Sunday, April 18, 2010


ეკუმენიზმი

სიტყვა "ეკუმენიზმი" მომდინარეობს ბერძნული ძირისაგან "ოიკუმენე" და ნიშნავს "დასახლებულ მსოფლიოს". შესაბამისად: მსოფლიო საეკლესიო კრებები იწოდება "ეკუმენურ კრებებად", მსოფლიო პატრიარქი _ ეკუმენურ პატრიარქად, მსოფლიოს გასაგონად წარმოთქმული სიტყვა _ ეკუმენურ სიტყვად, მსოფლიო მასშტაბის მოძრაობა _ ეკუმენურ მოძრაობად და .. ეკუმენური მოძრაობა შინაარსით, მიზნით და ორგანიზაციით შეიძლება იყოს როგორც საერო (პოლიტიკური, კულტურული და სხ.), ისე საეკლესიო, რომლის პროგრამას სხვადასხვა აღმსარებლობის ეკლესიათა გაერთიანება წარმოადგენს (ან ყოველმხრივი, ან ნაწილობრივი, _ საერთო საფუძვლების კვალობაზე).
     
ქრისტიანულ ეკლესიათა ერთიანობისათვის ზრუნვა ეკლესიის დაფუძნების თანავე დაიწყო, რადგან იმთავითვე გამოიკვეთა საფრთხე, რომელიც საერთო სარწმუნოებასა და მოძღვრებას ემუქრებოდა. და მართლაც: იესო ქრისტეს მიერ დაფუძნებული ეკლესია პირველ საუკუნეშივე ერთმანეთისაგან რამდენადმე განსხვავებული სარწმუნოებისა და ტრადიციის ეკლესიებად დაიყო. ეს დაყოფა ბევრ შემთხვევაში სამოქალაქო და საერთაშორისო ომებამდეც კი მივდა. ამიტომ სულიერი წინამძღვრები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ იესო ქრისტეს ვედრებით მამისადმი: "...რათა ყველანი ერთ იყვნენ" (იოანე 17,20), ერთიანობის აღდგენის საშუალებათა ძიებას შეუდგნენ. შუა საუკუნეების საეკლესიო და სამოქალაქო ისტორია ბევრ ეკუმენურ ღონისძიებას იცნობს: საეკლესიო კრებები (მაგალითად, შვიდი მსოფლიო ანუ ეკუმენური საეკლესიო კრება 325-787 წწ.), ერთიანობის აქტები: იმპერატორ ზენონის ჰენოტიკონი (482 .), ალექსანდრიის პატრიარქ კიროსის უნია (633 .), იმპერატორ ჰერაკლეს ეკთეზისი (638), ფერარა-ფლორენციის კრების უნია (1439) და სხვა, რომელთა მიზანს რწმენაში ერთიანობის მიღწევა და სამოქალაქო მშვიდობის დამყარება წარმოადგენდა, მაგრამ გადიოდა ხანი და პრობლემა პრობლემად რჩებოდა.
      დაიწყო ფიქრი ისეთი ეკლესიურ-ეკუმენური მოძრაობის დაფუძნებაზე, რომელიც მეტად იქნებოდა ორიენტირებული კონფესიათა ურთიერთგაგებასა და ურთიერთთანამშრომლობაზე. ასე შეიქმნა თანამედროვე ეკუმენური მოძრაობა, რომელიც არის ინტერკონფესიურ და საერთაშორისო ღონისძიებათა ერთობლიობა. იგი აერთიანებს სხვადასხვა პოზიციისა და ტრადიციის ქრისტიანულ ეკლესიებს მხოლოდ და მხოლოდ საერთო საფუძვლისა და ინტერესების სფეროში. ეს ინტერესებია: საღვთო წერილის გამოცემა, ზოგადთეოლოგიური თათბირ-სემინარებისა და სიმპოზიუმების მოწყობა; მშვიდობა, ქველმოქმედება, ეკოლოგია და ..
      აღნიშნული მოძრაობა ჩაისახა პროტესტანტული ეკლესიების წიაღში XIX-XX სს-ის მიჯნაზე. იგი ოფიციალურად გაფორმდა 1910 წელს ედინბურგში (შოტლანდია) მისიონერთა მსოფლიო კონფერენციაზე, რომელსაც 1921 წელს "მისიონერთა საერთაშორისო საბჭო" ეწოდა. მან იდეალად გამოაცხადა ქრისტიანული ეკლესიების გაერთიანება დოგმატური და კანონიკური განსხვავებების ხელშეუხებლად, რაც ნიშნავს ქრისტიანული ეკლესიების თანაარსებობას საერთო პრინციპების საფუძველზე. ეს მოძრაობა თანდათან გაფართოვდა და გაძლიერდა; შეიძინა მომხრეები პროტესტანტული სამყაროს გარეთაც. ამის ნიშანია ეკუმენური კონფერენცია ლოზანაში (1927 .), რომლის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდა ქართველი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი წმ. გრიგოლ ფერაძე (+1942). მალე შესაძლებელი გახდა მუდმივმოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების: "ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსა" (ემს) და "ევროპის ეკლესიათა კონფერენციის" (ეეკ) დაარსება. თეოლოგიური და ეკლესიოლოგიური თვალსაზრისით ეს ორგანიზაციები იმ ეკლესიათა თანამეგობრობას წარმოადგენენ, რომელიც აღიარებენ წმინდა სამებას _ მამას, ძეს და წმინდა სულს; ცნობენ ნიკეა-კონსტანტინოპოლისეული (325-381 წწ.) მრწამსის ფორმულას (სარწმუნოების სიმბოლოს) და, მასასადამე, იზიარებენ ქრისტიანული სარწმუნოების ფუძემდებლურ პრინციპებს. მათ არა აქვთ ახალი ეკლესიის პრეტენზია. ამ ორგანიზაციებში ყველა ეკლესია წარმოდგენილია ინდივიდუალური მრწამსით და აქვთ საკუთარი სახის და ფასეულობების წარმოჩენის საშუალება.
     ეკუმენური მოძრაობის ბირთვად მაინც "ეკლესიათა მსოფლიო საბჭო" ითვლება. იგი ჩამოყალიბდა ეკლესიათა მსოფლიო ასამბლეაზე ამსტერდამში 1948 წელს. მისი რეზიდენცია არის ჟენევაში (შვეიცარია). მართალია, იგი დასავლეთ ევროპის ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიების ინიციატივით შეიქმნა, მაგრამ მასში მალე ის მართლმადიდებელი ეკლესიებიც გაწევრიანდნენ, რომლებიც კომუნისტური სივრცის გარეთ იმყოფებოდნენ (კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, იერუსალიმისა და ანტიოქიის საპატრიარქოები, საბერძნეთისა და ფინეთის ეკლესიები).
    ეკუმენური საბჭოს ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლდათ ათეისტური რეჟიმის წნეხში მოქცეული ქრისტიანების უფლებათა დაცვა სოციალისტურ სახელმწიფოებზე ზეწოლის გზით. ამიტომ მისი იდეები და ლოზუნგები ათეისტურმა ხელისუფლებამ უარყოფითად შეაფასა, უწოდა მას ანტისაბჭოური, ანტიპროლეტარული, ანტიმეცნიერული და კლერიკალური. ასეთი შეფასების გავლენით უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ მაშინ კომუნისტური რეჟიმით სულშეხუთულმა ეკლესიებმა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში შესვლა ვერ შეძლეს.
   გავიდა წლები. ამ ორგანიზაციამ კომუნისტებთან დიალოგის სტილი შეცვალა. გარდაიცვალა იოსებ სტალინი. მოვიდა ხრუშჩოვი, რომლის დროსაც საბჭოთა კავშირმა დასავლეთთან დაახლოების გზაზე გარკვეული ნაბიჯები გადადგა და, აი, 1961-1962 წლებში ემს- რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელი და სომხური ეკლესიებიც შეუერთდნენ.

       P.S. ვფიქრობ ეკუმენიზმი საინტერესო მოვლენაა მსოფლიო რეალობაში. მე მივესალმები ქრისტიანული ეკლესიათა გაერთიანებას ერთ ეკლესიაში, რაც ასევე გამოიწვევს ფუნდამენტალიზმის ლიბერალიზაციას, ფუნდამენტალური აღმსარებლობები გახდება გაცილებით უფრო ლოიალური და სამართლიანი. ხაზს ვუსვამ სამართლიანი... თუმცა არმიმაჩნია დასაშვებად შინაარსობრივად და ფორმით სრულიად სხვადასხვა აღმსარებლობების დაახლოვების და მითუმეტეს გაერთიანების იდეა. არიქნება გამართლებული მაგალითად ქრისტიანობის, ბუდიზმის, ინდუიზმის, იუდაიზმის და ისლამის ერთმანეთში აღრება და სინთეზი. თითოეული რეალიგია დაკარგავს თავის უნიკალურობას, წაიშლება თეოლოგიური საფიძვლები რაზეც დგას რწმენა და მივიღებთ ერთ დიდმანქანასრომლითაც რათქმაუნდა გაცილებით იოლი იქნება მასების მართვა. ეს რათქმაუნდა მასონების მორიგი გეგმაა, რათა მათ შეძლონ თავიაანთი მასონური-ხელისუფლების დაარსება მსოფლიოზე, რომელსაც ექნება ასევე .. ”უნივერსალურირელიგიაც.  

 

4 comments:

  1. მოგესალმებით.ტექსტის ძირითადი ნაწილი ეკუთვნის ნუგზარ პაპუაშვილს.რაომ არ გაქვთ მითითებული წყარო, საიდანც ეს ტექსტი აიღეთ?

    ReplyDelete
  2. ვფიქრობ ეკუმენიზმი საინტერესო მოვლენაა მსოფლიო რეალობაში. მე მივესალმები ქრისტიანული ეკლესიათა გაერთიანებას ერთ ეკლესიაში, რაც ასევე გამოიწვევს ფუნდამენტალიზმის ლიბერალიზაციას, ფუნდამენტალური აღმსარებლობები გახდება გაცილებით უფრო ლოიალური და სამართლიანი. ხაზს ვუსვამ სამართლიანი...
    საინტერესოა თქვენი მხრიდან ეკუმენური მოძრაობის პოზიტიურად შეფასება.

    ReplyDelete
  3. Mirian Gamrekalshvili

    ReplyDelete
  4. ratom ar utitebs am blogis avtori,gamoyenebul wyaroebs...

    ReplyDelete