ზევსი და განიმედე
ჰომოსექსუალური ურთიერთობები ისეთივე ძველია, როგორც პირველი ჰეტეროსექსუალური სექსი, პირველი ჰეტეროსექსუალური სიყვარული და ოჯახი. სიყვარული ორ მამაკაცს ან ორ ქალს შორის მსოფლიოს მრავალი კლუტურისათვის ისეთივე ჩვეულებრივია, როგორც სიყვარული ქალსა და მამაკაცს შორის. ანტიკურ საბერძნეთში, თანამედროვე დასავლური კულტურის აკვანში, ასეთი ურთიერთობები არამარტო ჩვეულებრივ მოკვდავთა არამედ ღმერთების ცხოვრების შემადგენელი ნაწილიც იყო (წყარო: Pederasty in ancient Greece ). პლუტარქეს, ქსენოფონის, პლატონის და მრავალი სხვა გენიალური მოაზროვნისა თუ ისტორიკოსის ნამუშევრებში საკმაოდ დიდი ადგილია დათმობილი ამ საკითხებისადმი.
ახლა კი ზევსი და განიმედეს შესახებ. მითის თანამხად ტროას მეფის ტროს შვილი განიმედე ყველაზე მომხიბლავი მიმზიდველი ყმაწვილი ყოფილა. ბიჭის სილამაზემ ოლიმპის მთავარი ღმერთი ზევსიც კი მოხიბლა. ზევსი იმდენად შეიპყრო ყმაწვილის სურვილმა, რომ გადაწყვიტა ემოქმედა.
ერთ დღეს ზევსმა ტროას უკუნი სიბნელე მოუვლინა. მთელი ქვეყანა წვდიადმა მოიცვა და მინდორში მყოფ განიმედესაც ტკბილად ჩაეძინა. ზევსი მიწაზე დაეშვა. გიგანტურ არწივად გადაიქცა და ჩაძინებული განიმედე ოლიმპზე გაიტაცა.
ოლიმპზე დაშვებულმა ზევსმა ყმაწვილი საკუთარ ლოგინში ჩაიწვინა. ტროელი უფლისწული ზევსის საყვარელი გახდა. გარდა ამისა მას ყოველდღე ზევსისათვის ოქროს თასით ნექტარის მირთმევა დაევალა. ოლიმპის მთავარმა ღმერთმა განიმედეს მამას, ტროას მეუფეს მდიდარი ძღვენი გაუგზავნა.
ზევსის მეუღლე ჰერა ეჭვიანობამ აავსო. განრისხდა ქმრის საქციელზე. შეეცადა სხვა ღმერთები განიმედეს წინააღმდეგ განეწყო და ყმაწვილი მიწაზე განედევნა. მაგრამ განიმედეს სილამაზემ სხვა ღმერთებიც დაატყვევა. განრისხებული ჰერა ქმრის ნების წინააღმდეგ მაინც ვერ წავიდა, მაგრამ ბიჭის მოკვლას შეეცადა. ამის საპასუხოდ ზევსმა განიმედეს უკვდავება აჩუქა. ყმაწვილს ჰერა უკვე ვეღარაფერს ავნებდა. ამით განრისხებულმა ქალღმერთმა ჯავრი ტროაზე იყარა. ჰერამ ათენი ომის წყურვილით აღავსო და ტროას შეუსია. ბერძნებმა ქალაქი ცეცხლის ალში გაახვიეს. განიმედე კი მაინც ზევსთან დარჩა.
No comments:
Post a Comment