Monday, July 12, 2010

ანგლიკანური ეკლესია

ანგლიკანური ეკლესია, ერთ-ერთი პროტესტანტული ეკლესია, კულტითა და ორგანიზაციული პრინციპებით ახლო დგას კათოლიკობასთან. ჩამოყალიბდა XVI . რეფორმაციის პერიოდში, როგორც ინგლისის სახელმწ. ეკლესია. ჰენრი VIII - მხარი დაუჭირა რეფორმაციას, ინგლ. ეკლესია ჩამოაშორა რომის ეკლესიას და სამეფო ხელისუფლებას დაუქვემდებარა "სუპერმატიის აქტით" (1534). მონასტრები დახურეს. შეიტანეს ნაწილობრივი ცვლილებები კათოლ. ღვთისმსახურებაში (1536-43). ედუარდ VI-ის მეფობაში სამეფო საბჭომ და კენტერბერის არქიეპისკოპოსმა . კრანერმა გაატარეს საეკლ. რეფორმა. ანგლიკანური ეკლესია საფუძვლად იქცა "საზოგადო ღვთისმსახურებათა წიგნი" (1549), "ერთგვაროვნების აქტი" (1539", "რწმენის 42 მუხლი" (1552) და ანგლიკანური "კატეხიზი" (1553). ნაწილობრივ გარდაიქმნა კულტმსახურება (ორი სახის ზიარება ერისკცათათვის, ხატების, წმ. ნაწილების, ნელიბატისა და მონაზვნობის მოსპობა, ღვთისმსახურება ინგლ. ენაზე და სხვა),
მერი ტიუდორის მეფობაში კათოლიციზმი აღადგინეს. ელისაბედ I -ის დრორს "რწმენის 39 მუხლით" (1571) ანგლიკანური ეკლესია დაუახლოვდა კალვინიზმს. 1567-იდან ანგლიკანური ეკლესიას გამოეყვნენ პურიტანები. ინგლ. ბურჟ. რევ. დროს ანგლიკანური ეკლესია გააუქმეს (1643), ოფიც. რელიგიად იქცა პრესბიტერიანობა (1648-მდე). შემდეგ - ინდეპენდენტობა. რესტავრაციის ხანაში პარლამენტის "ერთგვარობის აქტით" (1662) ანგლიკანური ეკლესია აღადგინეს. 1791-იდან დაწესდა რწმენის თავისუფლება კათოლიკებისათვის. 1829 მოხდა "კათოლიკეთა ემანსიპაცია". 1850-იდან ინგლ. კათოლ. სამღვდელოებას სათავეში უდგას უესტმინსტერის არქიეპისკოპოსი.
ინგლისის ანგლიკანური ეკლესიის მეთაურია მეფე. საეკლ. იერარქიას სათავეში უდგას პრიმასი - კენტერბერის არქიეპისკოპოსი, მას მოსდევს იორკის არქიეპისკოპოსი, ორმოცამდე ეპისკოპოსი და სხვა სას. პირები. ეპისკოპოსთა მნიშვნელოვანი ნაწილი ლორდთა პალატის წევრია. საეკლ. გადაწვეტილებას ამტკიცებს პარლამენტი. ანგლიკანური ეკლესიის უმაღლესი იერარქია დაკავშირებულია ინგლ. ფინანს. ოლიგარქიასთან და მიწათმფლობელ არისტოკრატიასთან.


გარდა ინგლისისა, დამოუკიდებლად ანგლიკანური ეკლესია არის ირლანდიაში, უელსში, შოტლანდიაში, კანადაში, ავსტრალიაში, სამხრ. აფრიკაში, აშშ-ში და სხვ. (ანგლიკანების საერთო რაოდენობა 30 მლნ.-მდეა). ისინი ქმნიან ანგლიკანური ეკლესიის კავშირს (Anglical Communion). 1846-იდან ანგლიკანური ეკლესიის ეპისკოპოსები პერიოდულად იკრიბებიან ლონდონში . . ლამბეთის კონფერენციებზე (Lambeth - კენტერბერის არქიეპისკოპოსის სასახლე ლონდონში).
ანგლიკანურ ეკლესიში არსებობს 3 მიმდინარეობა: მაღალი ეკლესია (High Church), კონსერვატორულ-არისტოკრატული, ახლოდ დგას კათოლ. ეკლესიასთან; დაბალი ეკლესია (Low Church) პურიტანობისა და პიეტიზმისაკენ იხრება; ფართო ეკლესია (Broad Church) ცდილობს გააერთიანოს ყველა ქრისტიანული მიმდინარეობა და შეუგუოს ანგლიკანური ეკლესია თანადროულობას. ანგლიკანური ეკლესია მონაწილეობს ოიკუმენურ მოძრაობაში. 

ანგლიკანური ეკლესიის სულიერმა ლიდერმა, კენტერბერის არქიეპისკოპოსმა როუენ უილიამსმა, გადაწყვიტა,

მოიწვიოს ეკლესიის უზენაეს პირთა თათბირი იმის დასადგენად, შეიძლება თუ არა ჰომოსექსუალისტთათვის სასულიერო წოდებების მინიჭება. მთელი მსოფლიოს ანგლიკანური ეკლესიების არქიეპისკოპოსები ოქტომბერში, ლონდონში შეიკრიბებიან. ანგლიკანურ ეკლესიაში ამ საკითხის გამო განხეთქილების საშიშროება გაჩნდა - მას შემდეგ, რაც აშშ-ის ეპისკოპალური ეკლესიის უმაღლესმა სასულიერო პირებმა ნიუ ჰემპშირის შტატის ეპისკოპოსად ჰომოსექსუალისტი მღვდელი ჯინ რობინსონი დაამტკიცეს. აშშ-ის ეპისკოპალური ეკლესია 2,3 მილიონ წევრს ითვლის. იგი ნაწილია ანგლიკანური ეკლესიისა, რომელიც, თავის მხრივ, პროტესტანტული მიმართულების ეკლესიათა ჯგუფს აერთიანებს. კონსერვატორ სასულიერო პირთა ნაწილი იმუქრებოდა, რომ დატოვებდა ეკლესიას, თუ ჰომოსექსუალისტ მღვდელს ეპისკოპოსად აკურთხებდნენ.

აშშ-ის ეპისკოპალური ეკლესიების ერთ-ერთი იერარქი მსოფლიო ანგლიკანური საზოგადოების ლიდერის, მთავარეპიკოპოს როუენ უილიამსის წინააღმდეგ გამოვიდა. როგორც Times- იტყობინება, პენსილვანიის შტატში, ქალაქ ბეთლემის ეპისკოპოსმა უილიამსიეკლესიის დანგრევის მცდელობაშიდაადანაშაულა. 

დამანგრეველებშიეპიკოპოსი პოლ მარშალი გულისხმობს კონსერვატორებს, რომლებიც ერთსქესიანთა ქორწინებისა და ჰომოსექსუალისტების ხელდასხმის წინააღმდეგ გამოვიდნენ. მარშალის აზრით, მთავარეპიკოპოსმა უილიამსმა მხარი დაუჭირა კონსერვატორი ანგლიკანებისგანხეთქილებისმომტან მოქმედებას თავიანთი ჩრდილოამერიკელი ძმების მიმართ და ამით აშშ-ის ეპისკოპალური ეკლესიებისასაცილოგახადა. 

თავის სტატიაში, რომელიც საეპისკოპოსო ინტერნეტ-გვერდზე განათავსა, ეპიკოპოსი მარშალი დოქტორ უილიამსს ასევე აკრიტიკებს ანგლიკანური საზოგადოებისბიუროკრატიზაციისადა მმართველობისკოლონიურისტილის გამო. 

მომდევნო თვეს ტანზანიაში მსოფლიოს 39 ანგლიკანური ეკლესიის პრიმასთა შეხვედრა უნდა შედგეს. როგორც მოსალოდნელია, ზოგიერთი კონსერვატორი ანგლიკანი ლიდერი არ მოისურვებს ზიარება მიიღოს იმ ლიბერალებთან ერთად, რომლებიც მხარს უჭერენ ამერიკელ გეი-ეპისკოპოს ჯინა რობინსონს, რომლის ქიროტონიის გამოც ანგლიკანური საზოგადოება ფაქტობრივად განხეთქილების ზღვარზე აღმოჩნდა. რობინსონის მხარდამჭერ პრელატებს შორისაა აშშ-ის საეპისკოპოსო ეკლესიის ქალი-პრიმასი, ეპისკოპოსი კატარინა ჯეფერტს-შორი. 

ეპიკოპოსი მარშალი წერს: დოქტორმა უილიამსმა უნდა აღიაროს, რომ ლიბერალიზმი ამერიკულ ეკლესიაში დაინერგა იმ ლიბერალური გამონათქვამების მიხედვით, რომელიც მან კენტერბერიის კათედრაზე არჩევამდე გააკეთა. “მისთვის არ არის აუცილებელი თანამონაწილეობდეს ჩვენთან ერთად”, - წერს ამერიკელი პრელატი, - “არ არის აუცილებელი ჭამდეს ჩვენთან ერთად ან ჩვენთან ერთად ატარებდეს დროს. მაგრამ მისთვის განსაკუთრებით აუცილებელია შეგვხვდეს პირისპირ და საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა თავისი სიტყვისა და მოქმედების გამო”. 

მსოფლიო ანგლიკანთა ლიდერად არჩევამდე როუენ უილიამსი ნამდვილად აქვეყნებდა საღვთისმეტყველო შრომებს, რომლებშიც ჰომოსექსუალების ქრისტიანულ ეკლესიაში სრული ინტეგრაციის აუცილებლობაზე წერდა. გახდა თუ არა კენტერბერიის მთავარეპისკოპოსი, უილიამსმა არჩია გამიჯნოდა კონფლიქტის ორივე მხარესკონსერვატორებსა და ლიბერალებს. მან განაცხადა, რომ მსოფლიო ანგლიკანური ოჯახის ერთიანობის შენარჩუნება მისთვის საკუთარ შეხედულებებზე უფრო მნიშვნელოვანია. “ნეიტრალურიპოზიციის გამო ის როგორც კონსერვატორების, ასევე ლიბერალების თავდასხმის ობიექტი გახდა. თითონ დოქტორი უილიამსი მიიჩნევს, კრიზისის მიზეზი იმაშია, რომ კონფლიქტის მხარეებს არ სურთ მოუსმინონ ერთმანეთს და ერთიანობის შესანარჩუნებლად დაუთმონ რამე ერთმანეთს. 

6 იანვარს დოქტორმა უილიამსმა განაცხადა, რომ ეშინია კონტროლი არ დაკარგოს ანგლიკანურ საზოგადოებაში არსებულ სიტუაციაზე. “მე ჩვეულებრივი, ცოდვილი ადამიანი ვარ და მეშინია, რომ სიტუაცია ჩემი კონტროლიდან არ გავიდეს”, - განაცხადა პრელატმა. ასეთ შემთხვევაში ანგლიკანურ ოჯახს აუცილებლად ელოდება განხეთქილება, - დარწმუნებულია უილიამსი. “მე მეშინია სქიზმის, იმიტომ კი არა, რომ ეს მსოფლიოში ყველაზე ცუდი რამეა, არამედ იმიტომ, რომ არსებული სიტუაცია ჩვენთვის იქნება ცუდი. ეს ადამიანებს ურთიერთბრალდებებსა და უკიდურეს დაძაბულობამდე მიიყვანს”.  

500-წლიანი ისტორიის განმავლობაში ანგლიკანური ეკლესიის ამერიკული შტოს მეთაური პირველად გახდა ქალი. კეტრინ ჯეფერტს-შორი ამ პოსტზე ივნისში აირჩიეს, ხოლო საზეიმო ცერემონია გაიმართა გასულ შაბათს ვაშინგტონის ნაციონალურ კათედრალურ ტაძარში,- იტყობინებაინტერფაქსი.” 

თუკი ვინმემ ამ ეკლესიაში ბოლო გადაწყვეტილება მტკივნეულად აღიქვა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ხსნა და ჯანმრთელობა როგორც ერთი მთლიანისა, საფრთხის ქვეშაა და ჩვენი ამოცანაა, ვეცადოთ მის განკურნებას,” – განაცხადა . ჯეფერტს-შორიმ სადღესასწაულო ღონისძიებაზე. 

ადრე ანგლიკანთა უმაღლესმა სასულიერო პირებმა ანგლიკანური ეკლესიის მეთაურს, კენტერბერიის მთავარეპისკოპოსს აშშ-ში უმაღლეს სასულიერო თანამდებობაზე სხვა კანდიდატურის შერჩევის თხოვნით მიმართეს. მაგრამ სხვა კანდიდატურა შეთავაზებული არ ყოფილა.

ის თავის თავზე აიღებს პასუხისმგებლობას ყველაზე მძიმე დროში... მას მხარს დაუჭერს კეთილი ნება და ძალიან ბევრი ადამიანის ლოცვა აშშ-სა და მთელს მსოფლიოში იმისათვის, რომ ღირსეულად და რწმენით წარმართოს თავისი საქმიანობა,” – ნათქვამია კენტერბერიის მთავარეპისკოპოსის გზავნილში, რომელიც ცერემონიისას წაიკითხეს.

აშშ-ში ანგლიკანური ეკლესიის წევრი 2,3 მილიონი ადამიანია. წარსულში მფრინავსა და ოკეანოგრაფ . ჯეფერტს-შორს ნევადის შტატში ეპისკოპოსის თანამდებობა ეკავა.მათ, რომლებმაც უარი განაცხადეს ამ ქალის ეპისკოპოსის ხარისხში ცნობაზე, სოლიდარობა გამოუცხადა რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელმაც სამი წლის წინ გაწყვიტა ურთიერთობა აშშ-ის ეპისკოპალურ ეკლესიასთან, საყოველთაოდ ცნობილი ჰომოსექსუალისტის, ჯინა რიბინსონის ეპისკოპოსადხელდასხმისგამო.

                                               

                                                

No comments:

Post a Comment