Tuesday, April 13, 2010


კლეოპატრა

ამ ქალის ცხოვრება თავდაპირველად მხატვრებისა და პოეტების, შემდეგ კი დრამატურგებისა და კინემატგრაფების შთაგონების წყაროდ იქცა. ცეზართან და მარკუს ანტონიუსთან მისი დამოკიდებულება კლასიკურ სასიყვარულო სამკუთხედად აღიარეს. ზოგიერთ მწერალს მიაჩნია, რომ იგი ცეზარს აღმერთებდა, სხვა არანაკლებ ავტორიტეტული პირების განცხადებით კი, მისი ერთადერთი ჭეშმარიტი სიყვარული მარკუს ანტონიუსი იყო

    კლეოპატრა ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 69 წელს დაიბადა. მისი მშობლები ფარაონი ფტოლემეოს XII ავლეტი და მისივე და კლეოპატრა V იყვნენიმ დროისთვის და-ძმის ქორწინება ჩვეულებრივი მოვლენა იყო). პატარა კლეოპატრას გარდა, ოჯახში ორი უფროსი და ორი უმცროსი ძმა იზრდებოდა.  ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 58 წელს, ალექსანდრიის მოსახლეობა ავლეტის ტირანიის წინააღმდეგ აღდგა და იგი ჩამოაგდო. ტახტი დებს შორის უფროსმა ბერენიკამ დაიკავა. მალე 55 წელს ფტოლემეოს XII- რომაელი გენერლის პომპეუსის მხარდაჭერით ტახტი დაიბრუნა და ქალიშვილსა და სიძეს თავები მოჰკვეთა. ამის შემდეგ ტახტის მემკვიდრე კლეოპატრა VII გახდა

      ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 51 წელს ფარაონი ფტოლემეოს XII გარდაიცვალა და ტახტი კლეოპატრა VII- და მისმა 12 წლის ძმამ ფტოლემეოს XIII- დაიკავა. 17 წლის კლეოპატრა დაუყოვნებლივ ძმას გაჰყვა ცოლად.  საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად , ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი-ფარაონი ლამაზი სულაც არ ყოფილაუძველეს მონეტებზე იგი გრძელი ცხვირით და მამაკაცური ნაკვთებით არის გამოსახული, მაგრამ ღმერთებმა იგი ნაზი, მომაჯადოებელი ხმითა და ქარიზმით დააჯილდოვეს. ამასთანავე კლეოპატრას შესანიშნავი განათლება ჰქონდა მიღებული, იგი ფტოლემეოსების დინასტიიდან პირველი ქალი იყო რომელიც ეგვიპტურ ენაზე საუბრობდა და ამასთან 8 ენა იცოდა კიდევფტოლემეოს XIII ფორმალური მართველი იყო, სინამდვილეში კი ქვეყანას მისი მეუღლე მართავდა. ამიტომაც კლეოპატრას ჩამოგდება პირველად სწორედ მისმა მეუღლემ სცადა. 15 წლის ფტოლემეოს XIII დამოუკიდებელი არასდროს ყოფილა, მის უკან პატივმოყვარე აღმზრდელი პოფინუსი იდგაჩვენს წელთ აღრიცხვამდე 48 წელს ალექსანდრიაში ამბოხება დაიწყო, კლეოპატრა უმცროს და არსინიასთან ერთად სირიაში გაიქცა.

      გაქცევის მიუხედავად, კლეოპატრა ადვილად დანებებას არ აპირებდა. სულ მალე მისი ჯარი ეგვიპტის საზღვრებს მიადგა. და-ძმა, ცოლი და ქმარი, ურთიერთობის გარკვევას ბრძოლის ველზე აპირებდა. სწორედ იმ პერიოდში რომის იმპერიაში იულიუს ცეზარსა და პომპეუს შორის მართველობის ხელში ჩასაგდებად ბრძოლა მიმდინარეობდა. დამარცხებული პომპეუსი პოლიტიკური თავშესაფრის საძებნელად ალექსანდრიაში გაიქცა. ფარაონის მრჩევლებმა ჩათვალეს, რომ ცეზართან უსიამოვნება არაფერში აწყობდათ, ამიტომ პომპეუსი მოკლეს და მისი თავი ფტოლემეოს XII- ამ მოვლენებიდან სამი დღის შემდეგ, ალექსანდრიაში ჩასულ იულიუს ცეზარს საზეიმოდ მიართვა, მაგრამ ფარაონმა სწორად ვერ გათვალა- დაპირისპირებამდე ცეზარი და პომპეუსი მეგობრები იყვნენ, ამიტომ საჩუქარმა იმპერატორს თავზარი დასცა. ახსნა-განმარტების მისაცემად, ცეზარმა კლეოპატრასა და მის ძმას სასახლეში გამოცხადება უბრძანა. კლეოპატრამ შესანიშნავად იცოდა, რომ ალექსანდრიაში გამოჩენისთანავე ძმის მსახურები მოკლავდნენ, ამიტომ ჭკვიანურ გამოსავალს მიაგნონოხში გახვეული დედოფალი, საჩუქრის სახით იმპერატორის სასახლეში საიდუმლოდ შეიტანეს. ცეზარი კლეოპატრათი იმდენად მოიხიბლა, რომ ისინი იმ ღამესვე საყვარლები გახდნენ. ამის შემდეგ გასაკვირი არ არის, რომ ეგვიპტის ტახტი კლეოპატრას ხელში გადავიდა.

     მცირე ხნის შემდეგ დედოფალმა პირველი ვაჟი გააჩინა და მას ფტოლემეოს XIV ცეზარიონი დაარქვა. ცეზარმა შვილი აღიარა. ორი წლის განმავლობაში დედა შვილი რომთან ახლოს მდებარე ვილაში ცხოვრობდა. ცეზარი კლეოპატრას აღმერთებდა და მის ცოლად მოსაყვანად კანონის შცვლასაც კი ცდილობდა, რადგან იმ პერიოდში ცეზარს კანონიერი ცოლი ჰყავდა, მაგრამ არ დასცილდა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 44 წლის 15 მარტს, სენატის ცნობილი თავყრილობა გაიმართა, რომლის დროსაც შეთქმულებმა ცეზარი მოკლეს. კლეოპატრას რომში აღარ დაედგომებოდა, იგი ეგვიპტეში გაიქცა.

ცეზარის სიკვდილის შემდეგ, ტახტი მისმა ძმისშვილმა ოქტავიანმა, მარკუს ლეპიდუსმა და მარკუს ანტონიუსმა გაიყვეს.ჩვენს  წელთაღრიცხვამდე 42 წელს ანტონიუსმა კლეოპატრა თავისთან იხმო. საოცარია, მაგრამ კლეოპატრამ მარკუს ანტონიუსიც მალევე მოხიბლა. შეყვარებულმა ანტონიუსმა ყველაფერი მიატოვა და ქალს ალექსანდრიაში გაეკიდა. ანტონიუსსა და კლეოპატრას ტყუპი შეეძინა. მალე ანტონიუსი რომში დაბრუნდა და ოქტავიანის ნახევარდაზე იქორწინა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 37 წელს მარკუს ანტონიუსი კვლავ კლეოპატრას მკლავებში აღმოჩნდა. ერთი წლის შემდეგ კლეოპატრა მისი ცოლი გახდა და კიდევ ერთი მემკვიდრე გაუჩინა. კანონიერი დედოფლის დამცირება არ მოეწონათ. ბოლი წვეთი კი კლეოპატრას შვილების სხვადასხვა ქვეყნის მეფეებად და დედოფლებად გამწესება გახდა. აღშფოთებულმა ოქტავიანემ ეგვიპტეს ომი გამოიცხადა. ერთ-ერთი ბრძოლის დროს კლეოპატრამ იფიქრა, რომ მარკუს ანტონიუსი დაიღუპა, მან ქმარი გაწირა და ბრძოლის ველი მიატოვა. სამი დღის განმავლობაში ანტონიუსი კლეოპატრას ნახვაზე უარს აცხადებდა. კლეოპატრამ ანტონიუსთან შრიგების იმედი დაკარგა და მსახურებს უბრძანა მარკუსისთვის მისი დაღუპვის ამბავი ეცნობებინათ. საყვარელი ქალის დაკარგვით ჭკუიდან შეშლილმა ანტონიუსმა თავი მოიკლა. ამის შემდეგ დატყვევებულმა კლეოპატრამ არა ერთხელ სცადა თავის მოკვლა, მაგრამ ოქტავიანის მიერ მიჩენილი მსახუების ზედამხედველების ქვეშ, დედოფალმა ჩანაფიქრის განხორციელება ვერ შეძლო. მას მომავალთან დაკავშირებით არანაირი ილუზია არ ჰქონდა, ოქტავიანს მხოლოდ იმას სთხოვდა, რომ ეგვიპტის ტახტი მის შვილებს დარჩენოდა.

       თავის მოკვლა კლეოპატრამ ერთგული მსახურების დახმარებით მაინც შეძლო. მათ დედოფლის საკანში ლეღვით სავსე კალათი შეიტანეს. დაცვამ საეჭვო ვერაფერი ნახა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი კლეოპატრა მკვდარი აღმოაჩინეს. ლეღვებს შორის დამალულმა პატარა გველის ნაკბენმა მომენტალურად იმოქმედა. უკანასკნელ ფარაონის გარდაცვალების შემდეგ, ეგვიპტე რომის ერთ-ერთი პროვინცია გახდა. კლეოპატრას უფროსი შვილი ოქტავიანის ბრძანებით გაგუდეს, დანარჩენი შვილების შესახებ კი ბევრი არაფერია ცნობილი. მთელი ცხოვრების განმავლობაში კლეოპატრა ეგვიპტის ტახტის შენარჩუნებას ცდილობდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდა. რადგან ისტორიის ამ მომენტში რომის იმპერია გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა და ეგვიპტემ წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია

P.S.  მსოფლიო ისტორიაში კიდევ ბევრი დედოფალი არსებობდა ამ სახელით, მაგრამ ადამიანის გონებაში კლეოპატრა ერთადერთ ქალთან ასოცირდება. ფარაონთაგან უკანასკნელი. პირველი ქალი-პოლიტიკოსი. დიპლომატი. პოლიგლოტი. მათემატიკოსი. მზეთუნახავი და ურჩხული ერთ სახეში. კლეოპატრამ რომელმაც ინტრიგებით შეძლო  ურთულეს ისტორიულ ეპოქაში შეენარჩუნებინა ტახტი, სადამდეც კი ეს შესაძლებელი იყო. მან იბრძოლა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე და როდესაც ბრძოლას აზრი აღარ ჰქონდა თავი მოიკლა რადგან მონობას სიკვდილი არჩია... ეს მისი ღირსების ერთ-ერთი შტრიხია. ქალი რომელიც არის სიმბოლო ძლიერების და გონიერების, რომელმაც თავისი გამჭრიახობით თვით რომის იმპერიის ორი ძლევამოსილი იმპერატორი თავის ”ყურმოჭრილ ყრმებად” გაიხადა. 

3 comments:

  1. უმაგრესტი პოსტია. ძალიან საინტერესო ინფორმაციაა.

    ReplyDelete
  2. sando wyaroa? da ra wyarodanaa iqneb dawerot? :)

    ReplyDelete