Gothica
გოთიკა-გოთური სუბკულტურა არის ერთ–ერთი თანამედროვე სუბკულტურა, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს. იგი აღმოცენდა გაერთიანებულ სამეფოში ადრეულ 1980–იან წლებში გოთიკური როკის სცენაზე, როგორც პოსტ პანკის ჟანრის განშტოება. გოთური სუბკულტურა ასოცირებულია განსაკუთრებულ მუსიკალურ გემოვნებასთან, ესთეტიკასთან, მოდასთან. გოთები იცვამენ პანკურ, ანდროგენულ, შუა საუკუნეების, რენესანსისა და ვიქტორიანული ეპოქისათვის დამახასიათებელი სტილის ტანისამოსს. ეს ყველაფერი კი კომბინაციაში მოჰყავთ ძირითადად შავ მორთულობასთან, სპეციფიკურ მაკიაჟთან და თმების ვარცხნილობასთან.
იდეოლოგია
ყველაზე რთული და საინტერესო გოთურ სუბკულტურაში არის მათი იდეოლოგია. მისი ზუსტი განსაზღვრება მეტად რთულია სხვადასხვა მიზეზის გამო. ტრადიციულად, საზოგადოება, ადამიანები სწამებენ გოთებს, რომ ისინი არიან მუდამ დეპრესიაში, უჩვეულოდ შეუწყნარებლები, მოძალადეები, თვითმკვლელობისაკენ მიდრეკილები, ვამპირები ან ისეთები, ვისაც სჯერა, რომ ვამპირია, სადომაზოხისტები, სატანისტები, მუსიკოსები, მხატვრები თუ სხვა სახის არტისტები, ატარებენ შავს (ზოგი, პირიქით, თეთრს), იღებავენ თმას, იკეთებენ თეთრ მაკიაჟს მთელ სახეზე.
გოთებს ძირითადად შავი ფერის ტანისამოსი აცვიათ, მაღალძირიანი ჩექმები – დრაგუნები, პლაშები, იყენებენ მეტალის ელემენტებს, ტყავის ორნამენტებს. მათ არ სწამთ ღმერთი, მათ არავინ არ სწამთ.. მათ გარდა არავინაა სამყაროში... ვერავის ამჩნევენ, დაეხეტებიან საფლავებზე და ასე გაყჰავთ დრო. ნამდვილი გოთი ასეთია. ემოები კი პანკებისაგან ჩამოყალიბდნენ, ისინი ყველასაგან გამორჩეულები არიან, მათ ჩოლკა ნახევარ სახეს უფარავთ: დაფარული სახით გლოვობენ და ტირიან, ხოლო თავისუფალით კი იცინიან. ემოებს სამყაროსათვის მოაქვთ სიმართლე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ანგელოზები არიან. ხშირად ქუჩაში ყვირილით, ტირილით იქცევენ ყურადღებას, უნდათ სხვას დაანახონ, რომ უბედურები არიან, მათაც, როგორც სხვებს, თავიანთი სამყარო და წესები აქვთ.
ამ შემთხვევაზე შეიძლება ითქვას, რომ 13–დან 19–მდე ასაკის ბავშვები, მოზარდები, გარკვეულწილად უფრო ემოციურად აღიქვამენ წარუმატებლობებს და ხშირად ექცევიან სხვადასხვა სუბკულტურის ზეგავლენის ქვეშ გაუცნიბიერებლად, მისი შინაარსის გააზრების გარეშე. ამ ბავშვებისათვის ეს არის საშუალება იგრძნონ თავი განსხვავებულად, რასაც ხშირად ისინი ზედმეტ აჟიტირებულობამდეც მიჰყავს.
შეიძლება ბევრი ფიქრობს, რომ გოთებს მართლაც ახასიათებთ ზედმეტი მანერულობა, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ საშუალებაა ამ უკანასკნელებმა ამ სუბკულტურის წარმომადგენლის ნიღბის მეშვეობით ყურადღება დაიმსახურონ ზოგჯერ ზიზღისმომგვრელი მეთოდებითაც კი. მაინც რატომ არის გოთებისთვის სიბნელის, მისტიციზმის ხიბლი, იდუმალი ხასიათი ჩადებულია მათსავე ტრადიციაში?
გოთური სუბკულტური იდეოლოგიის აღწერა არის მეტად რთული, პირველ რიგში იმიტომ, რომ გოთებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ხასიათს და ესთეტიკას. ისინი შეპყრობილნი არიან რომანტიზმით და ნეორომანტიზმით. სიბნელე, იდუმალება, ავადმყოფური იმიჯი და ხასიათი თითქმის ყველა გოთიკური რომანის ყურადღების ცენტრშია. როგორც წესი, ადრეულ გოთურ რომანებში ცენტრალურ პერსონაჟად წარმოდგენილი იყო გოგონა, რომელიც არის ლამაზი, სასიამოვნო ადამიანი, კეთილი, მორცხვი და თითქოს სწორედ ამ იდეალიზმის გამო ბოლოს ჯილდოვდება ბედნიერი ცოლქმრული ცხოვრებით, საზოგადოებრივი მდგომარეობით და სიმდიდრით, თუმცა, ამ ყველაფრის მიღმა, იგი არის ზედმეტად გულჩვილი და ზოგჯერ მარტოსულიც. მას უყვარს ტყეებში სეირნობა, მთვარის შუქზე ოცნება და დაძაბულ მომენტებში ხშირად მისდის გული. თუმცა გოთური რომანის სიუჟეტი ისეთია, რომ მოითხოვს ბოროტი ძალის (უარყოფითი პერსონაჟის) არსებობას. ეს ბოროტი პერსონაჟი იმდენად თვითმყოფადი და საინტერესოა, რომ ადვილად ახერხებს რომანის მთავარი გმირის „გაძევებას“. იგი იძენს უსაზღვრო ძალაუფლებას და მკითხველის მხრიდან ყურადღების დამსახურების გამო ხდება წამყვანი ფიგურა. გოთური რომანის ელემენტები ვლინდება ორივე პერსონაჟის შინაგან ბუნებაში, თუმცა დადებითი გმირი იმდენად სტანდარტული და ვიწრო საზღვრების მქონეა, რომ მას არ შეუძლია ამ სტანდარტების ისე შეცვლა, რომ გამოავლინოს ინდივიდუალურობა. ხოლო ბოროტ გმირს კი აქვს უსაზღვრო შესაძლებლობები, მას შეუძლია იყოს არასტანდარტული და არსებობდეს ყოველგვარი საზღვრების გარეშე, რაც პირდაპირ ეხმიანება გოთების ერთ–ერთ პრინციპს შინაგანი თავისუფლებისაკენ სწრაფვის შესახებ. მიუხედავად იმ გავრცელებული სტერეოტიპებისა, რაც ხალხში არსებობს, საზოგადოება არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ აღიქვამს გოთი სამყაროს, ეს მოვლენა არ არის ცხადი საზოგადოებისათვის. გარდა უარყოფითისა, გოთებზე დადებითი შეხედულებებიც არსებობს, რომ მათ გააჩნიათ შემოქმედებისაკენ სწრაფვა, ხატვა, პროზა, არიან შემოქმედი სულები, შედარებით სერიოზული ადამიანები, არ უხარიათ ყოველდღე, მაგრამ ტუ განიცდიან ამ გრძნობას, უხარიათ ბოლომდე. ბევრი მათგანი თავად ქმნის ხელოვნების ნიმუშებს. ამ ტიპის მოსაზრებებზე სხვებს უჩნდებათ კითხვა, რომ მატაც უყვართ ხელოვნება და გოთები არიან?
გოთების სუბკულტურის განვითარებას მოჰყვა მათი ახალი სახეობის წარმოშობაც – Perky Goth - მათთვის გოთობა მხოლოდ იმიჯი, ცაცმულობაა და სხვა არაფერი.
საზოგადოებაში გავრცელებულია სამი ფაქტორი, რითაც განისაზღვრება ადამიანების მიკუთვნება გოთური სამყაროსათვის: მუსიკა, ჩაცმულობა და მსოფლმხედველობა. თუმცა გოთური სუბკულტურა არც მუსიკით, არც ტანისამოსით არ განისაზღვრება, მისი ფენომენი, პირველ რიგში, გულისხმობს სამყაროს დახვეწილად, ხოლო სილამაზისა და სიმახინჯის გაძლიერებულად აღქმას, დისჰარმონიის მტკივნეულა განცდას. მართალია, გოთებს ახასიათებთ განსაკუთრებული შეხედულებები სიკვდილსა და სიცოცხლეზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ უყვართ სიკვდილი. გოთების აზროვნება და წარმოსახვა ძალიან ჰგავს იმავე სახელწოდების ძველი ჩრდილოელი გერმანული ტომების წარმოდგენებს სამყაროზე. ისინი იყვნენ ბუნების შვილები და არა მისი მბრძანებლები. ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს გოთური ტომები აწყდებოდნენ პრობლემებს და იბრძოდნენ მათი გადაწყვეტისათვის. ალბათ, სწორედ ესაა მიზეზი, რომ გოთური მითოლოგია ძირითადად წარმოდგენილია მუქი სიუჟეტებითა და ძირითადად აქვს ტრაგიკული დასასრული.
ყველა ჩამოთვლილი ფაქტრი გოთური სუბკულტურის კავშირის შესახებ სამყაროს მუქ ფერებში დანახვასთან, გარკვეული ტიპის ჩაცმულობასთან, მუსიკალურ გემოვნებასთან, პენტოგრამასთან, სისხლის სმასა თუ ვამპირიზმთან, სასაფლაოებზე ხეტიალთან. ანუ ყოველ ჩვენგანში შეიძლება ცოცხლობდეს „მეორე მე“, რომელიც განსაზღვრულ შემთხვევებში იქნება დეპრესიულიც, მელანქოლიურიც, მთვარის შუქზე მეოცნებეც, დაინახავს სამყაროს ბნელ ფერებში, ჩაიცვამს შავს. მაშასადამე, თითოეულ ჩვენგანში ცხოვრობს გოთი, რომელიც ხანდახან შეგვახსენებს თავს. იმ ტიპის დაყოფა, რომ ვიღაც გოთია, ვითაც – ემო და ა.შ. ალბათ მაინც პირობითია.
P.S. ვფიქრობ გოთებზე ახალს ვერაფერს ვიტყვი რაც არ დაწერილა და ართქმულა... არშემეძლო არშევხებოდი ამ სუბკულტურის სიდიადეს. მე გოთიკას თავისი მსოფლმხედველობით დავყოფ შემდეგ პოსტულატებად:
1. ეს არის განსაკუთრებული რომანტიკულ დეპრესიული აზრი ცხოვრებაზე: ჩაკეტილობა, დეპრესია, მელანქოლია.
2. რეალობის აღქმა: მიზანტროპია, სილამაზის თავისებური აღქმა, ლტოლვა ოკულტიზმისა და სხვა ირეალურისადმი.
3. საზოგადოებასთან ურთიერთობა: სტერეოტიპებისადმი შეუგუებლობა, ანტაგონიზმი საზოგადოებისადმი და მისგან სრული იზოლაცია.
ალბათ ადამიანი ვისთვისაც უცხოა სულიერი სამყარო და მის განვითარებაზე ზრუნვა, ვერ გახდება გოთი და უცხო იქნება მისთვის თუ რას ნიშნავს გოთიკა... ის უნდა იპოვო შენში, უნდა იყოს შენი აზროვნების და სულის ნაწილი. ცხოვრებას დიდი გავლენა აქვს რათქმაუნდა რომელიც გაიძულებს გაექცე იმ აზროვნების ჭაობს, რომელიც დღეს უმრავლესობას ფსკერისკენ მიაქანებს და იმ საზოგადოების ნაწილს, რომელიც უმრავლესობას წარმოადგენს, სადაც საინტერესო უბრალოდ არაფერია.
ვფიქრობ ყველა ადამიანს თავისი მისთვის მისაღები მიზეზიაქვს რატომ გახდა გოთი ან რატომ სთვლის რომ გოთია. მე მინდოდა ”გაქცევა” ყველასგან და ყველაფრისგან. მინდოდა სრული მარტოობის მისტერიაში ჩავძირულიყავდი. მინდოდა ჩემს ირგვლივ დროება შემეჩერებინა. გამიჩნდა პროტესტი მოკვდავი ადამიანის მიმართ და ღმერთის მიმართ, რომელმაც ეს სამყარო ესეთად შექმნა.
bolo winadadebamde magari iyo.. ghmerts madloba utxari, rom saertod gagachina.:)
ReplyDeletemomewona, kargia magram ert epizodshi ori uaryofitoba gverdigverd daayene;. konkretulad ki,- "realobis agqma: mizantropia da silamazis taviseburi agqmis unari..." tu mizantropi xar, sxva silamazes ver sheigrdznob sakutaris garda, rac mand naxsenebi ar iyo. da kidev, wina komentaris avtors gamovexmaurebi. gmerts imitom unda vutxra madloba, rom tyuilebit gajgentil da uproporcio samyaros wevri gamxada? jer ert an gamxada da an ara da meore, mgoni aqvs adamians ufleba ar wamdes im mitebis rasac "tqven" winaswarmetyvelebas edzaxit da ar gaqvt ufleba mouwodot vinmes ro madlobeli iyavi didi qaosis wevri ro xaro. sruli absurdia!.
ReplyDeleterato chxubobt?
ReplyDeleteda me davcini daundoblad am samyaros.. am areul da sheshlil samyaros.. magram didixania rac chems baget ghimili daaviwydat.. gana ra sheedreba sheni tvalebis, cremlit savse shavi tvalebis elvarebas, romelshic me chemi sulis anarekli bevrjer minaxavs..
ReplyDeleteshemshinebia da gaqceva momindomebia chemi samyarodan, magram is xom mshvenieria, rogorc saflavze dadebuli witeli vardi.. ucxoa mara mteli arsebit vgrdznob rom chemia.. magram mainc minda rom gaviqce, shansi medzleva tavisuflebis, ukan vixedebi da vxedav ukve ra miuwvdomelia, ra idumalia da ra mshvenieria, maviwydeba wasvla da ukan vbrundebi tumca vici rom vegar gaviqcevi..
vaimee rogor mevasebian gotebi ai ertaderti paqtori rac xels mishlis rom goti gavxde isaa rom gmertis ar unda gwamdes gothebi <3 <3 <3 <3
ReplyDeletechven vibadebit adamianebad da shemdeg vxddebit gotebi, martlmadideblebi, ubralod varsebobt da a.sh... dafiqrdit, qaosi gmertma sheqmna tu chven??? me aravis arafers vurchev, arc vtxov da mitumetes arc movitxov... mtels samyaros tvali gvaqvs axveuli da ra metqmis.
ReplyDelete