Friday, April 9, 2010


სიონის პრიორატი

... ვინ ინახავს გრაალის საკრალურ ცოდნას? საიდუმლო არგანიზაციასიონის პრიორატი”. ”სიონი”-იგი ნიშნავს რწმენას, სხვა განმარტებითმზიანსანურწმენის პრიორატს, რწმენის უპირველესობას”.  პრიორატი ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს კოშკს Prieuré de Sion ეს ორგანიზაცია 1970-იანი წლებიდან ფიგურირებს სამეცნიერო და სალიტერატურო წყაროებში. ”ოფიციალური ისტორიისთანახმად პრიორატი გოტფრუა ბულონელმა დაარსა. ჯვაროსნების მიერ 1099 წელს იერუსალიმის აღების შემდეგ გოტფრუას ბრძანებით სიონის მთის ღვთისმშობლის სააბატო იქნა აღჭურვილი, სადაც ავგუსტინელი ბერების ორდენი განთავსდა, ისინი გოტფრუას მრჩევლების სახელით სარგებლობდნენ. ბერებმა, როგორც პრიორატისარქივებითმტკიცდება 1118 წელს ტამპლიერთა ორდენის შექმნაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რაც თავისთავად პრიორატის სამხედრო-ადმინისტრაციული ინსტიტუტი ხდება. პრიორატის მთავარი მიზანი თითქოს მეროვინგების საფრანგეთის ტახტზე დაბრუნება და ამ წმინდა დინასტიის შენარჩუნება იყო.

   გენერალური მდივანი ანუ დიდი მაგისტრი 1989 წელს, თითქოს მეროვინგთა დინასტიის წარმომადგენელი ვინმე პიერ პლანტერი იყო, რომელიც აცხადებდა, რომ სიონის პრიორატი იერუსალიმის ტაძრის განძს ინახავდა, რომელიც იმდროს უნდა დაბრუნებულიყო, როდესაც შესაბამისი ჟამი მოატანდა. პლანტერისვე თქმით, ამ საგანძურის ისტორიული, ფულადი ან პოლიტიკური ღირებულება არც იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც მისი სულიერი ფასეულობა. განძში გარკვეული საიდუმლო, გამოცხადება იმალება, რომელსაც დასავლური საზოგადოების ცხოვრების გრანდიოზული ცვლილებების მოხდენა შეუძლია.

    კავშირი მარტივია! ტამპლიერები როგორც დავითიან-სოლომონიანთა, ქრისტეს სისხლის მიერ ნათესავთა და ქრისტიანული ქვეყნების ერთადერთ ლეგიტიმურ მეფეთა დინასტიის დამცველნი, პირდაპირ კავშირში იყვნენ მთასთან, სადაც ბიბლიური დავითის და სოლომონის საფლავებია და სადაც მოხდა საიდუმლო სერობა. ანუ ძველი და ახალი აღთქმა დაუკავშირდა ერთმანეთს.

     prior-ლათინურად უპირატესს ნიშნავს, ფრანგულად როგორც უკვე ავღნიშნეთკოშკსრასაც უდიდესი დატვირთვა აქვს ქრისტიანულ ეზოთერიკაში. იგი ალეგორიულად უპირველესის, ზეაღმატებულის ალეგორიაა და ქრისტიანობამდე დიდიხნით ადრე არსებობდა. გავიხსენოთ რომელ ქვეყნებშია განვითარებული უძველესი კოშკური არქიტექტურა, ეს არის მედიტერიანული ქვეყნები: იტალია, სარდინია, კორსიკა, სამხრეთ საფრანგეთი და საქართველო, უფრო სწორად კავკასია მაგ.შატილი შატო-კოშკი ციხე სიმაგრე.  

   ტამპლიერების სწავლებაზე ფიდელი და შუსტერი ასეთ რამეს ამბობენ!

-აი საიდუმლო სწავლების საფუძველი მდგომარეობს დუალიზმში, ანუ ღმერთს მოიაზრებდნენ როგორც სიკეთისა და ბოროტების შემოქმედს. ცოდნა დუალიზმზე დასაბას იღებს ჯერ კიდევ ეგვიპტიდან. გნოსტიკოსების სწავლებით სწორედ მაგდალინელმა გადალახა დუალიზმი და დაიმსახურა ქრისტეს სიყვარული.  მარიამ მაგდალინელი იგივე შავ ღვთისმშობელი უდიდესი საიდუმლოა ახალი აღქმისა, იგი იყო ერთ-ერთი მენელსაცხებელი დედა, რაც ღვთისმეტყველურად უდიდესი საიდუმლოს გადმოცემას ნიშნავს

       საინტერესოა აღინიშნოს ასევე ერთი საინტერესო ფაქტი, რომელიც ნებით ან უნებლიედ ხდება და დროის განმავლობაში მაგდალინელი და ღვთისმშობელი არეულია ერთმანეთში, ანუ შეიძლება საუბარი ეხებოდეს მაგდალინელს და მოხსენიებული იყოს ღვთისმშობელი. მაგალითად ჯვარცმის მისტერიამ მთლიანად მაგდალინელზე გადაიარა (ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი) მაგრამ ღვთისმშობელი მეტად მოიხსენიება ამ მისტერიის დედად ვიდრე მაგდალინელი. ზეციური სიბრძნის სათავედ მაგდალინელიც გვევლინება რომელიც ჭურჭელია სიბრძნისა, მაგრამ უმეტესად ღვთისმშობელია მოხსენიებული მხოლოდ და მაგდალინელი თითქოს მივიწყებული. რათქმაუნდა ღვთისმშობელი სულიწმინდის განსახიერებაა დედამიწაზე სწორედ რვაქიმიანი ვარსკვლავი ამშვენებს მას რომელიც სულიწმინდის სიმბოლოა

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ კოშკს დიდი ეზოთერული დატვირთვა აქვს ქრისტიანობაში. თავად სვეტიცხოველი გრაალის ტაძარია, როგორც რენე გენონი განმარტავს ყველაფერი რაც უფლის სისხლთან არის დაკავშირებული, ანუ კვართი, სამსჭვალი, საიდუმლო სერობის თასი, რომელიც მსგავსად კვართისა, სხვათაშორის კენტერბერის ტაძრის საძირკველშია ჩადებული თავად იოსებ არიმათიელის მიერ აღიქმება როგორც გრაალის ექვივალენტი. თავად გრაალს რენე გენონი ცოტა სხვანაირად განმარტავს და ამბობს რომ რომ იგი  არის ხე ცხოვრებისა (სვეტი ცხოველი) ანუ მარადიულობის კოსმიური სიყვარული.

       ცოდნას წმინდა გრაალზე  დაფარულად ბევრი ხელოვნების ნიმუში გადმოსცემს, ერთ-ერთი მათგანი არისპარციფალი”, რომელიც გრაალოლოგიის ერთ-ერთი სახელმძღვანელოა. ასევევეფხისტყაოსანიც”, ნესტ-ანდარე-ჯეჰან! ნესტან დარეჯანი, ნიშნავს კოსმიურ სიყვარულს არაბულ ენაზე. სწორედ მის ძებნაში არიან ჩვენი გმირები: ტარიელი-სიყვარული, ანთანდილი-რწმენა და ფრიდონი-სასოება. გარდა ამისა როგორც პავლე ინგოროყვა წერს თავად პოემა უთუოდ განიცდის მანის ფლოსოფიის გავლენას ანუ მანის ფერებითაა დაფარული, ხოლო მანიქეა და ტამპლიერები ანუ გრაალის რაინდები ერთი და იგივე ცოდნაა.


P.S. მასალა კვლავ საკმაოდაა და შემდეგისთვის დავდებ, (ეხლა აკრეფვა მეზარება) :) ბევრი რეალობა ბურუსითაა მოცული, ბევრიც ნათლად მეტყველებს, ჩნდება ბევრი კითხვა, არსებობს ბევრი პასუხიც, ერთი სიტყვით იგი კვლავ რჩება ყოველი დროის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და იდუმალ საიდუმლოდ...!

3 comments:

  1. au, dzaan magari postia kide dade rame ra, isev amaze da cota vrclad.sainteresoa dzaan.

    ReplyDelete
  2. ამ საკითხზე უფრო ვრცელი ინფორმაცია სად შეიძლება მოვიძიო? მართლაც ძალიან საინტერესოა და ვფიქრობ კარგი იქნებოდა თუ მოგეპოვებათ უფრო დეტალური ინფორმაცია ამ საკითხზე ისიც განათავსოთ.

    ReplyDelete
  3. ვატიკანის საიდუმლო არქივებში არის უფრო დეტალური ინფორმაცია ეს ყველაფერი კი ძალიან საინტერესოა მაგრამ ზღვაში წვეთია რეალობასთან

    ReplyDelete