Wednesday, April 21, 2010


ჰიპიზმი

ჰიპი – ახალგაზრდული ფილოსოფია და სუბკულტურა, პოპულარული აშშ-ში 60-იან – 70-იან წლებში, რომელიც გამოხატავდა პროტესტს საზოგადოებაში მიღებული მორალის მიმართ და მისწრაფებას ბუნებრივი სისუფტავისკენ, თავისუფალი სიყვარულის და პაციფიზმის პროპაგანდით.
პირველად სიტყვა ჰიპიმ გაიჟღერა ერთ-ერთ, ნიუ-ორკის ტელეგადაცემაში. ტელეწამყვანს სტუდიაში ყავდა მოწვეული ახალგაზრდების ჯგუფი, გახეხილი ჯინსებით, გრძელი თმებით, რომლებიც პროტესტს გამოხატავდნენ ვიეტნამის ომის წინააღმდეგ. იმ დროს ძალიან პოპულარული იყო გამოთქმა (სლენგზე) ‘to be hip' რაც ნიშნავდა ‘იყო საქმის კურსში’ და ნიუ-ორკელ კონტრკულტურის მხარდამჭერებს “გრინვიჩ ვილიჯიდან” უწიდებდნენ ‘hips’ ამ შემთხვევაში კი წამყვანა იხმარა ეს სიტყვა იმისთვის რომ ხაზი გაესვა ახალგაზრდების, შეგნებულად, საზიზღარ ჩაცმულობაზ, რომლებიც მოვიდნენ ნიუ-ორკის გარეუბნიდან და უნდათ, რომ იყვნენ ‘hips’.
ჰიპების მოძრაობა ათვლას იწყებს 1965წლიდან. რა თქმა უნდა აშშ-ში . ჰიპების მთავარი პრინციპი იყო – ახიმსა... ‘არა ძალადობას’ ჰიპები დადიოდნენ გრძელი თმებით, გახეხილი ჯინსებით. უსმენდნე როკ’ნ’როლს, ხშირად ეტანებოდნენ მარიხუანას. მოგზაურობდნენ – ავტოსტოპით ფოლცვაგენის ფურგონებში, რომლებიც მოხატული იყო ყვავილებით,უყვარდათ აღმოსავლური მისტიკა, ძალიან ხშირად მედიტირებდნენ და ძირითადად იყვნენ ვეგეტარიანელები. ჰიპები ხშირად იმაგრებდნენ ყვავილებს თმებში, ჩუქნიდნენ ყვავილებს გამვლელებს, უყოფდნენ ყვევილებს პოლიციელებს და ჯარისკეცებს, იარაღის ლულებშI და ხმარობდნენ ლოზუნგს “Flower power” სწორედ ამიტომ შეარქვეს მათ ‘ყვავილების შვილები’.
ჰიპების პოპულარობის პიკს წარმოადგენს 1967წლის საფხული. რომელსაც შემდგომ ‘სიყვარულის ზაფხული’ უწოდეს. სწორედ მაშინ დაიწერა ლეგენდარული სიმღერები – “San Franisco(be sure to weat Flowers in you hair) – ჰიპების არაოფიციალური ჰიმნი...და ბიტლების – “All we need is love” მოძრაობის მუსიკალური პროექცია გახადა ფსიქოტროფული მუსიკა.
1970წლიდან ჰიპების პოპულარობა კლებულობს. ასაკის მომატებასთან ერთად ბევრმა ჰიპიმ მიიღო საზოგადოებაში მიღებული ნორმები და მორალი. 70-იანების ახალგაზრდა თაობა კი, უფრო პaნკურ მსოფმხედველობას ანიჭებდა უპირატესობას.
ჰიპებმა ანახეს სამყაროს სულიერი განვითარების ახალი საფეხური, გაამდიდრეს მსოფლიო კულტურა. ამის დასამტკიცებლად საკმარისია იმ მოვლენების ჩამოთვლ, რაც უშუალოდ ჰიპების თანადგომით და მონაწილეობით მოხდა:
1. სექსუალური რევოლუცია ! (ალბათ ერთ-ერთი უდიდესი მოვლენა XX-ე საუკუნეში)
2. ლმობიერება არატრადიციული სექსის ორიენტაციისადმი. (ასევე მნიშვნელოვანი )
3. ქალის როლის გაზრდა. (არა ნაკლები მოვლენა)
4. რასობრივი დისკრემინაციის განელება.
5. მოდაზე გავლენა.
6. ‘საღი საკვების’ პოპულარიზაცია და ვეგეტარიანობა.
7. ფაციფიზმი. მოძრაობა ომის წინააღმდეგ.
8. ავტოსტოპი – თავისუფალი მოგზაურობა.
9. ცხოველთა დაცვის მოძრაობა.
10. ეკოლოგიური მოძრაობები.
ჰიპების ჩაცმულობა ასე გამოიყურებოდა: ძველი ჯინსები, აუცილებლად კლოში, ზედ დაკერებული მკვეთრი ფერის საკერებლებით. თუ ჯინსი ვიწრო იყო, შესაძლებელი იყო კიდეებზე გარღვევა და სამკუთხა ნაჭრების ჩაკერება კლოშის მისაღებად.

ზედატანი: ფერადი, ორიგინალური, თავისუფალი სახელოებით, რაც ქმნიდა სიმსუბუქის და ჰაეროვნების შეგრძნებას. გოგონები ატარებდნენ ინდურ სარებს და სარონგებს, სხვადასხვა ფერის აბრეშუმის პერანგებს ფურფუშებით.

ქსოვილი: ხავერდი, ტყავი, ბატიკა, ინდური ბამბა და აბრეშუმი აღმოსავლური მოტივებით.

ქვედაბოლოს სიგრძე: ერთდროულად მინი, მიდი და მაქსი. მინი-ქვედაბოლო, ქალის სექსუალური თავისუფლების სიმბოლო, სწორედ ამ პერიოდში შემოდის მოდაში. მასთან ერთად მოდაში შემოსული გამჭვირვალე ზედები ბიუსჰალტერის გარეშე კი სექსუალური რევოლუციის დასაწყისს უდებს საფუძველს.

ფეხსაცმელი: რაც უფრო უჩვეულო, მით უკეთესი.

ვარცხნილობა: გრძელი, გაშვებული თმები, რომელსაც ჰიპი საუკუნეში ერთხელ თუ შეიჭრიდა.

აქსესუარები: მცირე ზომის სათვალეები მრგვალი ან კვადრატული ფერადი შუშებით. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა საიუველირო მორთულობებს, რომელიც ძირითადად დამზადებული იყო მექსიკური, ინდური და მაროკოული ვერცხლისგან. ატარებდნენ სამაჯურებს, ბეჭდებს, საყურეებს ყურზე, ცხვირზე...ყელსაბამებს აღმოსავლური ეზოთერიკის სხვადასხვა სიმბოლოებით, თავსაბურავებს გაწყობილს ბუმბულებით ან ყვავილებით.

რაც ყველაზე მთავარია, არცერთი თავმოყვარე ჰიპი არ ჩაიცვამდა ტანსაცმელს რომელიმე კომპანიის ლოგოტიპით. არანაირი ბრენდი, არანაირი სამარკო ნიშანი, მხოლოდ უბრალო, არაძვირადღირებული , მოსახერხებელი და მსუბუქი სამოსი - ასეთი იყო მოდა, რომელიც ”ყვავილის შვილებმა” აჩუქესმსოფლიოს.

P.S. მოძრაობა რომელმაც მოახდინა არაერთი რევოლუცია. მასობრივი სოციალური პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ. ჩემთვის ჰიპიზმი იყო პირველი მსოფლმხედველობა რომელიც მივხვდი რომ ”ჩემი” იყო. სადაც ჩემი თავი დავინახე... თუმცა საქართველოში ისევე როგორც სხვა ყველაფერი არც ჰიპიზმს ჰქონია არასდროს განვითარება და შესაბამისად ვერც მე შევძელი ცხოვრება ჰიპად თუნდაც ცოტახნით. სურვილი სურვილად დარჩა... შემდგომისთვის ავკრეფავ და დავდებ ერთ საინტერესო კვლევას თუ შეიძლება ესე დავარქვათ ჰიპებზე. 

No comments:

Post a Comment