Friday, May 28, 2010


ჯიჯი რეჯინი

ჯიჯი რეჯინი 25 წლისაა და გენიალური შემოქმედებების ავტორი,რომელიც ბავშვობაში ერთ ჩვეულებრივ საერთო

საცხოვრებელში ცხოვრობდა,თუმცა მიუხედავად ამისა,რატომღაც თავს ყოველთვის გამორჩეულად გრძნობდა...ალბათ წინასწარ

გრძნობდა თავის წარმატებას... თვითონაც იყო ბავშვი, მაგრამ ბავშვებს ვერ იტანს, ერთი მიზეზის გამო... ეს მიზეზი სასაცილოა, თუმცა

მისთვის არა...როცა ბავშვები ხვდებიან , ყოველთვის ერთი და იგივე კითხვას სვამენ : -საყურე რატომ გიკეთია?...უკეთია და რა ქნას,

თვითონ ასე მოსწონს, თანაც საყურე დამახასიათებელი ვარცხნილობის ფონზე...ეს მისი სტილია... სტილი რომელსაც პირნათლად და

გარკვევით გადმოსცემს თავის სურათებში...ამიტომაცაა, რომ მის ყოველივე ნამუშევარში დიდი გრძნობა, ემოცია და არარეალური

რეალობა  დევს...ამით არის ის გამორჩეული... დადის ამბები რომ ის ხანდახან "სლაიდის" მფლობელია, ხანდახან კი "ამსასი"...სინამდვილე

კი ისაა, რომ მას "სლაიდთან" არაფერი აკავშირებს...თვლის რომ სხვა სააგენტოების მოდელები ფოტოგრაფებს ჰყავთ

გაფუჭებული...თვითონ ასე თვლის....არც "ამსას" მფლობელია, უბრალოდ მის მოდელებს უღებს სურათებს....ჰო, კიდევ იმასაც ამბობს,

რომ თაკო ჩხეიძის სააგენტოს სახელი "ჯეომოდელსი" თვითონ შეარჩია, და სწორადაც მოიქცა...

არ მოსწონს ბურჯანაძის ჩაცმულობაც...ეს მის გემოვნებას სრულიან ეწინააღმდეგება...კიდევ იმასაც ამბობს, რომ ბიჭები ქუჩიდან

ნელ-ნელა მოდის სფეროში მოიწევენ, რადგან ხვდებიან რომ ქუჩაში დგომა  კარგს არაფერს მოუტანთ ცხოვრებაში და უკვე მობეზრებული

აქვთ 24 საათი ქუჩაში დგომა...

მოკლედ ისიც ერთ-ერთია მრავალ ნიჭიერ ფოტოგრაფს შორის, თუმცა მასაც თავისი ხედვა, თავისი მუზა და თავისი შემოქმედება

გააჩნია, რითიც ყველა ფოტოგრაფისაგან განსხვავდება..
















Thursday, May 27, 2010


                     ირაკლი ჩარკვიანი


დაიბადა თბილისში 1961 წელს. 

განათლება - კლასიკური ფორტეპიანო (1967 - 74). 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - დასავლეთ ევროპისა და ამერიკული ლიტერატურის ფაკულტეტი.

ოქსფორდის უნივერსიტეტის პოეზიის საზაფხულო სკოლა - 1991.

თავისი პირველი სიმღერები დაწერა და შეასრულა 1976 წელს როკ ჯგუფ არიშთან ერთად. პირველი ლექსები და მოკლე მოთხრობები დაიბეჭდა საქართველოს ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში 1983-1987 წლებში. მისი მეორე ჯგუფი იყო საბავშვო მედიცინა - უკრავდნენ მოსკოვში და თბილისში. ასევე ჩაწერეს ალბომი, რომელიც არ გამოსულა. საბავშვო მედიცინამ 1988 წელს ჩაატარა რამოდენიმე საქველმოქმედო კონცერტი. 

1989 წელს დაიბეჭდა ირაკლის მოთხრობების კრებული - ძველი სათამაშოები. არის რეაქტიული კლუბის თანა-დამაარსებელი. 1990 წელს კი გამოიცა ლექსების კრებული - რეაქტიული კლუბი, სადაც შესულია ირაკლის ლექსები. 1992 წელს გამოდის ირაკლი ჩარკვიანის პირველი სინგლი War is Over, ამის შემდეგ კი პირველი ალბომი Svan Songs, რომელიც ჩაიწერა გემანიაში, კიოლნში. 1994-95 წლებში მან დაწერა მუსიკა ფილმისთვის ორფეოსის სიკვდილი. 1996 წელს ირაკლი ჩარკვიანი დააჯილდოვეს პრიზით საუკეთესო ალტერნატიული მუსიკოსი კომპოზიციისთვის მაწონი 1997 წელს გამოდის მისი მეორე ალბომი აფრენ და რამოდენიმე ვიდეოკლიპი. 1998 წელს მისი რომანის წყნარი ცურვის ფრაგმენტები იბეჭდება ლიტერატურულ პრესაში. 1999 წელს გამოდის სინგლი საქართველო, 2000 - უსაფრთხოება?, 2001 - გამოიცა ალბომი ამო?.

ირაკლი ჩარკვიანის მუსიკალური მოღვაწეობა დაიწყო 1976 წელს, ჯგუფ არიშთან ერთად. მუსიკოსის შემდეგი ჯგუფი იყო ნაკლებად ცნობილი, ინდი ჟანრის კოლექტივი ტაქსი, რომელშიც აგრეთვე უკრავდნენ დადა დადიანი, ბიჭიკო ოსიპოვი და კახა კიკაბიძე. ალბომის ტაქსი (1988) გამოცემის შემდეგ მსმენელებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს მათი მუსიკალის მიმართ.

ტაქსის წარმატების პიკი იყო 90-იანების დასაწყისი. ამ პერიოდში ჩატარებული ყველაზე ცნობილი კონცერტებიდან აღსანიშნავია თბილისის ფილარმონიასა და ქუთაისში, .მესხიშვილის სახელობის თეატრში მოწყობილი კონცერტები. 

ირაკლის მონაწილეობით შემდგარი სხვა პროექტები იყო: ელეტრონულ-ალტერნატიული ჯგუფი Childrens Medicine (საბავშვო მედიცინა) (1991-1992); Georgian Dance Empire (1993, ელექტრონული მუსიკა); Daira (1997) - პროექტი, რომელიც ლივერპულში მოქმედებდა და რომელშიც მონაწილეობდნენ ირაკლი და დადა დადიანი. 

ირაკლის პირველი სოლო-გამოჩენის მაუწყებელი იყო სიმღერა "War is Over". მისი პირველი სოლო-დისკი, Svan Songs ჩაიწერა და გამოიცა 1993 წელს (გერმანია). ეს მნიშვნელოვანი სოლო-დებიუტი იყო და დღემდე ითვლება 90-იანებში ჩაწერილი ქართულენოვანი ალტერნატიული დისკების ერთ-ერთ მთავარ ნიმუშად. 

1994-1995 წლებში ირაკლი მუშაობდა მუსიკაზე კინოფილმისათვის ორფეოსის სიკვდილი.

1997 წელს გამოიცა მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი აფრენ. 1999 წელს გამოჩნდა სიმღერა საქართველო, 2000 წელს შემდეგი დამოუკიდებელი სიმღერა უსაფრთხოება. ირაკლის მორიგი სტუდიური დისკი ამო გამოჩნდა 2001 წელს. ეს ალბომი ცნობილია სიმღერებით სექსი და ორღანი’78 (აგრეთვე გადაღებული იქნა ვიდეოკლიპები ამ და ალბომის სხვა სიმღერებზე). 

2004 წელს გამოჩნდა ალბომი სავსე, რომელიც დაემთხვა ირაკლის შემოქმედების თაყვანისმცემელთა ახალი ტალღის გამოჩენას. ამ დისკიდან ყველაზე ცნობილი სიმღერებია ვიცი რომ, აქ ხარ და ნანასი. ეს პერიოდი აგრეთვე გამოირჩევა ირაკლის შემოქმედებითი აქტიურობით - შინაურ სტუდიაში იგი მუშაობდა ბევრ ახალ სიმღერაზე და, პარალელურად, საკმაოდ ხშირად იღებდა ახალ ვიდეოკლიპებს საკუთარ სიმღერებზე. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდიდან მან საკუთარ ფსევდონიმად მეფე აირჩია.

2006 25 თებერვალს მუსიკოსი გარდაიცვალა საკუთარ სახლში. მოგვიანებით, 2007 წელს, სპეციალური ალბომი მის ხსოვნას მიუძღვნეს ცნობილმა მუსიკოსებმა: ჯგუფებმა 33, მწვანე ოთახმა, Outsider, ვაკის პარკმა, The Young Georgian Lolitaz, ზუმბა და სხვა შემსრულებლებმა. დისკს "ქაღალდის გემი - Tribute ალბომი" ეწოდება.

 

მოგვიანებით შეგროვებული იქნა მუსიკოსის სიცოცხლეში ჩაწერილი უკანასკნელი მუსიკალური მასალა და გამოიცა მისი ბოლო სტუდიური ალბომი ძირს მეფე.

Sunday, May 23, 2010




ერეკლე დეისაძე      




 

თხევადი ქრისტე

სული აორთქლდა კანიდან და ჰორიზონტს იცმევს

გრილი საღამო შიშველ ტანზე მეხება ხელით

მე ვამზეურებ მთვარის შუქზე ნესტიან სიზმრებს

და რძეგამომშრალ პოეზიას ამაოდ ვწველი.

 

მოვარდიისფრო შენს ბაგეებს გემო აქვს სიცხის

ახლაც მწიფდება ჩემს ფილტვებში ჰაერი უმი,

მე სასთუმალთან სიმარტოვე ქალივით მიცდის

რომელსაც ასდის ყვრიმალებზე სიგიჟის სუნი

 

მდინარეს ხიდთან გამოუჩნდა ღია საკინძე

და გამოუჩნდა ვარსკვლავები ტანზე დაყრილი

ტანსაცმელივით როცა ჩემი კანი გავიძვრე

სულის წყლულებზე შევიგრძენი ქრისტე დაღვრილი.

 

ღია ჭრილობეს ასდიოდათ სუნი ოქტომბრის

მძევლად აყვანილს საკუთარი თავი მებარა

პოეზიაში კვლავ დაიწყო ერა ლოთობის

შენი ცრემლები საფანტივით შემომეყარა.

 

სუნთქვა ძვალივით გამეჩხირა გამომშრალ ყელში

შეშინებულმა   საკუთარ ჩრდილს ამოვეფარე

ცამ ჩვილის მსგავსად ამიყვანა ჩამომჭკნარ ხელში

ჩამიხუტა და ძუძუსავით მაწოვა მთვარე

 

სული აორთქლდა კანიდან და ჰორიზონტს იცმევს

გრილი საღამო შიშველ ტანზე მეხება ხელით

მე ვამზეურებ მთვარის შუქზე ნესტიან სიზმრებს

და რძეგამომშრალ პოეზიას ამაოდ ვწველი. 

 

მაპატიეთ სპერმატოზოიდებო

ფსიქოლოგიური პოეზია


ყოველდღე სიყვარულის მუზეუმში შევდივარ და

ჩემი შეყვარებულების პორტრეტებს

ვაფურთხებ...

ყოველდღე თანდათან მძულდება

თითოეული მათგანი.

და ვრწმუნდები, რომ ისინი

მკვლელები არიან.

ყოველდღე ვიხსენებ ონანიზმით

გამტყდარ ღამეებს და

პატიებას ვთხოვ უნიტაზში ჩარეცხილ

ჩემს თითოეულ სპერმატოზოიდს,

რომლებიც მათი არსებობისა და

ჩემი შთაგონების მსხვერპლნი არიან.

მაპატიეთ ჩემო უარყოფილო შვილებო

მე არშემდგარი მამა ვარ თქვენი... 

 

 

          მხილება 

მე შენი სიზმრები მიამბო ბალიშმა

უაზრო სიყვარულს უაზროდ გპირდები

ეს ლექსი სხეულში სისხლივიტ დამიშრა

მდინარის სიზმრებს კი ჰყვებიან ხიდები

 

ხიდები ჰყვებიან ქალაქის ნაბიჯებს

ცხადად სიზმარში როდესაც ბრუნდები

როდესაც ამინდი ბავშვივით გაგიჟებს

ღმერთების სიშიშვლეს ამხელენ ღრუბლები

 

ჰორიზონტს კისერზე ვიხვევდი კაშნივით

როცა შემანჯღრიეს მე ქრისტეს ხელებმა

ჩემში პოეზია მწიფდება ბავშვივით

როდესაც მეწყება უწყვეტი ხველება

Saturday, May 22, 2010


რემბრანდტი

რემბრანდტი 1626 წელს ბრუნდება ლეიდენში და იწყებს დამოუკიდებელ შემოქმედებით გზას .როგორც მოსალოდნელი იყო,პირველი წლები გამოცდილების დაგროვების პერიოდია.იგი ხატავს ყველაფერს რაც მის გარშემოა,რათა ჩაწვდეს ფორმათა და ფერთა საიდუმლოებას.მართალია,პირველ პერიოდში მის ნახატებში და ოფორტებში იგრძნობა მასწავლებლის ხელი,მაგრამ თანდათანობით იგი იმუშავებს საკუთარ ხელს, ეძებს საკუთარ გზას.  იმ დროს ჰოლანდიაში რემბრანდტის კიდევ ერთი თავისებურება. ესაა ჩრდილ-სინათლის, ნათელ-ბნელის, გამოყენება ისე, როგორც მანამდე არავის გამოუყენებია. საგნისთვის ფორმის მისაცემად და მასში, მთავარის , ძირითადის გამოსავლენად, მხატვარი ქმნის საკუთარ გარემოს, რაც შეიძლება მაქსიმალურად აამეტყველოს, ის რაც მის წინაა, მხატვარი ამეტყველებს იმას, რაც გამოსაყოფია. იმიტომაცაა რემბრანდტის ნახატებში განათება ყოველთვის აქტიური, „მოქმედი“. ეს მეთოდი იმდენად რემბრანდტისებურია, რომ იგი მის ყოველ სახის ნახატში გვხვდება, ეს იქნება ზეთისფერით შესრულებული თუ გრაფიკული. რემბრანდტმა მალე ისე გაითქვა სახელი რომ მის მასშტაბს ლეიდენი უკვე არ ყოფნი და 1631 წელს იგი გადადის ამსტერდამში,  სადაც საბოლოოდ დამკვიდრდა. იგი აღმოჩნდა ქვეყნის ცენტრში, დამსწრე და მნახველი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური გაფურჩქვნისა. აქვე უნდა დავსძინოთ, რომ არა მარტო იგი იყო ქვეყნის ცენტრში, არამედ თვითონ  წარმოადგენდა ხელოვნების ცენტრს, რომლითაც ქვეყანა სუნთქავდა. სამწუხაროდ,  მისი ცხოვრება არ მიმდინარეობდა სწორხაზოვნად, ერთნაირი ძალით, არამედ თითქოს ტალღებზე იჯდა.    XVII საუკუნის 20-30-იანი  წლები ის წლებია,  როდესაც ქვეყნის ახალმა მეპატრონემ, კაპიტალისტმა, როგორც კი თავი მბრძანებლად იგრძნო, განეწყო განდიდებისათვის . ძველი ფეოდალი თავისი წინაპრებით ამაყობდა. ახალ წარმომადგენელს კი საამაყო წინაპრებში არავინ ჰყავდა.     დინასტიის დამწყები თვითონ იყო, მომავალ თაობებს მისით უნდა ეამაყათ. ამ საქმის დასაწყისად მათ საკუთარი, თუ საოჯახო  პორტრეტები მიაჩდა.დიდსა თუ პატარა ვაჭარს, ხელოსანს მედუქნეს, ახლა ხელოვნების დაპყრობა მოუნდა. 


30 იანი 40-იანი წლები 

       პორტრეტულმა ჟანრმა ამ პერიოდში ისეთი გაქანება მიიღო, რომელიც მას მანამდე არასოდეს არ ჰქონია.განთქმულ პორტრეტისტს ჰალსს, გვერდში ამოუდგა რემბრანდტი და გაასწრო კიდევაც .ამ ჟანრიდან, შესამჩნევი ნაწარმოებია„სწავლულის პორტრეტი“ (1631.წ.).სურათზე გამოსახულია შუახნის ადამიანი რომელიც მისთვის ჩვეულ  გარემოშია.წერს, მუშაობს,იღვწის და ერთ წუთით თვალს აშორებს  ქაღალდს , რათა აზრი მოიკრიბოს და ლოგიკური გამოსახულება მისცეს ნაფიქრს. მუქ ფონზე სამი რამ არის გამოყოფილი:სახე, ხელები და ქაღალდი. მისი თვალები ოდნავ დაღლილია, ხელები წლებს დაუღარავს. ფაქტიურად , მხატვრის შემოქმედებაში ამ პორტრეტში პირველად ვხვდებით სიუჟეტურ მოქმედებას, მომდევნო პერიოდში ეს მხარე გახდება მისი პორტრეტებისათვის დამახასიათებელი. რემბრანდტის  შემოქმედების ამ პერიოდისათვის, და საერთოდ  კი მხატვრობის ისტორიაში, „ექიმ ტულპის ანატომია“, გარდატეხას წარმოადგენს. ერთი აზრით გამსჭვალული ჯგუფური პორტრეტი ასე მკაფიოდ მანამდე არავის დაუხატია. მართალია ,ავტორი გამოდის მისი უფრო თანამედროვე ჰალსის შემოქმედებიდან მაგრამ,  გაქანება მეტია, ცხოვრებისეული დაძაბულობა ჩაქსოვილი. ტილოზე წარმოდგენილია ექიმთა ჯგუფი, რომელსაც გამოცდილი პროფესორი ადმიანის ანატომიას ხსნის. კერძოდ მან,  გაჭრა მიცვალებულის ხელი, დაჭიმა კუნთი და მეორე ხელის თითებით აჩვენებს მის შემოქმედებას. მარჯვნივ გადაშლილი წიგნი, ალბად, ანატომიის ატლასია.      30-იან   წლებში    რემბრანდტის ცხოვრება მიმდინარეობს მუდმივ შრომაში და ძიებაში .   მიღწევები  მას დამაჯერობლობას მატებს.  იგი   დაბეჯითებით აკვირდება გარე სამყაროს  და საოცარი სისწრაფითა  და სიღრმით ითვისებს ყველაფერს .  მისი ცხოვრების თავისებურებებიდან  ახსანიშნავია კიდევ ერთი  მხარე ესაა მისი მიდრეკილება კოლექციონერობისკენ .  მას იტაცებს არა მარტო ხელოვნების ნაწარმოებები, არამედ ანტიკური  თუ  თანამედროვე  მიმზიდველი, ეფექტური ნივთები , მისი სახლი მრავალფეროვან კოლექციათა საგამოფენო დარბაზებად იქცა.  ოპტიმიზმი , რომელიც დამახასიათებელი  იყო ბურჟუაზიული ჰოლანდიისათვის , არ იყო  უცხო რემბრანდტისათვისაც.  მის ოპტიმისტურ   განწყობაზე არ შეიძლებოდა არ ემოქმედა  პირად მიღწევებს მდიდარ ქალზე  ,დაქორწინება , ურიცხვი დაკვეთა, მას  ხდის ამსტერდამის ერთ-ერთ მდიდარ პიროვნებად იგი ყიდულობს  კარგ სახლს,იძენს ადგილობრივ თუ აღორძინების ხანის ნახატებს,გრავიურებს,სპარსულ მინიატურებს და მრავალ სხვა ნივთს.     1643 წელს მან იქორწინა ცნობილი ოჯახის შვილზე,სასკია ვან ვილენბურჰზე.იწყება სიყვარულისა და აღმაფრენის პერიოდი.სასკია შევიდა არა მარტო რემბრანდტის ცხოვრებაში, არამედ მის შემოქმედებაშიც.რემბრანდტი ამ ლამაზ,მომხიბვლელ ქალს იყენებს ნატურად,როგორც ცალკეულ, ისე სიუჟეტურ კომპოზიციებში. იგი მარტო ფერებით წერს მას , არამედ ოფორტშიც.  როგორც ადრეული პერიოდი, ისე ეს, თითქოს ბედნიერი მონაკვეთიც,მაინც წინააღმდეგობით სავსე იყო. მას ერთგვარად არ მოსწონდა, რომ ასეთი სახელგანთქმული პორტრეტისტი იყო და თვითკმაყოფილ ბიურგერთა დაკვეთების შემყურე.ამ მდგომარეობიდან ერთგვარ გამოსავალს იგი პოულობდა ახლობლების ფანტასტიკურ პორტრეტების შექმნაში. ასეთ პორტრეტებში რემბრანდტი ერთგვარ რომანტიკულობას აქსოვდა. ადამიანური სითბოთი და ქალური სინაზითაა გამსჭვალული 1633 წელს შესრულებული სასკიას პორტრეტი.გვერდზე მდგარს ჩვენსკენ აქვს თავი მობრუნებული. გაღიმებული,ოდნავ ცბიერი გამოხედვით შემოგვცქერის ლამაზი ქალი. მომხიბვლელი ქალის ეს პორტრეტი შედევრია . ასეთ გამოსახვაში თვით რემბრანდტი ჩანს , მისი განწყობაა გამოვლენილი. მუქ ფონზე სახესა და ყელს თბილი ფერი გადაჰკრავს.სახეს ვარდისფერი შეჰპარვია.მრავალფეროვანია სასკიას ტანისამოსიც. ერთგვარ უდარდელ გამოხედვაში დაუოკებელი ახალგაზრდული პოტენცია ჩანს. ავტორს უღრმესი ლირიზმით აქვს ყველაფერი შესრულებული.    პორტრეტების პარალელურად რემბრანდტის შემოქმედებაში ისევ დიდი ადგილი უჭირავს ბიბლიიდან  აღებულ თემებს,მაგრამ ეს ყველაფერი  არაა მშრალად გადმოცემული,არამედ ისინი დატვირთულნი არიან ადამიანური განცდებით. ასეთი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია „აბრაამის მიერ მსხვერპლად შეწირვა“. ერთგულების ნიშნად აბრაამი ღმერთს შვილს სწირავს, როდესაც უკვე ყველაფერი მზად იყო, უკანასკნელ მომენტში ღმერთმა ანგელოზი მოუვლინა მას და განზრახვის სისრულეში მოყვანა საჭირო აღარ შეიქმნა. ბიბლიის მონათხრობიდან მხატვარი იღებს ყველაზე დრამატულ მომენტს. კომპოზიცია საოცრად დინამიულია.თითქმის შიშველი ყმაწვილი უკან ხელებგადაგრეხილი წევს მთლიანად განათებული. მამას ერთი ხელით ღონივრად უჭირავს შვილის თავი,მეორე ხელში კი მომარჯვებულ ბასრ დანას ხელიდან აგდებინებს ღრუბლებიდან მოფრენილი ანგელოზი.მოხუცის დაღარულ სახეზე განცვიფრებაა გამოსახული აქაც ისე როგორც სხვაგან, შუქ-ჩრდილის თავისებური გამოყენებითაა ნახატი სრულქმნილი. დაახლოებით იმავე პერიოდშია შექმნილი „ ფლორა“ , რომელშიც ისევ სასკიაა გამოსახული. მხატვარს ჰყავს კარგი ნატურა და ეძებს მეტყველ თემებს.   ამჯერად მან ესეთ თემად გამოიყენა ყვავილებისა და გაზაფხულის ღვთაება-ფლორა. თვით გაზაფხული გამოსჭვივის ახალგაზრდა ლამაზი ქალის სახიდან. მას აგვირგვინებს ლამაზად დაწნული ყვავილების კონა. ქალს მარჯვენა ხელშიც ყვავილები უკავია, მაგრამ იგი ოდნავაა გამოვლენილი, რომ წონასწორობა არ დაირღვეს. მდიდრული ტანისამოსი დეტალურადაა გამოძერწილი. მრავალფიგურიანი სურათებიდან   აღსანიშნავია „ჯვრიდან ჩამოხსნის“ სერიიდან ის , რომელიც  ინახება ერმიტაჟში და „ურწმუნო თომა“. ორივე სიუჟეტი აღებულია სახარების ლეგენდიდან.  ღამის წყვდიადში შეკრებილან ქრისტეს ახლობლები, რათა მისი ტანჯული სხეული მიაბარონ მიწას     . მხატვარმა ამ დიდ     ჯგუფში ორი ადგილი გაანათა, რათა მიიქციოს მაყურებლის ყურადადღება. პირველი და მთავარი ესაა ქრისტეს უსიცოცხლო სხეული, რომელიც ეს-ესაა  ჩამოხსნეს და ძირს უშვებენ. მარჯვნივ ამ სცენის შემყურე გულწასული დედაა. პირველ შემთხვევაში ქრისტე ვიღაც ახლობელს მთელი ძალით უჭირავს და ნელ-ნელა   უშვებს. მეორე შემთხვევაში კი მარიამს ყოველი მხრიდან თანაგრძნობით ეშველებიან. მთლიანად სცენაში არაფერია ეფექტისათვის დახატული. ყველაფერი ჩვეულებრივადაა, გლოვაა!  მეორე ნახატშიც ჯგუფი დიდია, მაგრამ განათლებული, ე.ი. აცენტრირებული ფიგურა ორია. ამათგან ქრისტე უფროა განათლებული ვიდრე მოციქული. მხატვარს ამბის გადმოსაცემად ასე სჭირდებოდა. მთავარი იყო ქრისტეს მოვლინება თავის მოწაფეებთან. მოწაფეებმა მკვრდეთით აღდგენა როცა არ დაიჯერეს, ერთ-ერთ მათგანს თომას ჭრილობას უჩვენებს. ნახატი ემოცითაა კონტრასტზეა აგებული. მშვიდი ქრისტე და განცვიფრებული მოწაფეები.       30-იანი წლების  რემბრანდტის მიღწევა მხატვრობაში და საერთოდ მხატვრობის ისტორიაში,გახლავთ “დანაე“. იგი სამართლიანად ითვლება გენიალური მხატვრის შედევრად.აქ მხატვრის გამარჯვების საწინდარია არა ლეგენდალური გმირის იდიალიზაცია,არამედ ადამიანურობა.დანაე, რომელიც მამამ დაამწყვდია, სიყვარულიდან გადამალა, სიყვარულს მაინც ეწია. შიშველი, მომხიბლავი ქალი მოუთმენლად ელის შეყვარებულის ზევსის გამოჩენას. იგი მთელი გრძნობით წინაა წაწეული, ეგებება სინათლეს, რომელიც ფაქტიურად შეყვერებულის გამოჩენის მომასწავებელია. სიყვარული რომ ყველას აამაღლებს. აქ სახეზეა!.ყოფითი ნახატები რემბრანტს ცოტა აქვს, მაგრამ ხანდახან მითოლოგიური, თუ ლეგენდის სცენები მას დაჰყავს თითქმის ყოფითამდე. ასეა მაგალითად “იუდფიფის ტუალეტში“. მისი შინაარსი საკმაოდ ძნელი გამოსაცნობია. ჩვენს წინაშეა ახალგაზრდა ქალი. იგი ჩაცმულ-მოკაზმული მოწყენილი სახით სარკეში იხედება. მას თანაგრძნობით აკვირდება მოხუცი მოახლე. ამ შემთხვევეში საქმე გვაქს ბიბლიურ  გმირ იუდოფთან , რომელმაც გადაწყვიტა თავი დადოს მშობლიური ქალაქის გადასარჩენად და წავიდეს მტრის გარემოცვაში. ამ შემთხვევაში რემბრანდტი არ ღალატობს თავის თავს: განათებულია სახე და მკერდი ახალგაზრდა ქალისა, ხოლო მეორეხარისხოვანი ფიგურის, მოხუცის სახე სანახევროდ ბნელშია.ამაზე ცოტა ადრეა დახატული უკიდეგანი სიყვარულისა და სიხარულის გამომსახველი ის სურათი, სადაც რემბრანდტს მუხლებზე უზის საკუთარი მეუღლე სასკია. იშვიათად ნახავთ ტილოზე გადატანილს ბედნიერების მაუწყებელ ასეთ სცენას. რემბრანტს თავის ესოდენ დიდი სიხარული ყველას სააშკაროზე გამოაქვს. იგი ბედნიერია, ხარობს და ამ სიხარულს ყველას უზიარებს, ოჯახი სავსეა ყველაფრით. ცოლ-ქმარს ყველაფერი საუკეთესო აცვიათ. პარადულია განწყობა, ჩაცმაც პარადულია! მაგრამ ყველაფერზე მეტად გიპყრობთ რემბრანდტის არაჩვეულებრივად მხიარული სახე, რომელიც მიმართულია იმისადმი ვინც კარი შემოაღო ამ “სამოთხეში“. სასკიას სახე უფრო მშვიდია, მაგრამ კეთილი გამწყობა მის სახეშიც გამოსჭვივის.   რემბრანდტი სავსე სასმისით ადღეგრძელებს არა მარტო ოჯახს, არამედ ყველა იმას ვისაც სიხარული შეუძლია.რემრანდტის ნაწარმოებებიდან და შეიძლება გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ უკანასკნელი საუკუნეების ნახატებიდან, ყველაზე მნიშვნელოვანი და პოპულარულია “დაზვერვა ღამით“. სურათის ეს სახელი შემთხვევითიოა, რადგან თვით ავტორს მისთვის არაფერი დაურქმევია. მის სახელზე და შინაარსზე კამათი დღემდე არ შეწყვეტილა.კარგადაა ცნობილი სურათის დამკვეთნი და ნახატის შექმნის მიმდინარეაბა. ჯგუფური პორტრეტი დაუკვეთეს ამსტერდამის მსროლელთა გილდიის წარმომადგეწნლებმა. ეს ის ეპოქაა როდესაც  ჯგუფური პორტრეტები მოდაშია და მისი სულის ჩამდგმელია ფრანს ალსი. მისი დინამიური, ხალიასიანი პორტრეტები საქვეყნოდ განთქმული იყო და მათ დღესაც აღტაცებაში მოვყავართ. რემბრანდტი კი სხვანაირად უყურებდა ჯგუფურ პორტრეტს. ერთი მათგანი ექიმი ტულპის ანატომიის გაკვეთილი, წარმოადგენდა ერთი საქმით გატაცებულ ჯგუფს და ამავე დროს თითოეული მათგანი პორტრეტული იყო, მათი სახის ცალ-ცალკე ამოკითხვა შეიძლებოდა. ახლა კი მეტად რთული კომპოზიცია ჩაუფიქრებია ოსტატს ამ სურათს გარკვევით ემჩნევა, რომ მხატვარი ჯერ კიდევ სუნთქავს განთავისუფლების იმ პათოსით, რომელიც სუფევდა მისი ცხოვრების ადრეულ პერიოდში. თავისუფლების სულისკვეთების მქონე ადანმიანს მხოლოდ დემოკრატიული იდეები ასულდგმულებს, მაშინ როდესაც 30-0იანი წლების ბოლოს ბურჟუას მხოლოს გამდიდრების წყურვილი კლავს. ბიურგენი უკვე ოცნებობს საკუთარი თავისა და ოჯახის განდიდებაზე. მისთვის უკვე მიუღებელის ბრძოლა საერთო კეთილდღეობისათვის, ნახატის შექმნის მომენტში ერთმანეთს შეხვდა განსხვავებული განწყობის ადამიანი. მათ შორის მოსალოდნელმა კონფლიქტმა არ დააყოვნა.ჯგუფური პორტრეტი, რომელიც გილდის ხელმძღვანელობამ დაუკვეთა მხატვარმა გამოიყენა თავისებურად. მან ჯგუფს ჩაბერა ქალაქის თუ ქვეყნის დაცვის სული. თითქოს ნაღარის ხმაზე ჯარი გამოდის ქალაქის ჭიშჯრიდან და მთელი შემართებით  მიემერთება მტრის შესახვედრად. დროშა ფრიალებს ჯარს ამხნევებსა დოლის ხმა. მებრძოლთა სწრაფ მოძრაობაში ერთმანეთში იხლართება შეირაღების სხვადასხვა სახეობა: შუბები, ხმლები, თოფები. როგორც ჩვეულებრივ დაინტერესებული ქუჩის ბავშვები ირევიან მეომრებში. ბიჭს, რომელსაც მუზარადი ახურავს და გოგონა მტრედით, მებრძოლების შუაში არიან მოქცეულნი. ერთიც წინ გარბის. მხატვარი სინათლის წყაროს თავისებური გამოყენებით ამეტყველებს მებრძოლთა სახეებს. მხატვარი დიდი ჩანაფიქრის მთლიანობისათვის არ სჯერდება მარტო დამკვეთებით და სხვადასხვა პერსონაჟები შეჰყავს კომპოზიციაში.ნახატი, რომელიც დაიწყო 1639 წელს და დამთავრდა 1642 წელს, გაუგებარი და მიუღებელი დარჩა გილდისათვის. ამ ახალ თაობას რევოლუციური არფერი ჰქონდა, მაგრამ საქმე მარტო კერძო შემთხვევას არ ეხებოდა, არამედ იგი დაემთხვა იმ ხანის ჰოლანდიიდ ბურჟუაზიის საერთო განწყობას და კონფლიქტი დასაწყისი გახადა საერთო გარღვევისა: მხატვარი და მისი გარემოცვა სხვადასხვა გზით მიდიან. ასეთი მდგომარეობა გრძელდება მისი სიცოცხლის მთელ მანძილზე, რამაც ცხოვრება ტრაგედიად აქცია.1642 წელს დამკვეთთან კონფლიქტს და საერთო უკმაყოფილებას ემატება ოჯახში დიდი მწუხარება – საყვარელი მეუღლის სასკიას მოულოდნელი სიკვდილი.რემბრანტის შემოქმედებაში ზემოაღნიშნული წელი ითვლება გარდატეხის პერიოდად. ამ პერიოდიდან  საზოგადოებასა და მას შორის გაჩენილი ნაპრალი თანდათანობით იზრდება და ბოლოს მარტო რჩება თავის თავთან.მაგრამ, არც პირად ცხოვრებაში უბედურებამ და არც ბურჟუაზიული საზოგადოების ზურგის შექცევამ რემბრანდტი მხატვარი ვერ გატეხა. იგი მიდის საკუთარი გზით და მას არ ღალატობს. რემბრანდტი თავიდანვე იყო რეალისტი და დარჩა მხოლოდ რეალისტად. ამ ხაზს იგი აღრმავებს და აფართოებს. მისი შემოქმედება უფრო გაბედული და მრავალფეროვანი ხდება.. ნახატში ჩრდილ-სინათლის თამაში კი საოცრად მეტყველი ხდება. ადრეული ერთგვარი ცივი კოლორიტი მდიდრდება. მოყავისფრო-ყავისფერი და მოწითალო ტონებით. ამ მხრივ 40-იანი წლები მხატვრის შემოქმედებაში ითვლება გარდამავალ პერიოდად, რადგან შემოქმედებითი აღმავლობა კულმინაციას აღწევს მომდევნო ათეულში.

 

40-იანი 50—იანი წლები. 

        40-იანი წლების მონაკვეთში მხატვარი ცოტას მუშაობს პორტრეტის ჟანრში, ხოლო პეიზაჟისა და სიუჟეტურს აძლიერებს. ჭარბობს ბიბლიისა და სახარების სიუჟეტები, მხოლოდ წინა პერიოდთან იმ განსხვავებით, რომ ახლა მეტ ყურადღებას უთმობს ადამიანურ კეთილ გრძნობებს.რამბრანდტის ამ პერიოდის პეიჟაზების უმრავლესობა შესრულებულია ოფორტის ტექნიკით. აქ მხატვარს მეტი საშუალება აქვს გადმოსცეს ჰოლანდიის რბილი, ცოტა ნისლიანი პეიზაჟი. განსხვავებით იმ თანაამედროვეებთან ამ ნახატებში ავტორი ჩაგაფიქრებთ სამყაროს თავისებურებებზე. მაგალითად, ერთი მათგანი - “ამსტერდამის ხედი“(1640), სიწყნარის და სიმშვიდის თავისებურ მაგალითს. ვაკის ბოლოშო ქალაქის სილუეტი ჩანს. სიმყუდროვეს არღვევს ქარის წისქვილები. წყალუხვი მდინარე ნელა მიემართება და სადღაც ადამიანთა სილუეტებია. უფრო მკვეთრი ნახატია “სამი სახე“. აქ, მაღალ დიდ ხეებში დიდი ძალა ჩანს. ძლიერი ქარი მიერეკება ღრუბელს და წვიმას.  

 

    XVII საუკუნის შუა ხანებში ჰოლანდიაში საერთო სიტუაცია იცვლება უარესისკენ. საუკუნის დასაწყიასის პათოსი თანდათან ქრება. ბურჟუაზიამ თანდათან დაჰკარგა ადრინდელი პათოსი და თავისი საკუთარი,კერძო მიზნების განხორციელებითაა  გატაცებული. ნაწილობრივ მან საერთო ენა გამონახა ფეოდალურ არიასტოკრატიასთან. ქალაქში თუ სოფელში სიღარიბე  მატულობს, მხატვრებს თანდათანობით გამოეცალათ მყარი ნიადაგი, რის გამოც რეალიზმი უკან იხევს. ფრანც ჰასლი, თუ იაკობ რეისდალი ძლივს ინარჩუნებენ  რეალიზმის ამ პოზიციებს,  რომლებსაც ადრე მიაღწიეს. რემბრანდტიც იმავე სამყაროში ცხოვრობდა, რომელშიც მისი კოლეგები და ცხადია, საერთო განწყობა მასაც გადაედო. მხოლოდ სხვებისაგან   განსხვავებით იგი არ გატყდა, უკან დაიხია და ისევ რეალიზმის გზას მიჰყვება, მას აღრმავებს. ადრეული რომანტიკული განწყობა იცვლება მკაცრი რეალიზმით, სისადავით, ისევ და ისევ მისი ნახატი ღრმა შინაარსის მატარებელია, ფილოსოფიურად  გააზრებულია ადამიანის ცხოვრების ყოველი მონაკვეთი.  ამ მხრივაღსანიშნავია თემა: „წმინდა ოჯახი“ . ამ თემაზე მას არა ერთი  სურათი     შეუქმნია. ამათგან აღსანიშნავია ის, რომელიც შექმნილია  1645 წელს, იგი იმდენად ცხოვრებისეულია, რომ გავიწყდებათ, თუ სახარებიდან აღებული თემაა. მუქი ფონიდან  გამოყოფილია ბავშვის საწოლი, წითელი საბნის მინიშნებით. მისკენ დახრილია დედაღვთისა, რომლის სახიდან სათნოება, სიკეთე და სიყვარული გამოსჭვივის. დანარჩენი ყველაფერი, დურგალი მისი ხელსაწყოებით და ანგელოზთა ჯგუფი, მეორე პლანზეა გადატანილი და მთავარისათვის მხოლოდ ფონს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ აქ მადონა  მხატვარმა წარმოადგინა, როგორც ჩვეულებრივი ქალი, იგი მაინც ჟანრულ ნახატად არა არის გადაქცეული. აქ შეიძლება გავიხსენოთ მარქსის სიტყვები: „რემბრანდტი მადონას ხატავდა როგორც ნიდერლანდელი გლეხის ქალს“.... ეს მართლაც ასეა. მხატვარი როცა ბიბლიის ან სახარების სიუჟეტებს ხატავს, ის მოდელად იღებს მის ირგვლივ მყოფთ.      ნათქვამის საილუსტრაციოდ, დიდი სურათების გარდა, ორი ოფორტის დასახელებაც კმარა. ერთია-„მათხოვრები კართან“ და მეორე - „ქრისტე განკურნავს ავადმყოფებს“. თითოეული მოქმედი პირის პოზა რეალურია და საერთო პროცესშია ჩართული. ორივეგან დაპირისპირებული მხარეებია წარმოდგენილი. პირველ სურათში ერთმანეთს უპირისპირდება მოწყალების გამღები და მოწყალების მიმღებნი. პირველი მშვიდია, მეორენი დაძაბულნი. დაახლოვებით ასევეა  მეორე სურათშიც. ქრისტე, რომელიც თავის მოქმედებაში დაჯერებულია, მშვიდია და მონუმენტური, ხოლო ავადმყოფნი და მათი პატრონნი სასწაულის მოლოდინში აღელვებულნი, აფორიაქებულნი.     აქ საუბარი  გვქონდა რთულ კომპოზიციებზე, მაგრამ  არანაკლები შეიძლება ითქვას ერთ ფიგურიან სურათზე.  რემბრანდტის  ოფორტები ერთხელ მაინც ვისაც გადაუფურცლავს, არ შეიძლება არ დამახსოვრებოდა „ბრმა ტობია“. ბიბლიის მიხედვით შვილს მონატრებულმა  მოხუცმა მამამ მისი დაბრუნება გაიგო და გარბის მის შესახვედრად. გრაფიკის ხერხებით საოცრადაა გადმოცემული მოხუცის სწრაფვა.     პეიზაჟური ოფორტებიდან აქ კიდევ ერთი უნდა ავღნიშნოთ: „პეიზაჟი ცხენოსნით“. გორაკის ძირას გამავალი გზა აქ არც იწყება და არც მთავრდება. ამ დიდ გზას დადგომიან ვინმე დიდებული ცხენზე და მისი მონამორჩილი – ფეხით. ფონი, პეიზაჟი  გამხმარი ხით  მკაცრია.       ცნობილია, რომ პეიზაჟის თემა რემბრანდტის შემოქმედებას არ გაჰყოლია.  50-იანი წლების შუა ხანებიდან ცალკე პეიზაჟს უკვე აღარ ვხვდებით. შეიძლება ითქვას, ამ დროიდან მხატვარს აინტერესებს მხოლოდ ადამიანი  თავისი ემოციებით.

 

 

     50-იანი და  60-იანი წლები რემბრანდტის ცხოვრებაში მრავალფეროვნებით ხასიათდება, მას დროის ამ მონაკვეთში, თუ შეიძლება ითქვას, არაფერი დაკლებია-განუზომელი სიხარული და უსაზღვრო მწუხარება. ესაა- მის ცხოვრებაში ახალი სიყვარული და სიხარული ჰენდრიკე სტოფელსის    შემოსვლით. აქვეა საზოგადოებასთან კომფლიქტის სავალალო შედეგი: იგი გაკოტრდა. ერთი მხრივ ადრე დიდმა ხელგაშლილობამ, უამრავი ნივთის შეძენამ, ხოლო შემდეგში შემოსავლის  მინიმუმამდე დაყვანამ, მხატვარს დააკარგვინა გადახდისუნარიანობა. მისი ქონება აუქციონზე იყიდება, იგი საცხოვრებელს იცვლის, მაგრამ არა უკეთესისკენ.        მხატვრის ნაწარმოებების იდეური შინაარსის გამდიდრება ხდებოდა იმის მიხედვით, თუ იგი როგორ და რა სიღრმით წვდებოდა ჰოლანდიის ცვალებადი ცხოვრების სიღრმეებს. ისე როგორც ადრე,  ახლა მის მთავარ თემად რჩება მითოლოგიური, ბიბლიური სიუჟეტები და პორტრეტი. უფრო ხშირად იგი მიმართავს ბიბლიური და ანტიკური მითოლოგიის  სცენებს.მათში მხატვარი ეძებს ისეთ თემებს , სადაც მას შეუძლია გამოავლინოს საკუთარი დამოკიდებულება საკაცობრიო საკითხებისადმი. პორტრეტებში კი ისევ ძველ გზას მისდევს:მას აინტერესებს      მხოლოდ ადამიანის   შინაგანი ბუნება,მისი სიღრმეების ჩაწვდომა,ერთი  შეხედვით მისი პორტრეტი  თემატურ ნახატს ედრება, რადგან მან უნდა გამოხატოს არა მარტო გარეგნული მსგავსება არამედ მის მიერ განვლილი ცხოვრების რთული გზა.  ხოლო ის თუ ახალგაზრდაა, მაშინ ის სიხარული და აღტაცება , რომელსაც დასაწყისში განიცდის ყოველი მომავლის მჭვრეტელია.  განა კაცობრიობის წარსულითა    და მომავლით არაა დაინტერესებული არისტოტელე, როცა ჩასცქერის ჰომეროსის ბიუსტს? არისტოტელე. ღრმად ჩაფიქრებული, თითქოს პასუხს ელის უდიდესი წინამორბედისაგან. პოეტი და მოაზროვნე იან სიქსი დაფიქრებული დგას. იგი კონკკრეტულად არავის და არაფერს არ უყურებს, მაგრამ მის გამომეტყველებას არაფერი ეტყობა ყოველდღიურობისა. იგი პოეტი ამავე დროს მოქმედი პირია. მისთვის უცხო არა რამის საქმიანობაც. ფერების განლაგებაში მხატვარი არ ღალატობს თავის მეთოდს.     რემბრანდტის პორტრეტების სიმრავლეა 40-იანი და 50-იან წლებში. ამ პორტრეტებში მრავალფეროვნებაა, მაგრამ მათში ეს კი არ არის მთავარი , არამედ პორტრეტების ჟანრულობაა. ცხადია, ჟანრული ამ შემთხვევაში პირდაპირი გაგებით კი არ არის, არმედ პორტრეტის თხრობითობაშია. თითოეული მისი პორტრეტი ვიღაცის “გაყინული“ სახე კი არ არის, არმედ მათში მთელი ცხოვრება ჩანს. ყოველ პორტრეტში განვლილი ცხოვრების მოთხრობაა. ესა თუ ის პირი ,როგორადაც არ უნდა უყოს დახატული, აუცილებლად მეტ-ნაკლებად დინამიურის. ყველგან მეტყველია არა მარტო სახე, არამედ ხელებიც. როგორც ეტყობა მახატვარი დიდხანს ეძებდა სწავლობდა დასახატს ობიექტს. პიროვნების შიდა სამყაროს უკეთ გამოსავლენად იგი არ ერიდება ჩაერთოს ტანსაცმლის არჩევის საქმეში. პოზა კი სპეციალურად კონკრეტული პიროვნებისათვისაა შერჩეული. დასახატი პირების მდგომარეაბაშიც არ არის ერთგვარობა. აქ თქვენ შეხვდებით ინტელიგენციის წარმომადგენელებს და საკმაო ბლომადაა დაბალი წრიდანაც. ამავე დროს არიან ნათესავები, ამსტერდამელი ებრაელები, მათხოვრები და სხვები. ტექნიკის მხრივ იგი ხმარობდა ზეთის ფერებს და ოფორტს.  რემბრანტი თავის თავს თანდათანობით  უფრო მეტ მოთხოვნებს უყენებს ადამიანის გამოსახვის საქმეში. ცხადია ასეთ მოქმედებას პორტრეტი აჰყავს ახალ ხარისხში. მათში მხატვარი ეუფლება ტიპურის განზოგადების სიმაღლეებს. ჰოლანდიის მაშინდელ პირობებს თუ გადავხედავთ, მიხვდებით – რატომ არიან მისი გმირები ასე დაღვრემილნი. ცხადია, მათ ცხოვრების გრძელ გზაზე ბევრი უბედურება უნახავთ და წინაც სახარბიელო არაფერია. დროის ამ მონაკვეთში შესრულებული პორტრეტები დან ამორჩევა ძნელია, ამიტომ რამდენიმეს შევეხებით. 

 

50-იანი წლების პირველი პერიოდი 

       50-იანი და  60-იანი წლები რემბრანდტის ცხოვრებაში მრავალფეროვნებით ხასიათდება, მას დროის ამ მონაკვეთში, თუ შეიძლება ითქვას, არაფერი დაკლებია-განუზომელი სიხარული და უსაზღვრო მწუხარება. ესაა- მის ცხოვრებაში ახალი სიყვარული და სიხარული ჰენდრიკე სტოფელსის    შემოსვლით. აქვეა საზოგადოებასთან კომფლიქტის სავალალო შედეგი: იგი გაკოტრდა. ერთი მხრივ ადრე დიდმა ხელგაშლილობამ, უამრავი ნივთის შეძენამ, ხოლო შემდეგში შემოსავლის  მინიმუმამდე დაყვანამ, მხატვარს დააკარგვინა გადახდისუნარიანობა. მისი ქონება აუქციონზე იყიდება, იგი საცხოვრებელს იცვლის, მაგრამ არა უკეთესისკენ.        მხატვრის ნაწარმოებების იდეური შინაარსის გამდიდრება ხდებოდა იმის მიხედვით, თუ იგი როგორ და რა სიღრმით წვდებოდა ჰოლანდიის ცვალებადი ცხოვრების სიღრმეებს. ისე როგორც ადრე,  ახლა მის მთავარ თემად რჩება მითოლოგიური, ბიბლიური სიუჟეტები და პორტრეტი. უფრო ხშირად იგი მიმართავს ბიბლიური და ანტიკური მითოლოგიის  სცენებს.მათში მხატვარი ეძებს ისეთ თემებს , სადაც მას შეუძლია გამოავლინოს საკუთარი დამოკიდებულება საკაცობრიო საკითხებისადმი. პორტრეტებში კი ისევ ძველ გზას მისდევს:მას აინტერესებს      მხოლოდ ადამიანის   შინაგანი ბუნება,მისი სიღრმეების ჩაწვდომა,ერთი  შეხედვით მისი პორტრეტი  თემატურ ნახატს ედრება, რადგან მან უნდა გამოხატოს არა მარტო გარეგნული მსგავსება არამედ მის მიერ განვლილი ცხოვრების რთული გზა.  ხოლო ის თუ ახალგაზრდაა, მაშინ ის სიხარული და აღტაცება , რომელსაც დასაწყისში განიცდის ყოველი მომავლის მჭვრეტელია.  განა კაცობრიობის წარსულითა    და მომავლით არაა დაინტერესებული არისტოტელე, როცა ჩასცქერის ჰომეროსის ბიუსტს? არისტოტელე. ღრმად ჩაფიქრებული, თითქოს პასუხს ელის უდიდესი წინამორბედისაგან. პოეტი და მოაზროვნე იან სიქსი დაფიქრებული დგას. იგი კონკკრეტულად არავის და არაფერს არ უყურებს, მაგრამ მის გამომეტყველებას არაფერი ეტყობა ყოველდღიურობისა. იგი პოეტი ამავე დროს მოქმედი პირია. მისთვის უცხო არა რამის საქმიანობაც. ფერების განლაგებაში მხატვარი არ ღალატობს თავის მეთოდს. 

             რემბრანდტის პორტრეტების სიმრავლეა 40-იანი და 50-იან წლებში. ამ პორტრეტებში მრავალფეროვნებაა, მაგრამ მათში ეს კი არ არის მთავარი , არამედ პორტრეტების ჟანრულობაა. ცხადია, ჟანრული ამ შემთხვევაში პირდაპირი გაგებით კი არ არის, არმედ პორტრეტის თხრობითობაშია. თითოეული მისი პორტრეტი ვიღაცის “გაყინული“ სახე კი არ არის, არმედ მათში მთელი ცხოვრება ჩანს. ყოველ პორტრეტში განვლილი ცხოვრების მოთხრობაა. ესა თუ ის პირი ,როგორადაც არ უნდა უყოს დახატული, აუცილებლად მეტ-ნაკლებად დინამიურის. ყველგან მეტყველია არა მარტო სახე, არამედ ხელებიც. როგორც ეტყობა მახატვარი დიდხანს ეძებდა სწავლობდა დასახატს ობიექტს. პიროვნების შიდა სამყაროს უკეთ გამოსავლენად იგი არ ერიდება ჩაერთოს ტანსაცმლის არჩევის საქმეში. პოზა კი სპეციალურად კონკრეტული პიროვნებისათვისაა შერჩეული. დასახატი პირების მდგომარეაბაშიც არ არის ერთგვარობა. აქ თქვენ შეხვდებით ინტელიგენციის წარმომადგენელებს და საკმაო ბლომადაა დაბალი წრიდანაც. ამავე დროს არიან ნათესავები, ამსტერდამელი ებრაელები, მათხოვრები და სხვები. ტექნიკის მხრივ იგი ხმარობდა ზეთის ფერებს და ოფორტს.  რემბრანტი თავის თავს თანდათანობით  უფრო მეტ მოთხოვნებს უყენებს ადამიანის გამოსახვის საქმეში. ცხადია ასეთ მოქმედებას პორტრეტი აჰყავს ახალ ხარისხში. მათში მხატვარი ეუფლება ტიპურის განზოგადების სიმაღლეებს. ჰოლანდიის მაშინდელ პირობებს თუ გადავხედავთ, მიხვდებით – რატომ არიან მისი გმირები ასე დაღვრემილნი. ცხადია, მათ ცხოვრების გრძელ გზაზე ბევრი უბედურება უნახავთ და წინაც სახარბიელო არაფერია. დროის ამ მონაკვეთში შესრულებული პორტრეტები დან ამორჩევა ძნელია, ამიტომ რამდენიმეს შევეხებით.  იმათში ერთ-ერთი საუკეთესოა “მოხუცის პორტრეტი“(1654წ.) . იგი ჩვენს პიდაპირ ზის გვიყურების ბევრის მნახველი თვალით. მისი სახე ნაოჭებს დაუღარავს. ნაშრომ-ნაჯაფი, მაგრამ ჯერ კიდევ მაგარი ხელები მუხლებზეა დაწყობილი. მიუხედავად განვლილი მძიმე წლების, ეს ადამიანი ბევრისშემძლეა. ამ ხანდაზმული კაცისაგან ძლიერი და კეთილშობილი სული გამოიყურება. პორტრეტი მონუმენტურია . მხატვრის ყოველი ხაზი ლაკონურია. მისი მანერა, ჩრდილ-სინათლის განლააგება, ნატურის დიდებულების გადმოცემას ემსახურება. იმასვე ემსახურება ტანსაცმელი, მისი მძიმედ ჩამოიშვებული ნაწილები. იმავე პრინციპულობითაა შესრულებული “რემბრანტის ძმის ცოლის“ პორტრეტი (1654) . მოხუცი აქაც პიდაპირ ზის, მაგრამ ჩვენ კი არ გვიყურებს, არამრდ ღრმადაა ჩაფიქრებული და მზერა შორსაა წასული. მიუხედავად იმისა, რომ ხანდაზმულობით მისი სახე დაღარულია და გამომეტყველება დაღვრემილი, მაინც საერთო შთაბეჭდილება სასიამოვნოა, მისგან სიკეთე გამოსჭვივის. მუქი შვინდისფერი მოსასხამის ირგვლივ მოშავო-მოყავისფრო ფონია. შუაზე კი განათებული სახეა, რომელსაც შუქს მატებს კაბის ზედა თეთრი მონაკვეთი.   არანაკლებ მეტყველია იმავე წელს შესრულებული “მხატვრის ძმის“ პორტრეტი. ეს ბრგე კაცი მიუხედავად ხანდაზმულობისა, შრომასა და წლებს ვერ მოუტეხია. იგი ჯერ კიდევ ბევრის შემძლეა. ფართო თავსაბურავის ქვეშ ჩაფიქრებული მეტყველი სახეა. ფერთა კომპოზიცია აქაც იგივეა: სხვადასხვა ტონალობის სიმუქიდან განათებული სახე და ხელები გელაპარაკებათ.   არის კიდევ იმავე წელს შესრულებული ერთი ბრწყინვალე პორტრეტი ქალისა, რომელიც მხატვრის ძმის ცოლადაა მიჩნეული. შეიძლება ეს ასეც იყოს, მაგრამ ზემოთ განხილულ ქალთან შედარებით ეს უფო მოტეხილი, ცხოვრებაზე გულგატეხილი ჩანს. თუმცა მის ხასიათს და გუნებ-განწყობას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ერთი რამ კი არის, მხატვარი მისდამი კეთილად განგაწყობთ. დაფიქრებული სახის უკან იმალება ხანგძლივი ცხოვრება, სადაც ყოველთვის სიხარული როდი იყო. ხატვის მანერა რემბრანტისებურია: მუქ ფონში გათქვეფილი ტანისამოსი, განათებული-სახე, ხელები და გულისპირი. ერთი წუთით თუ უკან დავიხევთ და ქალთა ამ ორ პორტრეტს შევადარებთ ათიოდე წლით ადრე შესრულებულ პორტრეტს-“მოხუცი ქალი სათვალით ხელში“ (1643წ.), ვნახავთ, რომ განსხვავება შესამჩნევია. თავისთავად ადრეული ეს კარგი პორტრეტი ბევრად ჩამოუვარდება ზემო მოყვანილ გვიანდელ პორტრეტებს. ამ ბოლო პორტრეტებში გაცილებით მეტი სიღრმეა, ვიდრე პირველში.   რემბრანტი, ყოველ დღე თავის მხატვრობას აღრმავებს და აუმჯობესებს, ამისათვის შეიძლება ასე შორს არც იყოს დახევა. საკმარისია იგივე ორი პორტრეტი შევადაროთ ოთხი წლით ადრე შესრულებულ “მოხუცის პორტრეტს“ (1650წ.) ფუნჯის სიღრმე და გაქანება ისეთი აღარაა, როგორც მოგვიანებით.    ცხოვრების რა ორომტრიალში არ მოხვედრილა ის “მოხუცი ებრაელი“, რომელიც მხატვარს 1654 წელს დაუხატავს. როგორც ეტყობა, განვლილმა ცხოვრებამ და წლებმა წელში მოხარა ესოდენ ოდესღაც მაგარი ადამიანი. აქ მხოლოდ გრძელი და ძნელი ცხოვრების კვალი ჩანს და არა სიღარიბის. მხატვარს აქაც თავისი მეთოდი მაქსიმალურად აქვს გამოყენებული: ყველაფერი ჩამუქებულია, განათებულია მხოლოდ სახე და ხელები. იშვიათია ასეთი დაღლილი, მაგრამ მეტყველი თვალები.

 

50-იანი წლების მეორე პერიოდი 

      50იანი წლების შუაში რემბრანდტი წერს აგრეთვე საკმაოდ ბევრ ლირიკულ სურათებს. ამ სურათების სულის ჩამდგმელი ადრე თუ სასკია იყო, ახლა ჰენდრიკეა. ამ ლამაზ ქალს სხვადასხვა სიუჟეტისათვის იგი თავისუფლად იყენებს. იგი ჩაცმული თუ გახდილი, ყოველთვის მიმზიდველია.   ერთი და იმავე წელს (1654წლ) მხატვარი ჰენრიკეს იყენებს ორი კომპოზიციის შესაქმნელად. ერთი მათგანია “მობანავე“ და მეორე “ვირსავია“. ორივეში მხატვარი უმღერის ქალის მშვენიერებას.   შიშველი “ვირსავიას“ სახეზე ახალგაზრდის სიხარული ჩანს და თანაც უკმაყოფილება გამოსჭვივის. მან ეს წუთია მიიღო მეფე დავითის წერილი. ცხადია, იგი უნდა ეახლოს მეფეს, მაგრამ ეს მას ანიჭებს კი დიდ სიხარულს? სულ სხვა სიტუაცია იყო, როცა დანაე ელის სანატრელ ადამიანს. ამ შემთხვევაში სიხარულის მოლოდინი განუზომელია, აქ კი იძულებაა! ნახატში კონტრასტები ისევეა, მაგრამ არა ისეთი, როგორიც ზემოთ განხილულ პორტრეტებში ვნახეთ. ავტორმა ქალის სხეულის მშვენება მთლიანად გვაჩვენა. მისი ოქროსფერი სხეული ერთიანად ანათებს თეთრი მოსასხამით შემოფარგლულ მუქ საერთო ფონზე. მოახლე კი მხატვარმა ისე დააყენა, რომ იგი თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ რემბრანდტის მხატვრულ ჩანაფიქრს ხელს არ უშლის.   მეორე ნახატი “მობანავე“ ჟანრულ სურათების კატეგორიაში შეიძლება გადიოდეს: ქალი ემზადება საბანაოდ, მაგრამ ამავე დროს ისეა “ამაღლებული“, რომ შესაძლოა ბიბლიურ სუსანასთან გვქოდეს საქმე. აქ ახალგაზრდა ქალის სილამაზე და მომხიბვლელობაა წინ წამოწეული. მისი სახე სიყვარულითაა გაცისკრონებული.    მობანავე ჰენდრიკე, სიხარულით ჩადის წყალში. მისი ოქროსფერი სხეული თეთრი პერანგის ფონზე მეტად ანათებს. ფონის სიმუქე თანდათანობით გრადაციებით შემოდის. ეს სიმუქე გამოყენებულია მხოლოდ და მხოლოდ მთავარის უკეთ გამოსაჩენად.   ორივე ნახატში ახალგაზრდობა, სილამაზე და სიყვარულია ნამღერი!   სხვა ამოცანა იდგა რემბრანტის წინაშე, როცა იგი ხატავდა “ახალგაზრდა ქალს საყურეებით“. ქალმა ეს ეს არის გაიკეთა საყურე და აკვირდება უხდება თუ არა. ოდნავ მოღიმარ სახეს თუ დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ იგი კმაყოფილია. მხატვარს სჭირდებოდა ახალგაზრდა ქალის მოქმედება მთლიანად, ამიტომ სახე და ხელები განათებულია. მუქ ფონზე შვინდისფერი კაბა და სავარძელი ოდნავაა გამოკვეთილი, ხოლო სახესა და ხელებს თეთრი მოსასხამი შუქს მატებს. აქაც ახალგაზრდობა და სიყვარულის მოლოდინია.  

         50-იანი წლებში რემბრანდტი ასევე  ბევრს მუშაობს ოფორტის ტექნიკაშიც, ხოლო ბოლო ათეულ წლებში მან ამ დარგში მუშაობა მიატოვა (ჩვეულებრივად ამას ხსნიან ბოლო პერიოდში მხედველობის დაქვეითებით). ფერწერაში თუ გრავიურაში მხატვარს ეტყობა ყოველდღიური ზრდა, ტექნიკის ამაღლება. იგი ბევრს მუშაობს ამა თუ იმ კომპოზიციის დახვეწაზე. ნახატების დათვალიერებისას აშკარად შეიმჩნევა თუ როგორ ცდილობს მხატვარი კომპოზიცია გახადოს ლაკონური, ცხადი და ნათელი. ამის საილუსტრაციოდ მხოლოდ ერთი ნახატის განხილვა კმარა. ესაა “ქრისტე ხალხის წინაშე“(1655 წ).რომის იმპერიის მოხელე პილატეს ქრისტე გამოჰყავს ხალხის სამსჯავროზე. აქ საშიშროება იყო კომპოზიციის გადატვირთვისა: შენობები, ხალხი, სცენაზე გამოყვანილი ქრისტე, პილატე,  მცველები და მრავალი სხვა. რამდენიმე ვარიანტის შექმნის შემდეგ ავტორმა საბოლოოდ დახვეწა კომპოზიცია, სადაც აშკარად გამოყოფილია მხატვარი მეორეხარისხოვნისაგან.    ასევე ძლიერია რემბრანტი პორტრეტის შექმნისას. ამ პერიოდის პორტრეტიდან პირველი უნდა აღვნიშნოთ გრავიურების  გამომცემი ლკიმენტი და იონგეს პორტრეტი (1651  წ.),  ეს ლაღად შესრულებული გრავიურა ნამდვილადაც ითვლება მსოფლიო შედევრად. სავარძელში პალტომოსხმული ზის ენერგიით სავსე კაცი. მას სახეზე ოდნავ ღიმილი გადაჰკრავს  და გამჭრიახი თვალები შორს იცქირებიან. ეს ნახატი შესრულებულია ხაზების მინიმალური  რაოდენობით, მაშინ, როდესაც მ ხატვარი ჩვეულებრივ ნახაზების სიმრავლეს მიმართავს. ასეთებიდან აქ შეიძლება მოვიყვანოთ ორი  პორტრეტი: იაკობ ანუ axalgazrda ebraeli qristes saxiT,,.გარინგი (1655 წ.)  და იან ლუთმა (1656წ.) . ორივე სავარძელში ზის, მაგრამ სხვადა სახვა განწყობილებით . პირველ მათგანს, როგორც ციხის მცველს, სასიხარულო მაინც და მაინც არაფერი აქვს. მას ერთგვარად დაჭიმული მზერა აქვს, მაგრამ მისითვალები შორს არ იმზირებიან. გისოსებიანი სარკმლის ფონზე მჯდარი ეს მოხუცი პარადულადაა მორთული. როგორც ეტყობა სინათლე , მეორე სარკმელიდან, გვერდიდანაც შემოდის , რადგან სახე ასეა განათებული. სახის განათებაში ასევე საკმაოდ როლს თამაშობს  თეთრი საყელო. მეორე მოხუციც სავარძელში ზის, მაგრამ მას განსხვავებული განწყობა აქვს. იგი როგორც სკულპტორი, საუველირო ნაწარმოების შემქმნელი ყოფილა. სკულპტორის მომღიმარი სახიდან სიკეთე გამოსჭვივის. სავარძელი და ტანისამისი თითქმის შავია, სახე კი განათებით მეტყველებს. პორტრეტული ნახატების შესადარებლად შეიძლება მოვიყვანოთ თითქმის ათი წლით ადრე შესრულებული “იან სიქსის“ პორტრეტი. იგი თავის სამუშაო ოთახშია და სარკმლის შუქზე რაღაცას კითხულობს. აქ ყველაფერი თავის ადგილზეა, ყველაფერი რემბრანდტისებულია, მაგრამ სახეში არ არის ჩაქსოვილი ის ემოცია, რომელიც აქვთ ზემოთ განხილულ ორ მოხუცს. ნახატის კომპოზიციაშიც თითქოს შემთხვევით კუთხეა აღებული. ასევე სარკმელსაც არ აქვს გარკვეული ფორმა. არც ინტერიერია აწყობილი, როგორც ეს გვიან ნახატებშია. მოკლედ, ამ ნახატების შედარებისას ერთხელ კიდევ ვრწმუნდებით მხატვრის აშკარად ზრდაში.        პორტრეტების განხილვისას არ შეიძლება არ შევეხეთ ორ პორტრეტს, რომლებიც ამათზე ცოტა გვიანა შესრულებული. თითოეულ მათგანში გამოსჭვივის ახალგაზრდული იმედი და სითბო. ამ მხრივ საოცარია      პორტრეტი  „ჰედრიკე სტოფელსი  სარკმელთან“(1659წ.). ახალგაზრდა ქალი თავმომწონედ გამომდგარა და მომხიბლავად იღიმება. ძნელია მეორე ასეთი ნახატის ნახვა, სადაც ამდენი ქალური მიმზიდველობა, შინაგანი დაჯერება და სიამაყე იყოს გადმოცემული. ასეთნაირად “ადამიანის გახსნა“  მხოლოდ  გენიოსების ხვედრია.                 ასეთივე  სიძლიერითაა გადმოცემული „ტიტუსის  პორტრეტი კითხვისას“ (1657წ.) აქ მხატვარს  თავისი შვილი დახატული ჰყავს, როგორც ამაყი ახალგაზრდა, რომელსაც ცხოვრება მხოლოდ მშვენიერად ესახება . მისი ღიმილიანი სახე თითქოს ანათებს.      მხატვარს სახის გადმოსაცემად განსაკუთრებული მეთოდი გამოუყენებია. სახის  ცალკეული ნაკვთებია განათებული.ისეთი შთაბეჭდილებაა  თითქოს გზის შუქი ხის ფოთლებიდანაა გამოპარული და აქა-იქ იმიტომაცაა სახე განათებული.    ტიტუსის  პორტრეტები რემბრანდტს მანამდეც ბევრჯერ აქვს დახატული, მაგრამ მათგან  აქ განხილული პორტრეტი მაღალ მხატვრულობით გამოირჩევა.   ტოტუსისა და ჰენდრიკეს პორტრეტები თითქოს ფუნჯის ერთი მოსმით არის შესრულებული. შეიძლება ვირწმუნოთ, ასეთი ნახატების შექმნით თვოთ ავტორიც კმაყოფილი იქნებოდა.  

აქვე  არ შეიძლება არ შევეხოთ  ნატურმორტის ჟანრს,რომელმაცXVIIსაუკუნეში არნახული გაქანება მიიღო.ცხადია,ასეთი საერთო ვითარებაში,არ შეიძლებოდა რემბრანდტსაც თავისი წვლილი არ შეეტანა მის განვითარებაში. ამ ჟანრის რამდენიმე  ნახატიდან  აქ  შევეხებით მხოლოდ ერთს.ესაა – ,,დაკლული ხარი“.1655 წელს ეს თემა მას  სამჯერ შეუსრულებია მცირე ცვლილებებით.სამივე ერთმანეთზე უკეთესია.აქ სიცოცხლის ნიშან-წყალი არაფერს არ ეტყობა,სულდგმული არაფერია.ნატურმორტის ისტორიაში ეს ნახატი რჩება ერთ-ერთ მწვერვალად.

 

 

60-იანი წლები 

          მხატვარი დრო და დრო სხვადასხვა მასშტაბის დაკვეთებსაც ღებულობს. ამათში აღსანიშნავია 1661 წლის დაკვეთა. ამსტერდამის რატუშას შენობის გაფორმების დიდი სამუშაოები მიმდინარეობდა.მან მიიღო მიწვევა ამ შენობის გაფორმებაში, რადგან ამ სამუშაოთა შემსრულებელი მხატვარი გარდაიცვალა.სურათების სერია ასახავდა რომის იმპერიის წინააღმდეგ ნიდერლანდთა ტერიტორიაზე მცხოვრებ ბატავთა ტომის აჯანყებას .ამ აჯანყებაში ბურჟუაზიულ ჰოლანდიას უნდოდა დაენახა თავიანთ თანამედროვეთა აჯანყება ესპანეთის წენააღმდეგ. ადრე ეს თემა გამოყენებული იყო ლიტერატურაში, თეატრში,პუბლიცისტიკაში.ამ თემამ მხატვარს შთააგონა:„ცივილისის აჯანყება“,სადაც გამოსახული უნდა ყოფილიყო თავისი ხალხის ჰეროიზმი და დიდება .სურათი მთლიანად არ შემორჩა.მისი მთლიანობაში წარმოდგენა შეიძლება მხოლოდ    ესკიზების მიხედვითა და ერთი ფრაგმენტით,რომელიც სიგრძით სამ მეტრს აღემატება. ყველა ამ ნაწილებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იგი რემბრანდტის მონუმენტური ნახატებიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.  ნახატზე გამოსახულია ის მომენტი, როცა წყდება ხალხის ბედი-აჯანყებულები ფიცს დებენ თავიანთი ბელადის,ცივილისის წინაშე. ყოველგვარი თეატრალურობის გარეშე  ,მომენტის განსაკუთრებული მნიშვნელობაა გადმოცემული.   ნახატი დამთავრების შემდეგ მცირე ხანს იყო განკუთვნილ ადგილზე.იქ სხვა მხატვრის ნახატი დაკიდეს.ბურჟუაზიულ საზოგადოებასთან შეუგუებლობა საკუთარი გზით შეუპოვრად მიმავალ მხატვარს არ აპატიეს და გარიყეს.       „ცივილისის შეთქმულებას“  იგივე ბედი ეწია რაც „ღამის დაზვერვას“,მაგრამ ამას მხატვარი არ გაუტეხია,მას ხელი არ ჩაუქნევია;იგი საკუთარ გზას არ ღალატობს. 

        XVII საუკუნის 60-იან წლებში მხატვრის მიერ შექმნილ წარმოებებს არ ეტყობა წლები, ცხოვრების სიმძიმე. თითოეულ მათგანში არ ჩანს მხატვრის უშრეტი ენერგია და გენიოსის გაქანება. თითოეული ნაწარმოები მსოფლიო მნიშვნელობის შედევრია, რეალისტური ხელოვნების ღაღადისია. ბიბლიურ თემებზე 1660-იან წლებში დაწერილ სურათებიდან გამოირჩევა-„ასური,ამანი და ესთერი“. ეს არის, თუ შეიძლება ასე ითქვას, მუდმივ მოქმედი თემა-ღალატზე, დაუნდობლობაზე და სულაც არ არის გასაკვირი ,რომ რემბრანტდმა სწორედ ეს თემა შეარჩია დასახატად. ბიბლიის ამ გრძელი ისტორიიდან, ერთი, მაგრამ კულმინაციური მომენტია აღებული. იუდეეთი როდესაც სპარსეთის ხელქვეითი იყო, მან მოიწვია სარდალი სტუმრად, რათა თავისი განზრახვა დაბოლოებინა.        ეს თემა ბევრჯერ იყო დასავლეთ ევროპელ მხატვართა მიერ გამოყენებული, მაგრამ რემბრანტმა სხვა გეგმა აირჩია. მან ქეიფი კი არ აჩვენა აქ, არამედ სამი ადამიანის დაძაბული მდგომარეობა, ყოველგვარი ეფექტების გარეშე . სუფრას სამნი უსხედან. ისინი ასე არიან განაწილებულნი, რომ მაშინვე მიხვდებით  ორნი ერთად არიან ერთი კი ცალკე.  რემბრანტმა აიღო ის მომენტი, როდესაც ერთერთმა თქვა სათქმელი, მეფეს მოახსენა, რომ ამას განზრახული აქვს იუდეველთა ამოჟლეტვა მეფე მოულოდნელობისაგან  თითქოს გაქვავდა. მან მხოლოდ ახლა გაიგო, თუ  როგორ მოტყუვდა ასეთი ცბიერი კაცი მეგობრად, რომ იგულვა. კიდევ ერთი წამი და მისი მრისხანება თავს დაატყდება მოღალატეს. ამანი კი უკვე მოტყდა და თავს მაღლა ვერ წევს. ნახატზე მოძრაობათა  წრეა :ესთერიმ მოყოლა კი დაამთავრა,მაგრამ მარცხენა ხელი ჯერ კიდევ მიანიშნებს იმ მხარეს,რომელიც მოყოლის ობიექტი იყო.ასევე იმავე მხარესაა მიმართული მეფის მარჯვენა ხელი კვერთხით და თავიც ოდნავ იქითკენაა.     დაძაბულობა ნახატში რემბრანდტს ფერებითაც აქვს გადმოცემული:ესთერი საოცრად ფერადოვანი გამითაა დახატული. აქ ერთმანეთს ერწყმის ოქროსფერი, წითელი და მომწვანო. სურათზე სამი ფიგურიდან ფერებით იგი დომინირებს.განათების სიძლიერით მას მოსდევს მეფე, ხოლო ამან თითქმის ბნელშია.როგორც ვხედავ,მხატვარი შინაარს ფერებითაც გადმოგვცემს.        

 

 

       60-იან წლებში მხატვრის მიერ მრავალი პორტრეტია შესრულებული,როგორც შინაურების,ისე დაკვეთით.თითოეული მათგანი ნიმუშია მაღალ მხატვრული შემოქმედებისა.ცოტა არ არის აგრეთვე  ბიბლიიდან, სახარების სიოუჟეტები და სხვა. რემბრანდტის შემოქმედების მწვერვალს წარმოადგენს „უძღები შვილის დაბრუნება“.სამწუხარო, ეს სურათი მხატვრის გედის სიმღერად იქცა;იგი მისი უკანასკნელი ნაწარმოებია!ღრმა ადამიანური შინაარსია ჩადებული ამ ნახატში.გადმოცემულია ადამიანის მოუსვენრობა, ლტოლვა მძაფრი განცდებისაკენ და სხვა. გვიყვება იმაზე,თუ როგორ წავიდა სახლიდან ფუქსავიტი შვილი,ქონება რაც გააჩნდა ქარს გაატანა.დიდხანს იხეტიალა, იწვალა იტანჯა და ბოლოს მაინც დაუბრუნდა მამის კერას.დიდი ხნის განმავლობაში ორივე ცალ-ცალკე   იტანჯებოდნენ,ახლა კი ენით აუწერელი სიხარულია.ისედაც მოხუცებული მამა წელში გატეხა დარდმა,თვალსაც დააკლდა დაუძლური ხელებით იხუტებდა შვილს.შვილიც ასევე ნატანჯი სირცხვილეული,მამას ფეხებში ჩაუვარდა და მაშინვე იგრძნო შვილის სითბო,სიყვარული განუზომელი. არცერთს  ჯერ ხმა არ ამოუღია, მაგრამ უსიტყვოდ ყველაფერი გასაგემია.ასევე სრული თანაგრძნობაა იმათგან ვინც იმ შემთხვევას ესწრება.მოულოდნელობისაგან განცვიფრება კარში მდგომისა, თანაგრძნობა მჯდომარისა და თანადგომა,სათნოება ფეხზე მდგარისა.      რემბრანტის ფერებიც შინაარსის გადმოცემას ემსახურება. სხვებზე უკეთ განათებულია მამა და შვილი. შემდეგ თანამდგომი მოხუცი და მერე თან მიყოლებით.  რამდენი სითბო და მშობლიური სათნოებაა ჩაქსოვილი მოხუცი მამის სახეში. შვილის ჩამოკონკილი ტანი სამოსი, დაგლეჯილი ფეხსაცმელები, იარებიანი შიშველი ფეხი, უსიტყვოდ გვიყვება მის მიერ განვლილ გზაზე. ყველაპერ ამას აგვირგვინებს უთმო თავი, რომელიც თითქოს უპატრონობისა და მოუვლელობის შედეგია. მამა_შვილის ტანი სამოსის ფერები შეხამებულია, სითბოს გადმოსცემენ. წს სითბო კი მოდის მამისაგან, რომელიც ხაზგასმულია წითელი ფერის მოსასხამით. მამა_შვილის სიხსრულს “ფერებით თანაუგრდზნობს“ გვერდზე მდგარი მოხუცი თავისი მოწითალო მოსასხამით.  რემბრანდტის ეს შედევრი, შიგ ჩაქსოვილი იდეით ყოველთვის სანიმუშო იქნება, მით იამაყებს ყოველი თაობა. ამ სურათის დამთავრების შემდეგ გავიდა ცოტა ხანი და რემბრანდტი გარდაიცვალა (1669წლის ოთხ ოქტომბერს). მის სიკვდილზე არავითარი გამოძახილი არ ყოფილა. მართალია, მხატვრის უკანასკნელი გზა უხმაურო იყო, მაგრამ თვით მისმა ხელოვნევნებამ ისეთი ღრმა კვალი გაავლო, რომ იგი არასოდეს არ ამოიშლება მსოფლიო კულტურის ისტორიიდან. რემბრანდტის ხელოვნება დიდი იდეებისა და ღრმა გრძნობების ხელოვნებაა. ის თავისი შემოქმედებისათვის საფუძველს ხალხში ჰპოვებს. იმით ივსება. ამან კი განსაზღვრა  ის ღრმა რეალიზმი, რომელიც მას ახასიათებდა. გენიალური რეალისტის გამჭრიახობით მან ასახა თავისი ეპოქა, ისე როგორც  ეს არც ერთ მის  თანამედროვეს არ გაუკეთებია.