Wednesday, May 19, 2010


ცინიკოსები


ბერძნულად კინიკოს, ლათინურად ცინიკოს - სიტყვა მომდინარეობს ბერძნული სიტყვადან, რაც ნიშნავს "ძაღლს", მეორენაირად ამ სიტყვას უკავშირებენ "კინოსარგ"-, ერთ-ერთი ბორცვი ათენში, სადაც მერე ანთისტენემ სკოლა დააფუძნა.

ცინიკოსები იყვნენ ფილოსოფოსები ანტიკური პერიოდის საბერძნეთში. ცინიზმის, ან კინიზმის სკოლის ჩამოყალიბება უკავშირდება სოკრატეს მოწაფეს, ანტისთენეს. სწორედ ამიტომ ცინიზმი სოკრატულ სკოლებს განეკუთვნება

სოკრატეს სწავლება ბევრმა მოსწავლემ განაგრძო, თუმცა განსხვავებული გზებით. მათ შორის უმთავრესად აღსანიშნავია ანთისტენე, დიოგენე, არისტიპე, ევკლიდე, ფედონე, ესქილე და ქსენოფონტი.

ეს ფილოსოფოსები მცირე სოკრატელებად იწოდებიან, განსხვავებით პლატონისგან, ვინც სოკრატეს ,,მთავარმოწაფედ ითვლება. მათ გულით სძულდათ ერთმანეთი. თითოეული დარწმუნებული იყო, რომ სწორედ ის განმარტავდა და გადმოსცემდა საუკეთესოდ სოკრატეს ნააზრევს. 

ასე ეწოდა ფილოსოფოსთა ჯგუფს, რომელიც ანთისტენემ დააარსა (436-366 წწ. ჩვ. .აღ.-მდე). სიტყვა ცინიკოსი ,,ძაღლსნიშნავს (ბერძნულად kùon). სახელწოდება იქიდან მომდინარეობს, რომ ამ ფილოსოფიის მიმდევარნი მაწანწალა ძაღლებივით ცხოვრობდნენ. გარდა ამისა, ისინი ,,ცინოსარგადწოდებულ ადგილას (kunòsarghes, ,,ცქვიტი ძაღლი“) იკრიბებოდნენ, ათენის კედლებს გარეთ, ილისეს ნაპირზე უცხოელ სტუდენტათვის არსებულ სკოლაში. 

ეს ფილოსოფოსები თვლიდნენ, რომ ადამიანის სიკეთე ,,სიქველეშიმდგომარეობს, რაც ცხოვრებისეულ სიამოვნებათა და კომფორტისგან სრულ დაცილებას ნიშნავს. არ მისდევდნენ დოქტრინალურ დისკუსიასა თუ კვლევას და ასკეტური ცხოვრებით კმაყოფილდებოდნენ. ცინიკოსები იყვნენ კრათეტე, მეტროკლე, იპარკია. 

დიოგენე სინოპედან ყველაზე ცნობილი ცინიკოსი იყო  (413-323 წწ. ჩვ. . აღ.-მდე). ის აცხადებდა, რომ არაფერი ესაჭიროებოდა, მთელ საბერძნეთში მოგზაურობდა ყველაფრისაგან თავისი განდგომის თვალნათლივ საჩვენებლად; ცხოვრობდა ღვინის ცარიელ კასრში და აბუჩად იგდებდა ბერძნულ ცივილიზაციას. ამის გამო მას ,,შეშლილი სოკრატეუწოდეს. დიოგენე ,,მსოფლიოს მოქალაქედთვლიდა თავს... მის შესახებ მრავალ ამბავს ყვებიან, აი ზოგიერთი მათგანი. 

დიოგენეს ფიგურა ძალიან ბუნდოვანია; მისი სახელი ლეგენდებს უკავშირდება. დიოგენეს ცხოვრების შესახებ მეტ-ნაკლები ამომწურავი ამბავი აქვს მოთხრობილი დიოგენე ლაერტელს.

ცნობილია რომ დიოგენე გამოგდებული იყო მშობლიური ქალაქიდან თაღლითობისთვის, ის ჩავიდა ათენში სადაც ხვდება სოკრატეს მოწაფეებს და მათ შორის მხოლოდ ანთისტენეს უახლოვდება, თვითონ ანთისტენეც აღფრთოვანებული იყო დიოგენეს ხასიათით და მოთმინებით ისმენდა მის საყვედურებს.

ცხოვრობდა იქ სადაც დაუღამდებოდა, არც სახლ-კარი გააჩნდა და არც საარსებო სახსრები, იკვებებოდა როგორც ცხოველები (კიდეც უწოდებდა თავის თავს ასე: "ძაღლი დიოგენე", ხოლო სხვები კიდევ შეშლილს ეძახდნენ), მას მიაჩნდა რომ ადამიანის უმთავრესი მოვალეობა ამ ქვეყნად არის ის, რომ იყოს ისეთი როგორიც ბუნებამ გააჩნია, მისდევდა მასტურბაციას საჯაროდ...

ბოლოს ათენიდან კორინთოში გადასახლდა,სადაც გარდაიცვალა კიდეც. მიიჩნევენ, რომ კასრში კიარა ბერძნულ ჭურჭელში ცხოვრობდა

ათენის ქუჩაში დღისით ანთებული ლამპარით დადიოდა. თუ ვინმე ამგვარი საქციელის მიზეზს ჰკითხავდა, პასუხობდა: ,,ადამიანს ვეძებ...“ 

ერთ დღეს დიოგენე მზეს იკიდებდა. ალექსანდრე დიდმა ჩაიარა, შეჩერდა და უთხრა მას: ,,რაც გინდა, მთხოვე...“ დიოგენემ უპასუხა: ,,ცოტა გვერდით გაიწიე, მზეს მიჩრდილავ...“ 

დიოგენე ერთი ძალიან მოუხერხებელი მეისრის ვარჯიშს შეესწრო. მის მიერ არაზუსტად ნასროლ ისრებს რომ უყურა, მივიდა და სამიზნის გვერდით ჩამოჯდა: ,,ეს ერთადერთი ადგილია, სადაც თავს უსაფრთხოდ გვრძნობ...“ 

ერთხელ ხალიჩებითა და მდიდრული ავეჯით მორთულ დიდებულ ვილაში მოხვედრილმა დიოგენემ მის მფლობელს სახეში შეაფურთხა, უმალვე მოსასხამით გაუწმინდა სახე და ბოდიში მოუხადა: მთელ სახლში ამაზე უფრო უშნო ადგილი ვერ მოვძებნე დასაფურთხებლადო... 

დიოგენეს ძირითადი მოთხოვნილებები აუცილებელ მინიმუმამდე იყო დაყვანილი: მოსასხამს სამოსელად და საწოლად იყენებდა, საკვებისთვის ერთი ჯამი ჰქონდა, სასმელისთვის კი თასი. ერთ დღეს პატარა ბიჭი ნახა, რომელსაც ოსპის მარცვლები პირდაპირ პურზე ედო და თავისი ჯამი გადააგდო, ხოლო როცა დაინახა, იგივე ბიჭი როგორ სვამდა წყალს ხელიგულიდან, თასიც გადააგდო... 

90 წლის ასაკში დიოგენემ სუნთქვა შეაჩერა და ამგვარად მოიკლა თავი... თავისი ცხედრის შესახებ ასეთი რამ დაიბარა: ,,დაუმარხავად გადააგდეთ ის ცხოველთა საჯიჯგნად, ანდა ორმოში ჩააგდეთ და ცოტა მტვერი მიაყარეთ ზემოდან.“ 

სიკვდილის შემდეგ ათენის მაცხოვრებლებმა დიოგენეს ძეგლი დაუდგეს: სვეტი მასზე მოთავსებული ძაღლის გამოსახულებით. 

ანთისტენე ცხოვრობდა ძვ. . V საუკუნეში, ათენში. იგი თავდაპირველად სწავლობდა გორგიასთან. განიცდიდა სოფიზმის გავლენას, მაგრამ შემდეგ კი სოკრატეს მოწაფე გახდა. იგი დაესწრო პლატონთან და ქსენოფონტესთან ერთად სოკრატეს სიკვდილით დასჯას.

ანთისთენეს დაახლოებით 70-მდე ნაშრომია შემორჩენილი, იგი მუშაობდა ფიზიკაში, ლოგიკაში.. იყო პირველი ნომინალისტი (  ), აკრიტიკებდა პლატონს (  ).

ანთისტენემ თავისებურად გადაამუშავა სოკრატეს შეხედულებები.

მიაჩნდა, რომ ადამიანის შინაგანი სამყაროს შესწავლა ეს იყო უმთავრესი, სხვასთან შედარებით; და ეს იყო უმთავრესი კეთილდღეობა ადამიანისთვის.

ანთისტენე ემხრობოდა ასკეტიზმს, ბუნებრიობას, უარყოფა სახელმწიფოსა და საზოგადოებრივ წესებს (მიაჩნდა რომ ეს ხელს უშლიდა ადამიანს უმთავრესში, იყოს ბუნებრივი).

ფილოსოფიური შემეცნებაც მისთვის უკავშირდებოდა ბუნებრიობის, ფილოსოფოსი უნდა დახმარებოდ ადამიანს რათა ეს უკანასკნელი ჩაღმავებოდა თავის შინაგან სამყაროს.

No comments:

Post a Comment