თალესი
თალესი დაიბადა მილეთში ძვ. წ. 624 წელს და იქვე გარდაიცვალა ძვ. წ. 546 წელს. შეიძლება ითქვას, რომ ისტორიას არ ახსოვს კონკრეტული პიროვნება რომელიც თალესამდე მოღვაწეობდა და რომელსაც შეიძლება მეცნიერი ეწოდოს. ფაქტიურად იგი "პირველი" ფილოსოფოსი და მეცნიერია. მისი შრომების სახელწოდება უნდა ყოფილიყო "საწყისების შესახებ".
ცხოვრობდა მილეთის მეფის კრეზის დროს და გადმოცემით ცნობილია, რომ თალესი იყო დიდი სახელმწიფო მოღვაწე იმდროინდელ მილეთში. არის ცნობა იმის შესახებაც, რომ ერთ-ერთ ბრძოლაში, თალესმა მდინარე ჰალისი სხვა მიმართულებით გაუშვა, მას კალაპოტი შეუცვალა. ეს იმას ამტკიცებს, რომ იგი ინჟინერიც იყო.
თალესმა იმოგზაურა ფინიკიასა და ეგვიპტეში, სადაც მნიშვნელოვანი მეცნიერული ცოდნა მიუღია, როგორც ამბობენ მან იწინასწამეტყველა 585 წ. 28 მაისს მზის დაბნელება. თალესს უცდია წელიწადის თვეებად და თვეების დღეებად დაყოფა. მან იცოდა, რომ მთვარეს "ნასესხები" სხივები აქვს და სხვ. ეგვიპტეში მიღებული გეომეტრიული ცოდნა რომელიც პირამიდების შენებისას გამოიყენებოდა მან სრულად დაისწავლა და განავრცო კიდეც. მან იცოდა ბევრი თეორემა ელემენტალური გეომეტრიიდან, თუმცა მისი სახელი მხოლოდ ერთს შემორჩა.
გარდა მეცნიერებისა თალესი ასევე შეიძლება მივიჩნიოთ პირველ "ფილოსოფოსად". არაერთი ძირითადი საკითხი იქნა მის მიერ დასმული ამ დარგშიც. ერთ-რეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხი საგანთა მატერიალური საწყისის ძიებაა. არისტოტელე აღნიშნავდა, რომ თალესის და სხვა პირველი ფილოსოფოსების აზრით, ყველა საგნის საწყისი მატერიალურია, ყველაფრის საწყისი არის ის, რისგანაც ყველაფერი წარმოიშობა, თალესისთვის ასეთი მატერიალური საწყისი არის წყალი. თალესს მიაწერენ გამონათქვამებს:
1. სივრცე ყველაზე ძლიერია, აცუილებლობაა.
2. დრო ბრძენია - აღმოაჩენს ყველაფერს.
3. უძნელესი თავისი თავის შეცნობაა.
4. ღამე დღესთან შედარებით ერთი დღითაა ადრე.
5. სიცოცხლე სიკვდილს უდრის და ამიტომ არ კვდება იგი და სხვ.
P.S. უნდა აღინიშონს, რომ რეალურად მისი არა თუ შრომა არამედ მისი შრომებიდან ერთი ფრაგმენტიც კი არ არის შემონახული. ამიტომ ყოველივე ზემოთქმული და საერთოდ ნებისმიერი ცნობ მის შესახებ არის მხოლოდ გადმოცემა.
No comments:
Post a Comment