პითაგორა
პითაგორეიზმის მამამთავრის პითაგორა სამოსელის ზუსტი დაბადების და გარდაცვალების თარიღი უცნობია, (მიახლოებითი თარიღები მითითებულია სათაურში) მის შესახებ უმეტესი ცნობები მოპოვებულია შემდგომში პითაგორეიზმის ერთ-ერთი დიდი წარმომადგენელი ფილოლაოსის თხზულებიდან "ბუნების შესახებ",
პითაგორა სავარაუდოდ ანაქსიმანდრეს მოწაფე უნდა ყოფილიყო, ახალგაზრდობაში მან იმოგზაურა ეგვიპტეში, აქ იგი მიღებულ იქნა ქურუმთა კასტაში-ორდენში. ამ პერიოდმა მასზე იმდენად დიდი გავლენა მოახდინა რომ გადაწყვიტა სამშობლოში საკუთარი ორდენი შეექმნა, ასევე ამ პერიოდში ჩამოუყალიბდა მას შემდეგი აზრი:"ადამიანმა თავის თავს უნდა მიაქციოს ყურადღება და ეცადოს გახდეს ზნეობრივად სრული".
პითაგორას ტირანი პოლიკარტი, რამაც იგი აიძულა სამხრეთთ იტალიის ქ.კროტონში გადასახლებულიყო. სწორედ აქ დაარსა მან სარწმუნოებრივ-ზნეობრივი საზოგადოება. სადაც მსურველები მიიღებოდნენ გამოცდებით. პითაგორას სწავლების განსაკუთრებული მეთოდები ქონდა, მას ბერძნების პირველ მასწავლებლადაც თვლიან. სწავლების გარდა იგი ეწეოდა მსმენელების აღზრდასაც. საბერძნეთში ცნობილია ე.წ."პითაგორული ცხოვრება", რომლის მთავარ ელემნტსაც ავტორიტეტის როლი წარმოადგენდა. დებულების საბოლოო "დასაბუთება" ავტორიტეტის დასახელებით, მაგ: "თვით მასწავლებელმა თქვა" და ა.შ
პითაგორას "კავშირი" მხოლოდ მამაკაცებისგან შედგებოდა რომლებიც გარკვეული წესების მკაცრი დაცვით ცხოვრობდნენ, დილას განვლი დღეს იგონებდნენ, საღამოს საკუთარ თავს უღრმავდებოდნენ, სწავლობდნენ ჰომეროსს, ჰესიოდეს, მუსიკასა და გიმნასტიკას, ჭამდნენ მხოლოდ უხორცოს ისიც საკმაოდ ვიწრო რაციონს. ამ საზოგადოების წევრებში გავრცელებული იყო მეტამფსიქოზის თეორია (სულის გადასახლების) სული უკვდავია, იგი გადასახლებას აწარმოებს სხვადასხვა სხეულებში, სხეული საპყრობილეა, სხეული საპყრობილეა, თავისუფლდება მხოლოდ მარათალი სხული და სხვ... მათი აზრით ადამიანები იყოფოდნენ სამ ჯგუფად: გრძნობით მცხოვრებნი, მოქმედნი და თეორიულად მცხოვრებნი(მჭვრეტელნი) იგივე ფილოსოფოსნი, ვარაუდობენ, რომ სწორედ პითაგორამ იხმარა პირველად სიტყვა ფილოსოფია. პითაგორას კავშირი კარჩაკეტილი საზოგადოება იყო, ამ სკოლაში განხილული რაიმე საკითხის გამცემს სჯიდნენ.
ახლა იმის შესახებ თუ რა პრობლემები იდგა პითაგორას და პითაგორელების წინაშე. ისევე როგორც თალესი და მისი მიმდევრები პითაგორელებიც ეძებდნენ საგანთა საწყისს. მათი აზრით ყველაფრის საწყისი იყო რიცხვი და რიცხვები. მიიჩნევენ, რომ ეს წინწაწეული ნაბიჯი იყო რადგან საგანთა არსი განიხილებოდა როგორც რაღაც აბსტრაქტული... პითაგორა და პითაგორელები ასევე თვლიდნენ რომ ყველა სხეული იყოფა გეომეტრიულ ფიგურებად ხოლო გეომეტრიული ფიგურები რიცხვებად, აქედანაც გამოდიოდა ის რომ რიცხვი ყველაფრის დასაწყისია. ამ იდეებიდან შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ პითაგორა მოღვაწეობდა საყწისის ძებნაში, "მეტაფიზიკა"-ში. რიცხვების შესახებ მოძღვრება "არითმეტიკა"-ში, გეომეტრიულ ფიგურებზე მოძღვრება "გეომეტრია"-ში და სხეულებზე და მათ თვისებებებზე მოძღვრება "ფიზიკა"-სა და "ქიმია"-ში. მიუხედავად იმისა, რომ ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ყველაფრის საწყისი რიცხვია ბევრისთვის ალბათ სამართლიანად აბსურდულია, თუმცა პითაგორა ამ იდეებიდან მივიდა ბევრ საკმაოდ საინტერესო და სწორ დასკვნებამდე. (სამწუხაროდ დაკონკრეტება უფრო მეტი მასალების მოძიებას და უფრო მეტის წერას ითხოვს) : )
გარდა ყველასათვის ცნობილი თეორემისა ელემენტალური მათემატიკიდან პითაგორას ამავე დარგში არაერთი საინტერესო თეორემა ეკუთვნის კიდევ უფრო საინტერესო დამტკიცები მეთოდებით(სამწუხაროდ ზუსტად არ მახსოვს, თუმცა მოძიება შეიძლება) გარდა შედეგებისა არითმეტიკასა და გეომეტრიაში პითაგორას შედეგად შეიძლება მივიჩნიოთ მისი "ოქროს სიტყვები" ქცევის წესები: პატივი ეც უკვდავ ღმერთებს, გმირებს, მშობლებს და ილოცე.
No comments:
Post a Comment