Wednesday, April 21, 2010



დადაიზმი

დადაიზმი (ფრანგ. dadaisme; dada - ჯოხის ცხენი; გადატანითი მნიშვნელობით - ბავშვური ტიტინი) — 1916-1925 წლებში ინტელექტუალური, ლიტერატურული და ესთეტიკური ავანგარდული მიმდინარეობა. ხასიათდება ყოველგვარი იდეოლოგიური, არტისტული თუ პოლიტიკური პირობითობების უარყოფით.

დადაისტური მიმდინარეობა წარმოიშვა ციურიხში, 1916 წელს, I მსოფლიო ომში მონაწილე ქვეყნების ემიგრანტ ინტელიგენციაში. ტრისტან ცარას ირგვლივ შეკრებილი ახალგაზრდა ხელოვანების წრეში. მიმდინარეობის სახელწოდების შერჩევა შემდეგნაირად მოხდა: მსოფლიო ომის აბსურდულობის ანალოგიით აიღეს ლექსიკონში პირველივე შემხვედრი სიტყვა (dada) და დაუმატეს დაბოლოება ism, როგორც პროტესტი ყველანაირი მიმდინარეობის წინააღმდეგ.

დადაისტებისთვის ომი არ არის ამბოხის მისაღები ფორმა. პირიქით, მათ სძულთ იგი, როგორც დასავლური ცივილიზაციის კრახის მიზეზი. ისინი მხარს უჭერენ ფილოსოფიურ და ესთეტიკურ ამბოხს. 1918 წელს გამოდის ცარას მანიფესტი, რომელშიც უარყოფილია ყოველგვარი ორაზროვანი ხელოვნება და ხაზი აქვს გასმული დადაიზმის რევოლუციურ ხასიათს. ცარას აზრით საჭიროა დესტრუქციული, ნეგატიური სამუშაოების ჩატარება, დასუფთავება. დადაიზმი არავითარ თეორიას არ ეყრდნობა და მხოლოდ პროტესტია. დადაიზმის პოზიცია ყველაფრის უარყოფაა: პოლიტიკური ანგაჟირების, ისტორიული მოვლენების. სძულთ არსებული ბურჟუაზიული საზოგადოება და ეწინააღმდეგებიან ყველაფერს, რაც მას ახასიათებს: პირობითობებს, კულტურას, განსაკუთრებით კი ესთეტიკურ ნორმებს.
დადაისტური დრამატურგია აგებულია სკანდალზე და ეფუძნება პუბლიკაში აგრესიის გამოწვევას. ამის მაგალითია ბრეტონისა და სუპოს სკეტჩები და ცარას კოლაჟები.











დადაიზმის ემბლემად იქცა ისეთი "ხელოვნების ნიმუშები", როგორიცაა მარსელ დიუშანის ღამის ქოთანი და პიკაბიას პაროდიული მექანიზმები. ეს მიმდინარეობა ფართოდ უხსნის კარს ქვეცნობიერს და ამით გზას უთმობს სიურეალიზმს. დადაისტები უფრო შემთხვევითობას ეყრდნობოდნენ, ვიდრე ტრადიციულ ცოდნას, მაგალითად, ხაზვისა და ხატვის უნარს. დადას სტილი ყოველ სურათს მნახველისთვის შოკი უნდა მოეგვარა. იმის მიუხედავად, რომ თავად ძალიან მხატვრული სულაც არ იყო, მას ეჭვქვეშ უნდა დაეყენებინა ჩვენი წარმოდგენა მხატვრობის შესახებ.

P.S. დადამ უარყო ყველაფერი ტრადიციული და სტანდარტული. მან პროტესტი გამოუცხადა უკვე არსებულს და დაიწყო ახლის დზიება... რათქმაუნდა მანამდე შექმნილს ჩრდილს ვერცერთი ახალი თუ იგივე ძველი მიმდინარეობა ვერ მიაყენებს რადგან თითოეული უნიკალურია და შედევრია, მაგრამ დადა იყო ახალი სიტყვა ახალ სამყაროში... დადამ შეძლო და დაამსხვრია ყველა სტერეოტიპი რაც დოგმებში აქცევდა ხელოვნებას. დადამ შეძლო ადამიანისთვის ეკარნახა რომ მისი ხელოვნება შეიძლება იყოს მისივე ცხოვრება... ყველაფერი რასაც ის დაინახავს ხელოვნებად და ”მისი” იქნება... 


"დადა აბსურდი იყო დამყარებული შემთხვევითობაზე. მხოლოდ ამას შეუძლია გამოხატოს ქვეცნიბიერი. ცინიზმი, ნიჰილიზმი. დადა ეწინააღმდეგება ყველაფერს იმას, რაც ადამიანმა დააკანონა-ლამაზი და მახინჯი, ფასეული და ბანალური, ყველაფერი აბსურდია. სრულიად უნდა გაწყდეს კავშირი წარსულთან... კაცობრიობა არასწორი გზით განვითარდა."

 

დადა დასცინის ყველაფერს... ადამიანების მცდელობა, თუნდაც ის რაც აქამდე იყო ხელოვნების მცდელობა აბსურდულია, ამის ნიშნად მარსელ დუშამი ულვაშებს და რქებს უკეთებს მონა ლიზას. პიკაბია კი სათამაშო მაიმუნს მიალურსმნავს დაფას და სეზანის პორტრეტს დაარქმევს.”

 

"კუბიზმი იყო მხატვრობის სკოლა. ფუტურიზმი-პოლიტიკური მიმდინარეობა, ხოლო დადა- აზროვნების, ცნობიერების, გონების მდგომარეობაა."


პირველად მსოფლიო იყო მელოტი
შემდეგ მელოდია, მელოტი მრგვალია,
როგორც კვახი.
კვახი გადაგორდა და გასკდა.
დაიბადა
დადა
დადა ყოველდღე იცქირება სარკეში, მაგრამ ჯერ
კიდევ არ იცის თავისი სახე, რადგან ვერ ახერხებს დაიჭიროს ბუნებრივი პოზა.
ყველაფრის გაზომვა შეიძლება, მაგრამ არ
შეიძლება გაიზომოს დადა.
დადა სუბიექტური ცხოველია, რომელიც
ვერ ეტევა ობიექტურ საზღვრებში.
დადა გაუსწორებელია, როგორც ძაღლის კუდი.
როცა სიმბოლისტების მთვარეს გაახალგაზრდავების
მიზნით უნდა გეას საშოში დაბრუნდეს
და ხანში შესულმა ფუტურიზმა გამელოტებული
თავი უკვე შეჰყო ქუდში.
დადა იძახის:
"
გათავდა აგონია
მალე ყველას შეეძლება ლექსების გამოგონება!
დადა უფასოდ დაარიგებს ზეშთაგონებას.....
მოაყენეთ ვაგონები!".
დადა შეგნებულად იცინის და აფურთხებს
მიზანშეწონილად ზევიდან
ქვევით, პერპენდიკულარულად და სწორხაზოვნად.



1 comment: