ჯინ რობინსონი
ეპისკოპოსი ჯინ რობინსონი ერთ ერთი პირველი გახნილი გეი მაღალი სასულიერო პირია, რომელიც ობამას კამპანიის მრჩეველი და მხარდამჭერი იყო. რობინსონს წილად ხვდა დიდი პატივი ობამას ინაუგურაციაზე ლოცვის ცერემონიალს წაძღოლოდა.
ჯინ რობინსონი გენიალური ადამიანია. ის საუბრობს, რომ მოვა დრო როდესაც შესაძლებელი იქნება აშშ პრეზიდენტი გეი გახდეს.
პირველად ეპისკოპალური ეკლესიის ისტორიაში აშშ-ის ეპისკოპოსმა, რომელმაც ღიად განაცხადა თავისი ჰომოსექსუალური ორიენტაციის შესახებ, თქვა, რომ სურს თავის ერთსქესიან პარტნიორთან იქორწინოს.
ეპისკოპოსი ჯინ რობინსონი ხელმძღვანელობს ნიუ-გემპშირის შტატის ეპარქიას, რომელმაც უახლოეს პერიოდში უნდა მიიღოს კანონი “მოქალაქეთა კავშირის” შესახებ, ეს ფაქტობრივად ერთსქესიან პარტნიორთა ლეგალიზაციაა. შტატის სენატმა კანონს ხმა მისცა 26 აპრილს და გუბერნატორმა ჯონ ლინჩმა უკვე განაცხადა, რომ აპირებს ხელი მოაწეროს ამ დოკუმენტს.
“მე ჩემს პარტნიორთან ერთად მსურს ვისარგებლო ახალი კანონით”, - განუცხადა ეპისკოპოსმა რობინსონმა AP-ის კორესპონდენტს. რობინსონი 59 წლისაა, მისი საყვარელი მარკ ენდრიუ – 53. ისინი ერთად უკვე 18 წელია ცხოვრობენ. რობინსონმა AP-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალგაზრდობაში სურდა გათავისუფლებულიყო ჰომოსექსუალური მიდრეკილებებისაგან და ორი წლის განმავლობაში დადიოდა ჰომოსექსუალიზმისაგან განკურნების სპეციალურ კურსებზე. მოგვიანებით მას გამოუჩნდა საცოლე, რომელსაც რობინსონმა თავისი პრობლემების შესახებ უამბო. მიუხედავად ამისა, 1972 წელს მათ იქორწინეს, წყვილი საცხოვრებლად ნიუ-გემპშირის სოფელში გადავიდა და ორი გოგონა ეყოლა. მოგვიანებით რობინსონი მიხვდა, რომ ცოლის შერთვამ ვერ შეცვალა და გაეყარა. განქორწინებიდან ცოტა ხნის შემდეგ კი მარკ ენდრიუს შეხვდა.
მთელი ამ წლების განმავლობაში რობინსონი ეპისკოპალური მღვდელი იყო, 1988 წელს კი ნიუ-გემპშირის მაშინდელი ეპისკოპოს დუგლას ტოინერის დამხმარე გახდა. 1998 და 1999 წლებში მისი კანდიდატურა ორ საეპისკოპოსო კათედრაზე წარადგინეს, თუმცა არ აირჩიეს.
No comments:
Post a Comment