Thursday, April 8, 2010


... ვფიქრობდი თუ რა შესავალი გამეკეთებინა, ალბათ საინტერესოა ბლოგის დასათაურებას გაესვას ხაზი თუ რატომ _მარიამ მაგდალინელი? ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლოება და საკრალური ცოდნა მაგდალინელს უკავშირდება, ვფიქრობ ბევრსაც აინტერესებს რეალობა, ბევრიც წარმართობას დაარქმევს, ზოგისთვის ეს მიზანმიმართული ბრძოლაა (რათქმაუნდა მათ ასე სჯერავთ)  ქრისტეს ეკლესიის მიმართ, ზოგისთვის კი ფარდა ჩამოხსნილი რეალობაა რომელიც საუკუნეების მანძილზე თაობებს გადაეცემოდა ყველაზე დახვეწილი ”ენით” რასაც ხელოვნება ჰქვია... ცოდნას რომელიც სხვადასხვა ეპოქაში განიცდიდა დევნას და შეურაცყოფას, რატომ? მხოლოდ იმიტომ რომ სიმართლე ”სექსისტ” საზოგადოებას არ აწყობდათ, მხოლოდ იმიტომ რომ მასებს ვეღარ მართავდნენ შიშის ძალით. თუმცა ყველამ კარგად იცის რომ არსებობს გნოსტიკური ხელნაწერები და დამალული სიმბოლოები რომლებიც ასე მრავლადაა ჩვენს გარშემო რაც თავის სიტყვას ამბობს, რაც რათქმაუნდა უდიდესი დამსახურებაა ისეთი ადამიანების-ზეადამიანების როგორიცაა: დავინჩი, მოცარტი, შექსპირი, ბოტიჩელი, ვაგნერი, ჰიუგო და ა.შ. 

        p.s. ვფიქრობ სიმართლე ნიღაბს მალე ჩამოიხსნის და კაცობრიობა დადგება დიდი რეალობის წინაშე...რაც იქნება ახალი ერის დასაწყისი...!

1 comment:

  1. ველოდები მაგ ნიღბის ჩამოხსნას

    ReplyDelete