Sunday, April 11, 2010


დედა ტერეზა

დედა ტერეზა დაიბადა 1910 წლის 26 აგვისტოს, მისი სრული სახელი და გვარია აგნეს გონჯა ბოიაჯუ. დაბადების ადგილი არის მაკედონია, ქალაქი სკოპიე, სადაც იგი დაიბადა ალბანური წარმოშობის კათოლიკე ოჯახში. იგი ახალგაზრდობიდან გაწევრიანებული იყომარიამის ასულებისჯგუფში, რომელსაც ხელმძღვანელობდა იეზუიტი მღვდელი და სწორედ ამ ჯგუფში სიარულისას მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება გამხდარიყო მონაზონი.

        იგი მოძღვრის დახმარებით მიიღეს ლორეტის ღვთისმშობლის დათა ორდენში 17 წლის ასაკაში და გაიგზავნა ქალაქ კალკუტაში, ინდოეთში, სადაც იგი ასწავლიდა სკოლაში. მალევე დაუდგინდა ტუბერკულოზი და გაგზავნილ იქნა სამკურნალოდ დარჯილინგში რომელიც გაშენებულია ჰიმალაის ფერდობზე. სწორედ აქ იწყება მისი ნოვიციატი.

დადასტურება მოწოდებისა უფლისა მიერ მას შემდეგ მოვიდა, როდესაც ვატიკანმა დააკმაყოფილა მისი თხოვნა, ორდენის დატოვების შესახებ და გაეგრძელებინა თავისი მოღვაწეობა კალკუტის ეპისკოპოსის კურთხევის ქვეშ. მან დაიწყო მუშაობა ჯურღმულებში, ასწავლიდა გაჭირვებულ ბავშვებს და მკურნალობდა ავადმყოფებს მათ სახლებში. ერთი წლის შემდეგ თავის რამდენიმე ყოფილ მოწაფესთან ერთად დაიწყო ქალების, კაცების და ბავშვების დახმარება რომელნიც ცხოვრობნენ ქუჩაში და იღუპებოდნენ უკიდურესი გაჭირვების გამო.

1950 წელს გულმოწყალების ორდენი დაფუძნდა ვატიკანის ნებართვით და კურთხევით, ხოლო იმავე წლის 7 ოქტომბერს, რომში, ღვთისმშობლის სავარდის დღესასწაულზე, გამოქვეყნდა დეკრეტი ორდენის დაფუძნების შესახებ. მოგვიანებით კი 1952 წელს ინდოეთის ხელისუფლებამ ორდენს გადასცა სახლი, საიდანაც გაგრძელდა მათი ძირითადი საქმიანობა კალკუტას უპატრონოთა და უპოვართა დასახმარებლად.

ორდენი ძალიან სწრაფად გაიზარდა და შეივსო, 500-მდე ადამიანი იყო ორდენის წევრი და დედა ტერეზა აარსებდა ახალ სახლებს შიდსის დაავადებულთათვის, პროსტიტუტებისათვის და ასევე ობოლთა თავშესაფრებს.

იგი ხშირად ამბობდა, რომ ღარიბთა შორის ყველაზე ღარიბია ის, ვისაც არავინ ჰყავს რომ მიეხმაროს და ვისაც არავინ იცნობს. იგი ხშირად შენიშნავდა დიდი მწუხარებით იმ მილიონობით მარტოსულ ადამიანებზე, რომელნიც არსებობენ მთელს მსოფლიოში და რომელთა სულიერი სიღარიბე და მარტოობა გამოწვეული იყო ტანჯვით.

     იგი იყო მრისხანე აბორტის მსურველთა მიმართ და ამბობდა: “თუ თქვენ გაიგებთ რომ რომელიმე ქალს არ სურს შეინარჩუნოს ბავშვი და ასევე სურს რომ გაიკეთოს აბორტი, შეეცადეთ რომ ჩვილი მომიყვანოთ მე. მე შევიყვარებ მას, დავინახავ რა თითოეულ მათგანში ნიშანს უფლის სიყვარულისას”.

1965-1971 წლებში დედა ტერეზას გულმოწყალების ორდენი კიდევ უფრო ფართოვდება და ორდენის სახლები იხსნება მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში. პაპი პავლე VI პირადად იწვევს გულმოწყალების ორდენის მისიონერებს რომში დასამკვიდრებლად. პაპი, რომელიც დედა

ტერეზას მოთაყვანე და მფარველი იყო, ანიჭებს მას ვატიკანის მოქალაქეობას, რათა მას მისიონერული მოგზაურობანი გაუადვილოს.

1970 წელს დედა ტერეზა რამდენიმე საერთაშორისო პრემიით ჯილდოვდება; კეთილი სამარიტელის პრემიით - ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტემპლტონის პრემიით - ინგლისში, მშვიდობისათვის ღვაწლის გამო იოანე XXIII-ის პრემიით - იტალიაში.

1979 წლის 17 ოქტომბერს დედა ტერეზას მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემია, რომელიც მან მიიღო, როგორცღატაკთა სახელით”, რომელთაც მთელი თავისი სიცოცხლე შესწირა.

1989 წლის 29 ივნისს დედა ტერეზა თავად სტუმრობს თბილისს და იხსნება გულმოწყალების ორდენი და მისიონერები იწყებენ მოღვაწეობას.

დედა ტერეზა გარდაიცვალა 5 სექტემბერს, 1997 წელს და მსოფლიო პრესამ მასთანამედროვე წმინდანიუწოდა. 2003 წლის 19 ოქტომებრს რომის პაპმა იოანე პავლე II- დედა ტერეზა ნეტარად შერაცხა.

დედა ტერეზამ ერთხელ თქვა, “ჩვენი მისიაა, გადავცეთ ღმრთის სიყვარული, ოღონდ არა მკვდარი ღმრთისა, არამედ ცოცხალი ღმრთისა, სიყვარულის ღმრთისა”.

P.S. დედა ტერეზა იყო ადამიანი რომელმაც შეცვალა თანამედროვე მსოფლიო. ადამიანი რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა როგორც თანამედროვე კაცობრიობის ისტორიეში ისე ადამიანების მეხსიერებაში. მან შექმნა ეპოქა, ქრისტეს სიყვარულით და სათნოებით... რომელიც ათასობით გაჭირვებულის შემწე და მფარველი იყო. არ იშურებდა ძალისხმევას რათა ეხსნა თითოეული მიუსაფარი ადამიანის სიცოცხლე, დაეპურებინა და სიკვდილისთვის გამოეგლიჯა იგი ხელებიდან. იგი მსოფლიომ შეიყვარა და გახდა სიმბოლო სათნოების, სიყვარულის და მიტევების. მან ადამიანებს ასწავლა ქრისტეს სიყვარული და გზა უფლისკენ...!

No comments:

Post a Comment