხვდება რომ ეკლესიის ლიბერალიზაციის პროესი შეუქცევადია და ადრე თუ გვიან მართმადიდებლური სამყაროც აღიარებს თავის შეცდომას ამსაკითხთან დაკავშირებით. კათოლიკურ წრეებში უკვე მიდის ამაზე აქტიური ლაპარაკი-რათქმაუნდა კათოლიკურ-რეფორმატორულ ფრთაში. ესდღეც უახლოეს მომავალში დადგება.

2 comments:

  1. Katolikuri samyaro ki movida azrze, magram dzalian gvian, tumca sul arafers, jobs ese iyos.rodemde unda gagrdzelebuliyo qalebis damcireba da uufleboba.mzgavsi saqcieli chaidines chvenma dzvirfasma martlmadidenlebmac, magram ratomgac amat monaniebis verafers vatyob,- piriqit. arasodes ar agiareben rom cdebodnen, radgan amit safrtxes sheuqmnian im avtoritets romelic saukuneebis ganmavlobashi sisxlit da usamartlobit moipoves xalxshi. amas arasodes ar datmoben radgan, es faqtobrivad eklesiis biznesis dasasruli iqneba.chveni "wminda mamebi" ki sulis cxonebaze metad finansur uzrunvelyofas afaseben, risi magalitic tvalshisacemia.

    ReplyDelete
  2. ღმერთმა ყველას შეუნდოს და რას ლაპარაკობთ ხალხნო?... სად გაგონილა ასეთი მეტიჩრობა, ვინ თქვა რომ ქალი დამონებულია, ან დაჩაგრული?... უბრალოდ ქალს თავისი საქმე აქვს, კაცს-თავისი.... ქალის და კაცის შესაძლებლობები ერთიდაიგივეა კი მაგრამ?.. რა სისულელეა უთხრა ქალს წადი შეშა დაჩეხე და ტყიდან მოზიდეო და კაცს კიდევ ბავშვი დაარწიე, ნანა უმღერე და ძუძუ აჭამეო?... სახარებაში იდეალურადაა დაწერილი კაცის და ქალის დამოკიდებულება და რატომ ვარღვევთ მას?. რატომ იწვევთ განხეთქილებას და რატომ თრგუნავთ საკუთარ სულებს, ღმერთმა გაგვინათოს გონება, რა არის იმაზე საოცრება ქალი რომ სიყვარულით და მორჩილებით თანამოუდგება კაცს... ქალს თავისი საქმე აქვს დადგენილი, და ასემგონია კაცის საქმეში მაშინ ყოფს ცხვირს, როცა ამ ქალურს საქმეს თავისი სისუსტის გამო ვეღარ აკეთებს.. ქალებს აქვთ სიყვარულის საოცარი ნიჭი, კაცებს- სიბრძნის.. მათი ერთობა სისრულეა მხოლოდ მორჩილებით, ქალისა-კაცისადმი, და კაცისა-უფლისადმი...

    ReplyDelete