სოკრატე
სოკრატე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო როდესაც იგი ათენში უჭკვიანეს ადამიანად სცნეს. იგი დელფის ორაკულმაც კი აღიარა. მისი დიალოგების საგანს, ეგრედ წოდებული უდაო ჭეშმარიტებების გაბათილება წარმოადგენდა. იმისთვის, რომ როგორც თვითონ ამბობდა „დავამხო სიცრუის ღმერთი“, იგი ეკამათებოდა საკუთარ თავს. ცდილობდა შეექმნა წარმოსახვითი ოპონენტი, რომელიც მასზე ჭკვიანი იქნებოდა, მაგრამ ყოველთვის მიდიოდა საბოლოო დასკვნამდე - ყველაზე ჭკვიანი მაინც თვითონ, სოკრატე იყო - რადგან იგი აცნობიერებდა თავის უცოდინრობას. ამის შესახებ მისი ყველაზე ცნობილი ფრაზაც მეტყველებს „მე ვიცი, რომ მე არაფერი ვიცი“ ( Scio me nihil scire). მას არ ჰქონდა მყარი ფილოსოფიური დოქტრინები, სოკრატეს სხვა როლი ეკისრა. იგი თავისებური სხვისი იდეების „მეანე“ გახლდათ. მან თავისი მეთოდიც კი ჩამოაყალიბა, რომელსაც სოკრატეს მეთოდი ეწოდა. იგი მიმანიშნებელი კითხვების სერიის საშუალებით და მოსწავლეების პასუხების თავისებური ინტერპრეტაციით, სოკრატე ბადებდა ჭეშმარიტებას. მის მიზანს თვითშეცნობა წარმოადგენდა, მისი ბრწყინვალე გამონათქვამებია „შეიცანი საკუთარი თავი“ და „თავისი ღირსიც არ არის შეუცნობელი ცხორება“. “საკუთარი თავის შეცნობას აუცილებლად მიჰყავს ადამიანი კეთილსინდისიერი ცხოვრებისაკენ, რადგან არავინ უშვებს შეცდომებს გაცნობიერებულად” - გვასწავლის სოკრატე,
ითვლება, რომ სოკრატემ ფილოსოფია მეცნიერებიდან ეთიკად აქცია, აგრეთვე ფილოსოფიურ სწავლებაში მეთოდის პრობლემა წამოჭრა. დასავლეთზე მისი ფილოსოფიის ზეგავლენის მასშტაბის შესახებ შეგვიძლია იმითაც ვიმსჯელოდ, რომ ყველა ფილოსოფიურ ცნობარში მოიხსენიება „სოკრატემდელი“ ფილოსოფიის პერიოდი, რომელიც ყველა მის წინამორბედ ფილოსოფოსს აერთიანებს.
სოკრატე მწარედ აკრიტიკებდა იმ პერიოდში არსებულ პოლიტიკურ და რელიგიურ მმართველ ინსტიტუტებს, რის გამოც უამრავი მტერი გაიჩინა. 339 წელს ჩვ. წ. აღრიცხვამდე, იგი დააპატიმრეს ათენის ახალგაზრდობის მორალურად გაღრწნასა და რელიგიურ ერეტიზმის ბრალდებით. დღესდღეობით ბევრი ისტორიკოსი ამ დაპატიმრებას მის მოსწავლეებს, ალჩიბიადასა და კრიტოსს უკავშირებს, რომლებმაც უღალატეს ათენს „ოცდაათი ტირანის ოლიგარქიის“ (404-403) პერიოდში. სოკრატე სასამართლოს წინაშე წარსდგა, იგი ოსტატურად პარირებდა ყველა ბრალდებას და საბოლოოდ ფაქტიურად საწინააღმდეგო დაამტკიცა, რომ გასამართლების ნაცვლად გმირად აღიარებას იმსახურებდა. ყოველივე ამან განარისხა მსაჯულები და მას სიკვდილით დასჯა მიესაჯა. ძველი ბერძნული ტრადიციის თანახმად, განაჩენის აღსრულებამდე სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო წმინდა გემი, დელოსის კუნძულიდან. საპყრობილეში სოკრატე განაგრძობდა თავის მოსწავლეებთან დიალოგებს ფილოსოფიაზე. მოსწავლე კრიტონმა გაქცევის გეგმაც კი მოიფიქრა, რაზეც სოკრატემ უარი განუცხადა, რადგან
სოკრატემ ისტორიული როლი შეასრულა გეების მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში, ეს გენიალურად აისახება პლატონის „ფედრასა“ და „ნადიმში“. ამ ორ დიალოგში სოკრატე ამბობს, რომ სიყვარული იწყება ეროტიული ვნებით ზრდასრულ მამაკაცსა და მშვენიერ ახალგახრდა ბიჭს შორის. ეს ვნება ღვთაებრივი სიგიჟის მსგავსია. მისი ზემოქმედების ქვეშ ჩვენ ვართ ხელგაშლილნი, ვივიწყებთ ყველაფერ მიწიერს და ყოველგვარ ანგარებას. მაგრამ ამ ვნებამ უნდა დატოვოს ფიზიკური ლტოლვის საზღვრები. ახალგაზრდა ბიჭისადმი სიყვარულის განცდისას კაცი ეთაყვანება არა იმდენად მის გარეგნულ სილამაზეს, არამედ იმ ფილოსოფიურ მშვენიერებას რომელსაც ეს ახალგაზრდა განასახიერებს. ვნების სიგიჟე რაღაცით პოეზიის სიგიჟესა და ფილოსოფიის პარადოქსალურობას ჰგავს. მას შორს მივყავართ კონკრეტული საკითხების განხილვისგან და ჩვენი ყურადღება უნივერსალურის-ფილოსოფიურად აღქმაზე გადააქვს. სწორედ იმ მშვენიერებას, რომელსაც ახალგაზრდა განასახიერებს, მივყავართ ჩვენ ერთი ღვთაებისგან მეორისკენ“.
ეს არის ის, რასაც მომავალში პლატონური სიყვარული ეწოდა. იგი ნიშნავს რომ ასაკით უფროს მასწავლებელს, შეიძლება უყვარდეს თავისი უმცროსი მოსწავლე და ამავე დროს იყოს მისი სულიერი მოძღვარი. როგორც სოკრატე „ფედრაში“ ამბობს: „ყველა შეყვარებულს უნდა, რომ მისი სიყვარულის ობიექტი ჰგავდეს ღმერთს, რომლისაც სწამს, ხოლო პარტნიორთან სიახლოვის დროს იგი აახლოებს ღვთაებრივ იდეალთან, აძლევს მას ყოველივე საუკეთესოს რაც კი გააჩნია. არ შეიძლება იარსებოს ეჭვმა და ანგარებამ და ყოველი ნაბიჯი მოსწავლეს უნდა აახლოებდეს თავის მასწავლებელთან და ღმერთთან, რომლისაც ორივეს სწამთ. განა რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი და კეთილშობილი საქმე ვიდრე ეს მისტერია, რომელშიც ორი გულწრფელად შეყვარებული მეგობარი მონაწილეობს“.
მიუხედავად იმისა, რომ ფილოსოფოსები დღემდე ცდილობენ დაფარონ ის ნათელი გეი სიყვარულის ფილოსოფია, რომელიც პლატონის „ფედრისა“ და „ნადიმის“ საფუძველს წარმოადგენს. გეი მკითხველი ყოველთვის სწორად ჩაწვდება ჭეშმარიტ აზრს და იპოვის თავისთვის ჭეშმარიტებას.
პირადად მე ვთვლი, რომ სოკრატე მსოფლიო ისტორიის ნომერი პირველი გეია, რადგან მისმა ფილოსოფიამ ჩაუყარა საფუძველი თანამედროვე გეების თვითშემეცნებასა და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას. მხოლოდ სოკრატეს შემდეგ ჩვენ შევძელით შეგვეცნო ჩვენი საკრალური არსი.
No comments:
Post a Comment