Sunday, May 23, 2010




ერეკლე დეისაძე      




 

თხევადი ქრისტე

სული აორთქლდა კანიდან და ჰორიზონტს იცმევს

გრილი საღამო შიშველ ტანზე მეხება ხელით

მე ვამზეურებ მთვარის შუქზე ნესტიან სიზმრებს

და რძეგამომშრალ პოეზიას ამაოდ ვწველი.

 

მოვარდიისფრო შენს ბაგეებს გემო აქვს სიცხის

ახლაც მწიფდება ჩემს ფილტვებში ჰაერი უმი,

მე სასთუმალთან სიმარტოვე ქალივით მიცდის

რომელსაც ასდის ყვრიმალებზე სიგიჟის სუნი

 

მდინარეს ხიდთან გამოუჩნდა ღია საკინძე

და გამოუჩნდა ვარსკვლავები ტანზე დაყრილი

ტანსაცმელივით როცა ჩემი კანი გავიძვრე

სულის წყლულებზე შევიგრძენი ქრისტე დაღვრილი.

 

ღია ჭრილობეს ასდიოდათ სუნი ოქტომბრის

მძევლად აყვანილს საკუთარი თავი მებარა

პოეზიაში კვლავ დაიწყო ერა ლოთობის

შენი ცრემლები საფანტივით შემომეყარა.

 

სუნთქვა ძვალივით გამეჩხირა გამომშრალ ყელში

შეშინებულმა   საკუთარ ჩრდილს ამოვეფარე

ცამ ჩვილის მსგავსად ამიყვანა ჩამომჭკნარ ხელში

ჩამიხუტა და ძუძუსავით მაწოვა მთვარე

 

სული აორთქლდა კანიდან და ჰორიზონტს იცმევს

გრილი საღამო შიშველ ტანზე მეხება ხელით

მე ვამზეურებ მთვარის შუქზე ნესტიან სიზმრებს

და რძეგამომშრალ პოეზიას ამაოდ ვწველი. 

 

მაპატიეთ სპერმატოზოიდებო

ფსიქოლოგიური პოეზია


ყოველდღე სიყვარულის მუზეუმში შევდივარ და

ჩემი შეყვარებულების პორტრეტებს

ვაფურთხებ...

ყოველდღე თანდათან მძულდება

თითოეული მათგანი.

და ვრწმუნდები, რომ ისინი

მკვლელები არიან.

ყოველდღე ვიხსენებ ონანიზმით

გამტყდარ ღამეებს და

პატიებას ვთხოვ უნიტაზში ჩარეცხილ

ჩემს თითოეულ სპერმატოზოიდს,

რომლებიც მათი არსებობისა და

ჩემი შთაგონების მსხვერპლნი არიან.

მაპატიეთ ჩემო უარყოფილო შვილებო

მე არშემდგარი მამა ვარ თქვენი... 

 

 

          მხილება 

მე შენი სიზმრები მიამბო ბალიშმა

უაზრო სიყვარულს უაზროდ გპირდები

ეს ლექსი სხეულში სისხლივიტ დამიშრა

მდინარის სიზმრებს კი ჰყვებიან ხიდები

 

ხიდები ჰყვებიან ქალაქის ნაბიჯებს

ცხადად სიზმარში როდესაც ბრუნდები

როდესაც ამინდი ბავშვივით გაგიჟებს

ღმერთების სიშიშვლეს ამხელენ ღრუბლები

 

ჰორიზონტს კისერზე ვიხვევდი კაშნივით

როცა შემანჯღრიეს მე ქრისტეს ხელებმა

ჩემში პოეზია მწიფდება ბავშვივით

როდესაც მეწყება უწყვეტი ხველება

2 comments:

  1. irakli deisadze, sabednierod aris adamiani romelic gachxelilia sadgac cas da dedamiwas shoris.kargad icis ert-erti lit. forma gapirovneba da radgan shedarebebs yovel nabijze aketebs amit nawarmoebs sisqes sdzens. da tu deisadze dgevandel lit-shi ragacas nisgnavs, mashin qartuli literatura samidamod dasamarebula.mesmis adamians ar wams aranairi gmerti, mes ateisti var, magram usindiso ara da ara imdenad, rom chemi shexedulebebi dauwereli kanoni megonos da amis safudzvelze vigacis agmsarebloibas sheuracxyofa mivayeno.deisadzes ganatleba da chkua ki ar alaparakebs, aramed bogma ,sakutari oidiposis kompleqsi da unarshezguduloba.kidev kargi is teatralurshi swavlobda da ara ilias universitetshi.shemrcxveboda...

    ReplyDelete
  2. patroni ar gyaavs?

    ReplyDelete