Wednesday, June 30, 2010


 

მარსელ პრუსტი



მოდერნის მამამთავარი არატრადიციულ ორიენტაციას არასოდეს მალავდა

მარსელ პრუსტის ნიჭი და შემოქმედება მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ დაფასდა. იგი ფრანგული მოდერნის (მიმდინარეობა, მოიცავს ლიტერატურას, დიზაინს, არქიტექტურას და მუსიკას) მამამთავარი, დეკადენტური რომანის ფუძემდებელი გახლავთ. მისი ცნობილი ნაწარმოები "დაკარგული დროის ძიებაში" მონუმენტური რომანის სახელით შევიდა მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში.

მარსელ პრუსტი 1871 წლის 10 ივლისს პარიზის ერთ–ერთ გარეუბან ოტეიში, საკმაოდ შეძლებულ ოჯახში დაიბადა. მისი დაბადება საფრანგეთ–პრუსიის ომის დასასრულს და მესამე რესპუბლიკის შექმნას დაემთხვა, რამაც დიდი გავლენა იქონია მწერლის ცხოვრებაზე. არისტოკრატიის ზეგავლენის შესუსტება და საშუალო ფენის მომძლავრება შემდგომში მის შემოქმედებაში აისახა. მომავალი მწერლის მამა – ადრიან პრუსტი, თანამედროვეთა შორის დიდად პატივსაცემი და აღიარებული ექიმი იყო ეპიდემიოლოგიისა და ჰიგიენის სპეციალიზაციით. მას ეკუთვნის ოცამდე წიგნი ქოლერისა და იმჟამად ევროპასა და აზიაში გაბატონებული სხვა გადამდები დაავადებების შესახებ. მარსელ პრუსტის დედა – ჟანა კლემანს ვაილი – მდიდარი ებრაული ოჯახიდან იყო. მისმა განათლებამ და ლიტერატურულმა გემოვნებამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა შვილის შემოქმედებაში. მწერლის ბიოგრაფების მტკიცებით, ჟანა თავის ბიჭს, რომელიც არცთუ კარგად ფლობდა ინგლისურს, ჯონ რესკინის ლექსების ბწკარედულ თარგმანებს უსრულებდა, შემდეგ კი პრუსტი ლექსებს უზადო ფრანგულით წერდა.

მარსელი მთელი ცხოვრების განმავლობაში მეგობრობდა დედასთან, რომელიც ხშირად მისთვის შთაგონების წყაროც იყო. ეს ყოველივე კარგად აისახა რომანის "დაკარგული დროის ძიებაში" პირველ და მეორე ტომებში, სადაც მისი გმირის ბავშვობაა აღწერილი. თავად მარსელის სიტყვებით, დედის გვერდით განუყოფელი და მარადიული ცხოვრება ბედნიერებაა.

9 წლის ასაკში ბიჭუნა ასთმით დაავადდა და ავადმყოფობის გამო იძულებული იყო, ზაფხულის არდადეგები ილიეში, დედის ბიძის სახლში გაეტარებინა. ეს ადგილი მის შემოქმედებაში კომბრეს სახელით შევიდა, სადაც რომანის "დაკარგული დროის ძიებაში" პერიპეტიები მიმდინარეობს. მწერლის გარდაცვალებიდან ასი წლის იუბილეზე ილიეს სახელი გადაერქვა და ილიე–კომბრედ იქცა. მიუხედავად ავადმყოფობისა, პრუსტი 1889–90 წლებში საფრანგეთის ჯარში მსახურობდა. ჯარში მიღებული შთაბეჭდილებები მწერალმა კარგად აღწერა "გერმანტების მხარეში".

1891 წელს პრუსტი სორბონის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ლიტერატურული ნიჭი მან ბავშვობაშივე გამოავლინა. მადამ არმანის სალონში მარსელი გაეცნო ანატოლ ფრანსს (ფრანგი რომანისტი და კრიტიკოსი), რომლის წყალობითაც, უნივერსიტეტის წარჩინებით დასრულების შემდეგ, 1895 წელს პირველი წიგნის, ლექსებისა და მოთხრობების კრებულის "განცხრომა და დღეების" გამოქვეყნება შეძლო. შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში პრუსტი ფრანგულ ენაზე თარგმნიდა ჯონ რესკინის სტატიებსა და თხზულებებს.

მწერალი ჰომოსექსუალისტი იყო. ამას მოწმობს დიდი რაოდენობით კორესპონდენცია – მისი და მისი მეგობრის, პიანისტ რეინალდო ჰანის მიმოწერა. პრუსტი გახლდათ ერთადერთი ევროპელი მწერალი, რომელიც თავის არატრადიციულ ორიენტაციაზე ღიად და ხმამაღლა ლაპარაკობდა.

1900 წლიდან 1905 წლამდე მარსელ პრუსტმა მრავალი ახლობელი ადამიანი დაკარგა. 1903 წელს გარდაიცვალა მამამისი, 1905 წლის სექტემბერში კი – დედა. მშობლების სიკვდილის შემდეგ მწერალს დიდი მემკვიდრეობა ერგო, რამაც საშუალება მისცა, მთელი დრო ხელოვნებისთვის დაეთმო.

მშობლების დაკარგვით გამოწვეული ტკივილი პრუსტს დიდხანს სტანჯავდა. წლების მანძილზე თავისი ოთახიდან თითქმის არ გამოდიოდა. დღისით ეძინა, ღამით კი წერდა. როგორც ცნობილია, იგი მეგობრებსაც ღამით იღებდა.

1907 წლის ბოლოს პრუსტმა გაზეთ "ფიგაროში" გამოაქვეყნა სტატია, სადაც შეეცადა, გაეანალიზებინა ორი ცნება – მეხსიერება და დანაშაულის გრძნობა, რომლებმაც შემდგომში მის შემოქმედებაში საკვანძო მნიშვნელობა შეიძინეს.

1909 წელს მან ესეს "სენტ ბეკის წინააღმდეგ" წერა წამოიწყო. ეს ესე, საბოლოო ჯამში, მრავალტომიან ნაწარმოებში გადაიზარდა. მას პრუსტი სიცოცხლის ბოლო დღეებამდე წერდა. 1913 წელს ამ მრავალტომიანმა რომანმა ახალი სახელწოდება მიიღო – "დაკარგული დროის ძიებაში", რომლის პირველი ნაწილი იმავე წელს გამოქვეყნდა, მეორე ნაწილმა კი 1919 წელს ძმები გონკურების სახელობის პრემია (საფრანგეთის ლიტერატურული პრემია, დაარსებული ედმონ დე გონკურის ანდერძის თანახმად) დაიმსახურა. გარდაცვალებამდე, 1922 წლამდე, მარსელ პრუსტმა ამ ციკლის ხუთი ნაწილის გამოქვეყნება მოახერხა. დანარჩენი ნაწილები კი მისმა ძმამ, რიბერმა და მეგობრებმა, ჟაკ რივიერმა და ჟან პოლიანმა გამოაქვეყნეს.

პრუსტის შემოქმედებითი მეთოდი, რომელიც ძირითადად იმპრესიონისტულია, მეცხრამეტე საუკუნის რეალიზმის ეპოქაში დამკვიდრებული რომანის პრინციპებს დაუპირისპირდა. მწერალი პორტრეტის ხატვისას არ ცნობს ადამიანის პიროვნების განსაზღვრაში სოციალურ ფაქტორს. პრუსტი ფროიდის ფსიქოანალიზს ეყრდნობა. მის ნაწარმოებებში თხრობა მიმდინარეობს სპონტანურ მოგონებათა, ქვეცნობიერ მინიშნებათა კვალდაკვალ. მოვლენათა გადმოცემისას სრულებით არ არის დაცული დროის თანმიმდევრობა. მწერალი ცდილობს, ადამიანის ფსიქოლოგიისა და ინტელექტის კანონებს ახსნა მოუძებნოს.

მისი კონცეფციის მიხედვით, ადამიანის წარმოდგენა საკუთარ თავზე, სამყაროზე, საზოგადოებაზე პირობითია. ადამიანს არ ძალუძს, გასცდეს საკუთარი მე–ს ფარგლებს და თავისივე მსგავსთა ცხოვრების ჭეშმარიტი არსი შეიცნოს. მათი არსებობა გააზრებულია, როგორც "დაკარგული დრო". ამ რწმენას მწერალი პესიმიზმამდე მიჰყავს, რომ მხოლოდ ხელოვნება ათავისუფლებს ადამიანს ყოველგვარი პირობითობისაგან და იგი მარადისობას შეერწყმება. მარსელ პრუსტს ერთი ნაწარმოების ავტორს უწოდებენ (მიუხედავად იმისა, რომ იგი ასევე ავტორია რომანისა "ჟან სანტეი", მოთხრობებისა და ესეების კრებულის "სტერილიზაცია და ნარევი" და სხვა), რადგან ამ ერთმა თხზულებამ დიდი გავლენა მოახდინა მეოცე საუკუნის ფრანგული და საერთოდ ევროპული რომანის შემდგომ განვითარებაზე. მას ხომ მრავალი მიმდევარი და მიმბაძველი გამოუჩნდა.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მარსელ პრუსტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა. მარტოდმარტო დარჩენილი მწერალი ოთახიდან გამოსვლას თითქმის ვერ ახერხებდ უკანასკნელად საზოგადოებამ იგი 1921 წელს, ახალი წლის ღამეს იხილა.

მარსელ პრუსტი 1922 წლის 18 ნოემბერს საკუთარ სახლში გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია პარიზის პიერ ლაშეზის სასაფლაოზე.

ცნობილი გამონათქვამი – "ყოველ სოციალურ კლასს საკუთარი პათოლოგია აქვს" – მარსელ პრუსტს ეკუთვნის.

Tuesday, June 29, 2010


გიორგი გურჯიევი
გიორგი გურჯიევი (დ. 28 ნოემბერი, 1877 – გ. 29 ოქტომბერი, 1949), სომეხი-ბერძენი მისტიკოსი, ფილოსოფოსი. ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა თბილისში. მე–20 საუკუნის მისტიკოსი, ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი ბევრს მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო. 1919 წელს თბილისში დააარსა „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი”. საქართველოს ტერიტორიის საბჭოთა კავშირის მიერ ანექსირების შემდეგ იგი ემიგრაციაში მიდის საფრანგეთში. გარდაიცვალა პარიზში. მის კალამს ეკუთვნის მთელი რიგი ეზოთერული ნაშრომები.

ცნობილი მისტიკოსის გიორგი გურჯიევის ეროვნება და დაბადების თარიღი ზუსტად არ არის ცნობილი. დაბადების თარიღად ასახელებენ 1872 და 1877 წლებს. იგი დაიბადა ყარსში (ახლანდელი თურქეთი), გაიზარდა ალექსანდროპოლისში (გიუმრი; სომხეთი), მისი წარმოშობა და ეროვნებაც ბურუსით არის მოცული, ზოგი მას სომხურ-ბერძნულ წარმოშობას საუბრობს, ზოგი ასირიელად რაცხავს, ზოგი კი ქართველად. დაუზუსტებელი ბიოგრაფიული ცნობებით, მამით ბერძენი იყო, დედით – სომეხი. ასევე მისი ფსევდონიმია ”გურჯიევი” რაც ქართულად ”ქართველს” ნიშნავს.
მისი ამერიკელი მოწაფეების ცნობით, იგი ცუდად საუბრობდა რუსულად და ფრანგულად, კარგად იცოდა აზერბაიჯანული, სომხური და ამიერიკავკასიური (უნდა ვივარაუდოთ, რომ “ამიერიკავკასიური” ქართული იყო. ამას ამტკიცებს ამერიკელი მწერალ-ეზოთერიკოსის დ. ა. ჰალსის ცნობაც, ის წერს: “გურჯიევმა ბრწყინვალედ იცოდა არა მარტო ქართული ენა, არამედ ქართული ანბანიც როგორც მეომრებისთვის, ისე მღვდლებისთვის განკუთვნილი” (აქ ალბათ საუბარია მხედრულ და ნუსხურ ანბანებზე). იგივე, მისი გვარიც ქართულ წარმოშობაზე მიუთითებს
აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ დამტკიცდა სტალინის დაბადების ნამდვილი თარიღიც, იგი დაბადებულია არა 1879 წლის 21 დეკემბერს, როგორც ცნობილი იყო ფართო მასებისთვის, არამედ 1878 წლის 6 დეკემბერს – ძველი სტილით, ანუ ახალი სტილით 18 დეკემბერს (ეს მტკიცდება სტალინის ნათლობისა და თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდებში გაკეთებული ჩანაწერებით). სტალინმა დაბადების თარიღი სწორედ გურჯიევის რჩევით შეიცვლა- მან საკუთარ დაბადების თარიღს ერთი წელი და სამი დღე მიამატა, რითაც მან შეცვალა საკუთარი ასტროლოგიური მონაცემები და ამით შეუძლებელი გახდა მასზე ოკულტური თუ ფსიქოტრონული ზემოქმედება.
ერთ-ერთი ვერსიით გურჯიევი XIX საუკუნის ბოლოს სტალინთან ერთად თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა (სტალინი 1899 წელს სემინარიიდან მარქსიზმის პროპაგანდის გამო გარიცხეს). ალბათ სწორედ აქედან დაიწყო მათი ურთიერთობები. ძნელია ითქვას, რომ ისინი პარტნიორები ან ერთგული მეგობრები იყვნენ, თუმცა მკვლევარებმა სტალინის მოხსნებებში გურჯიევის ლექციების უდიდესი გავლენა აღმოაჩინეს.
XX საუკუნის დასაწყისში თვითონ გურჯიევი განიცდიდა სტალინის გავლენას, ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ რუსეთის პირველი რევოლუციის დროს, 1905 წელს გურჯიევი აქტიურად ჩაება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და მონაწილეობა მიიღო ჭიათურის აჯანყებაში, სადაც ის ტყვიით დაჭრეს. არსებობს ვერსია, რომ ის ურმით გადაიყვანეს ხევსურეთში, სადაც მას ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარეს და სხეულიდან ტყვია ამოუღეს, სავარუდოდ გურჯიევს ოპერაცია ცნობილმა “აქიმმა” მგელიკა ლიქოკელმა გაუკეთა.
ზებუნებრივი ფემონენით ადრევე დაინტერესდა. ბევრს მოგზაურობდა, განსაკუთრებით აზია (მონღოლეთი, პაკისტანი, თურქმენეთი, თურქეთი, ინდოეთი), და აფრიკა (ეგვიპტე) იზიდავდა. შეისწავლა სხვადასხვა ხალხთა რელიგია, ფოლკლორული მუსიკა და ცეკვა. ზოგჯერ არქეოლოგიურ გათხრებსაც აწარმოებდა. ტიბეტში ყოფნისას მას ტიბეტელი ლამებმა “თეთრი ეშმაკი” შეარქვეს (მას გავლენა ჰქონდა თვით დალაი-ლამაზე).
1919 წელს თბილისში დაარსა “ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი”. გურჯიევმა თბილისში დაბრუნების დროს შეიტყო, რომ მამამისი ივანე გურჯიევი მოეკლათ, ხოლო დედა და ახლო ნათესავები ტიფით გარდაცვლილიყვნენ.
როდესაც აშკარა გახდა ბოლშევიკების მიერ საქართველოს დაპყრობის გეგმა, იგი 1920 წლის ბოლოს სტამბოლში გაემგზავრა. გურჯიევს საქართველო-თურქეთის საზღვარზე ხალიჩების დიდი კოლექცია ჩამოართვეს. მისტიკოსთა რწმენით ამ კოლექციაში ონელი ებრაელის ვინმე მოშე შიმშილაშვილის “მფრინავი ხალიჩაც იყო (ზოგი მას “დიდი მონგოლის” ცისფერ ხალიჩადაც მიიჩნევს). თუმცა არსებობს ვერსია, რომ საზღვარზე ხალიჩების ჩამორთმევა შირმა იყო და გურჯიევმა ამით “სხვა რაღაც”, უფრო მნიშვნელოვანი “გააპარა. გურჯიევი 1922 წელს პარიზში ჩავიდა და იქვეს ახლოს, ფონტებლოში, ციხე-სიმაგრე იყიდა. 1930-იან წლების ბოლოსა და 1940-იანი წლების დასაწყისში ტიბეტში ჩავიდა, რომელიც იმ დროისთვის მთელი მსოფლიოსთვის “დახურულს” წარმოადგენდა.
ტიბეტში გურჯიევი რამდენჯერმე ინახულა ნაცისტმა რუდოლფ ჰესმა. ჰესს აინტერესებდა როგორ მიდიოდა ფაშისტების მიერ გაგზავნილი ექსპედიციის მუშაობა. ფაშისტები ტიბეტში მითიურ ქვეყანას – შამბალას ეძებდნენ. ჰესი ჭკვიანი ადამიანი იყო, იგი დარწმუნებული იყო ჰიტლერის გეგმების კრახში. გურჯიევთან შეხვედრისას უფრო განუმტკიცდა ამის რწმენა.
ბერლინში დაბრუნების დროს, როდესაც ასტროლოგმა ვრონსკიმ მას ფაშისტების მომავალი მარცხის შესახებ აუწყა, მან გერმანიის დატოვება გადაწყვიტა. ასტროლოგ ვრონსკის პროგნოზით ჰესსა და ბევრ სხვა ფაშისტ ლიდერსაც სახრჩობელა ელოდა. ჰესი ვრონსკის რჩევით 1941 წელს ბრიტანელებს ტყვედ ჩაბარდა. 1946 წელს, ნიურბერგის სასამართლო პროცესზე ჰესის გარდა ყველა ჩამოახრჩვეს, ჰესს კი სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 1980-იან წლებში მან ერთკაციან საკანში თავი ჩამოიხრჩო.
მეორე მსოფლიო ომის დროს ის საფრანგეთში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ გურჯიევი ჰიტლერს პირადად იცნობდა. მოგვიანებით გარკვეული კავშირი ჰქონდა ნაცისტებთან და მის სახელს უკავშირებენ საიდუმლო ორგანიზაცია “თულეს” შექმნას. არის მოსაზრება რომ ჰიტლერიც და სტალინიც იზიარებდნენ გურჯიევის მოსაზრებებს.
გურჯიევის ცნობილი “ენაგრამები”-ს ინტერპრეტაცია-გაშიფვრა ყველაზე უკეთესად ქართული ანბანის გამოყენებით ხდება და მკვლევართა აზრით, დიდი ალბათობა, რომ გურჯიევი მუშაობისას სწორედ ამ ანბანს იყენებდა. იგი იყო ზეფენომენი და შეეძლო უსუსური ადამიანისთვის უზარმაზარი სულიერი და ფიზიკური ძალა შთაებერა.
ბულგაკოვის ბიოგრაფები ამტკიცებენ, რომ რომანში “ოსტატი და მარგარიტა”, ვოლანდის პროტოტიპი სწორედ გურჯიევია. ამას ამტკიცებს ის ფაქტიც, რომ 1917 წელს გურჯიევის ესენტუკში ცხოვრების დროს, ბულგაკოვიც სწორედ იქ ისვენებდა და არ არის გამორიცხული, რომ სწორედ აქ მოხდა მათი შეხვედრა, რამაც მწერალს სერიოზული იმპულსი მისცა მომავალი რომანისთვის.
გურჯიევი ვერ იტანდა ტერმინ “ოკულტისტს” და საკმაოდ ამრეზილად უყურებდა თეოსოფებს, ასევე სკეპტიკურად იყო განწყობილი იოგის მიმართ, უფრო დერვიშიზმით იყო გატაცებული.
გურჯიევის აზრით ადამიანი არის ადამიანი არის არასრულფასოვანი არსება, იგი არ არის ჰარმონიული. იგი შედგება სამი დამოუკიდებელი ცენტრისგან (სული, პიროვნება, სხეული), რომელი ცენტრებიც ერთმანეთის ზეგავლენას არ განიცდიან, დეცენტრალიზებულია. ადამიანი მანქანაა და მექანიკურად ცხოვრობს. შედეგად ადამიანი რომ ადამიანი გახდეს, საჭიროებს სრულყოფას, გამოფხიზლებას, აუცილებელია, რომ მუდმივად ახსოვდეს საკუთარი თავი.
მიუხედავად იმისა რომ ადამიანი არასრულყოფილია, იგი შესაძლოა არსებობდეს მომავალში. “ნათელი მომავალი” ჰიტლერისთვის იყო ზეხალხის, ზეერის, გერმანული სუფთა რასის სახით, ხოლო სტალინისთვის მომავალი “სამართლიანი სოციალური ადამიანის და საზოგადოების” სახით, შესაბამისად რატომ არ შეიძლება დღევანდელი არასრულყოფილი ადამიანი გამოეყენებინათ იმ დიადი მიზნისთვის რომელიც მომავალში აღსრულდებოდა? შეძლება დაიხოცოს მილიონები ლაგერებში რომ მაგალითად გაიყვანონ კანალი და მდინარეებს შეუცვალონ მიმართულება და მოირწყვება უზარმაზარი ფართობი რაც გამოკვებავს უამრავ ხალხს (სტალინისთვის) ან კიდევ ჰიტლერისთვის თავისი სხვა მიზნებისთვის და ამას თუ შევხედავთ როგორც საქციელს ჩადენილს მომავალი ბედნიერი კაცობრიობის თუ ადამიანისთვის გადადგმულ ნაბიჯად.
არსებობს მოსაზრებები რომ ადრე არსებობდა დახურული და საიდუმლო სკოლები რომლებიც ფლობდნენ დახურულ ინფორმაციებს და ცოდნას. გურჯიევმა ბევრი იმოგზაურა და როგორც თვითონ აღწერს ასეთი სკოლების
მონახულება მისთვის პრიორიტეტი იყო.
გურჯიევს დიდი ხნის განმავლობაში არ გამოუცია წიგნი, როგორც ჩანს თავიდან აცნობიერებდა ამის საშიშროებას, თუმცა მოგვიანებით მისმა მსმენელებმა ყველამ თავისი იტერპრეტაციით დაიწყეს წიგნების წერა ამ თემებზე, რამაც ბევრი გაუგებრობა გამოიწვია და ბოლოს თხოვეს მას პირადად რომ დაეწერა წიგნად.
გურჯიევს მსოფლიოში დიდ პატივით მოიხსენიებენ. უამრავი წიგნი არსებობს როგორც მისი, ასევე მასზე. მის ფილოსოფიას მილიონობით მიმდევრები გაუჩნდა.

Monday, June 28, 2010



ეზრა პაუნდი
ეზრა პაუნდი (1885-1972) “დამნაშავე” შემოქმედთა შორის, რომელთა ნაკლებობასაც
კაცობრიობის კულტურა არასდროს განიცდიდა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, ისე, როგორც
– საერთოდ პოეზიის სამყაროში. მის დანაშაულს, მოკლედ და კონკრეტულად, ფაშიზმთან
თანამშრომლობა წარმოადგენდა. ამ თანამშრომლობის იძულებითი შეწყვეტის დროდ 1945
წელი ითვლება, როცა მუსოლინის პოლიტიკის ერთგული დამცველი ეზრა პაუნდი
იტალიელმა პარტიზანებმა შეიპყრეს; როგორც ამერიკის მოქალაქეს(მიუხედავად იმისა, რომ
ოცდაჩვიდმეტი წელი გაატარა ემიგრაციაში, იგი ყოველთვის ინარჩუნებდა ამერიკის
მოქალაქეობას), ბრალი დასდეს სახელმწიფოს ღალატში და სიამოცი წლის პოეტი, რომლის
დანაშაულიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა, ვაშინგტონში გადაიყვანეს. მაგრამ ვიდრე
ამერიკაში დააბრუნებდნენ, ნახევარი წელი პიზასთან სახელდახელოდ სექმნილ ბანაკში
ამყოფეს, სადაც ნება დართეს – ხელოვნების სფეროში განსაკუთრებული დამსახურების გამო
– თან ჰქონოდა ორი წიგნი. პაუნდის მიერ არჩეული ეს ორი წიგნი იყო: კონფუცის
თხზულებათა კრებული და ჩინური ლექსიკონი. პაუნდს ისინი სჭირდებოდა თავის ეპიკურ
პოემაზე – ჩანტოს – მუშაობის გასაგრძელებლად. ბანაკში მას ინფორმაციას არ აწვდიდნენ და
ომის დამთავრების და ჰიროსიმას შესახებ არაფერი იცოდა. უფრო მეტიც, როცა
ვაშინგტონში მიჰყავდათ, ფიქრობდა, - ალბათ, სახელმწიფო დეპარტამენტს იაპონურ
კულტურაში გათვითცნობიერებული ხალხი სჭირდებაო. იგი არათუ დამნაშავედ არ გრძნობდა
თავს, არამედ გულწრფელად თვლიდა, გაუგებრობის მსხვერპლი ვარო. ერთი პერიოდი იმასაც
ფიქრობდა, რომ ამერიკის ხელმძღვანელობას აუცილებელ დახმარებას გაუწევდა სტალინთან
ურთიერთობაში; ამ მიზნით, ხელისუფლებას შესთავაზა, რომ რამდენიმე თვეში
დაეუფლებოდა ქართულ ენას და სტალინს მის მშობლიურ ენაზე აუხსნიდა ამერიკული
კონსტიტუციის უპირატესობას საბჭოურთან შედარებით. ალბათ, ეს ფაქტიც განაპირობებდა
(ფაშისტურ პრესაში მისი პუბლიკაციების და რადიოში გამოსვლების ანალიზის შედეგად
გაკეთებულ დასკვნებთან ერთად), რომ ბევრი მნიშვნელოვანი ფიგურა – მათ შორის ელიოტი
და ჰემინგუეი – პაუნდს თვლიდა არა პოლიტიკურ დამნაშავედ, არამედ – შეურაცხადად.
ოთხი კაცისგან შემდგარმა სამედიცინო ექსპერტიზამ კი პოეტს მანიაკალური ფსიქოზის
დიაგნოზი დაუსვა, და იგი სასამართლოდან პირდაპირ ფსიქიატრიულ ჰოსპიტალში იქნა
გადაგზავნილი, სადაც თორმეტ წელზე მეტი დაჰყო. ამას ხელი არ შეუშლია ჰოსპიტლის
“პაციენტისთვის”, რომ 1949 წლის გაზაფხულზე ბოლინჯენის პრესტიჟული პრემია მიეღო
სწორედ პიზას ბანაკში დაწერილი ლექსების ციკლისთვის “პიზაური სიმღერები”. პრემიის მიმნიჭებელი ჟიურის ცამეტი წევრიდან პაუნდს რვამ მისცა ხმა, მათ შორის – ელიოტმა,
ოდენმა და ლოუელმა. ამ ფაქტს თომას მანმა სამიოდე წლის მერე, იუნესკოს კონგრესზე
წაკითხულ მოხსენებაში, შემდეგი სახის კომენტარი გაუკეთა: “გაბედული მხატვარი,
ავანგარდისტი ლირიკაში, ისიც ფაშიზმის მკლავებში მოხვდა (მანმა პაუნდის შემთხვევა
განიხილა, როგორც ჰამსუნის შემთხვევის ანალოგური; მოხსენებაში ეს ადგილი სწორედ
ჰამსუნზე მსჯელობას მოსდევს – დ. ბ.), მის პროპაგანდას ეწეოდა მეორე მსოფლიო ომის
დროს, როგორც აქტიური პოლიტიკური მოღვაწე, და თამაში წააგო, ომში დემოკრატიული
ძალების გამარჯვების წყალობით. როცა ის დაპატიმრებული და მოღალატედ შერაცხილი
იყო, ჟიურიმ, რომელიც ფრიად დამსახურებული ანგლო-ამერიკელი მწერლებისგან
შედგებოდა, მას მაღალი ლიტერატურული პრემია მიანიჭა, ბოლინჯენის პრემია, რითაც
წარმოადგინა პოლიტიკისგან ესთეტიკური განაჩენის დამოუკიდებლობის დიდებული
მაგალითი”. თუმცა მწერალი იქვე შენიშნავდა, იქნებ ეს განაჩენი, სინამდვილეში, არც ისე
შორს იდგა პოლიტიკისგან, როგორც ერთი შეხედვით ჩანსო, და სვამდა კითხვას, -
მიანიჭებდნენ თუ არა ჟიურის ეს ფრიად დამსახურებული წევრები ეზრა პაუნდს პრემიას, ის
რომ მოულოდნელად ფაშისტი არ გამხდარიყოო.
ასეა თუ ისე, პოეტის ლიტერატურულ რეაბილიტაციასთან არაფერი ჰქონდა საერთო ამ
შემთხვევას. ოცდაათიანი წლებისთვის არა მხოლოდ მისი მნიშვნელობა იყო აღიარებული,
არამედ – ისიც, რომ პაუნდის მერე ანგლო-ამერიკულ პოეზიაში არაფერი გაკეთებულა ისეთი,
რაც – უშუალოდ თუ ირიბად – მის მიღწევებთან არ იქნებოდა დაკავშირებული. როგორც
აღნიშნავენ, სწორედ პაუნდმა მისცა ინგლისურენოვან პოეზიას ის სახე, რომელიც მას დღეს
აქვს. გარდა იმისა, რომ პაუნდის იდეებზე და ესთეტიკურ შეხედულებებზე თაობები
იზრდებოდნენ, იგი ხელს უმართავდა და იცავდა თავის დროზე ელიოტს და ფროსტს, ჯიოსს
და ჰემინგუეის.
პაუნდი ათიანი წლების ავანგარდის ყველაზე ავტორიტეტულ ფიგურას წარმოადგენდა.
ის იყო ამერიკულ ლიტერატურაში უმნიშვნელოვანესი მიმდინარეობის, იმაჟიზმის, ლიდერი.
1915 წელს, ოლდინგტონთან და ლოუელთან ერთად, შეადგინა ანთოლოგია სახელწოდებით
“იმაჟისტები”, რომლის წინასიტყვაობაშიც ამ სკოლის პრინციპებს განმარტავდა და წერდა,
რომ იმაჟიზმის ამოცანას შეადგენდა თემატიკის თავისუფლება, თანამედროვე რიტმიკის ძიება,
“სწორი” ლექსის უარყოფა და სასაუბრო ენის ფართოდ გამოყენება. პაუნდის აზრით,
პოეზიას მეტყველებისთვის უნდა დაებრუნებინა საწყისი აზრი და ამით ხელი შეეწყო
რევოლუციური ენის შექმნისთვის, გაეწმინდა ცნობიერება მითებისგან. იმაჟიზმს საფუძვლად
დაედო ინგლისელი ფილოსოფოსის და კრიტიკოსის თომას ჰიუმის (1883-1917)
ნეოკლასიცისტური თეორია, რომელიც რომანტიზმის თეორიას უპირისპირდებოდა. ჰიუმი
უარყოფდა პოეტურ აღმაფრენას და ქადაგებდა ინტელექტუალურ პოეზიას, რომელიც, მისი
თქმით, “გარემო სინამდვილის” გადმოცემას კი არ ესწრაფვის, არამედ – იმ სიღრმისეული,
პირველადი “ობიექტის” რაციონალურ რეკონსტრუქციას, რომელიც თვალსაჩინო საგნობრივი
ფორმების უკან დგას. ცნობილი ამერიკელი ლიტერატურათმცოდნე, ამერიკული “ახალი
კრიტიკის” მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ჯ. ფრენკი 1945 წელს დაწერილ ერთ თავის
ნაშრომში აღნიშნავდა, სწორედ იმაჟისტური მოძრაობისგან მიიღო თანამედროვე ანგლოამერიკულმა
პოეზიამ პირველადი იმპულსი; იმაჟიზმმა მიუთითა გზა ახალი პოეზიისკენ,
უარყო რა ვიქტორიანული სენტიმენტალური მრავალსიტყვაობაო. ფრენკის აზრით, იმაჟიზმის
ლიდერის, პაუნდის, მიერ მხატვრული სახის განსაზღვრება პირველხარისხოვანი
მნიშვნელობისაა ნებისმიერი ლიტერატურული კვლევისთვის; “სახე, - წერს პაუნდი, - ესაა
ინტელექტუალური და ემოციური კომპლექსის მთლიანობა მოცემულ მომენტში”. აქედან
გამომდინარე, ასკვნის ფრენკი, პაუნდისთვის სახე არის არა რეალობის თვალსაჩინო აღდგენა,
არამედ სხვადასხვა, ერთმანეთისგან დაშორებული, იდეებისა და ემოციების შეერთება ერთიან
მთელში, რომელიც წარმოდგენილია სივრცეში დროის გარკვეულ მომენტში; ასეთი ერთიანი
მთელი აღიქმება არა ლოგიკური თანმიმდევრობით ენის კანონებთან თანხმობაში, არამედ
მკითხველის აღქმას იპყრობს წამიერი, მოულოდნელი ზემოქმედებით. მკვლევარს მოაქვს
ამონაწერი პაუნდიდან, რომელშიც ნათქვამია, რომ ასეთი ეფექტი – მოვლენის უშუალოდ
იმავდროული გამოხატვა – იწვევს “უეცარი გათავისუფლების განცდას; დროით და სივრცით
შეზღუდვისგან გათავისუფლების განცდას; უეცარი ზრდის განცდას, რომელსაც ვგრძნობთ
ხელოვნების დიად ნაწარმოებთან პირისპირ დგომისას”. ათიან წლებშივე, უ. ლუისთან
ერთად, პაუნდმა შეიმუშავა ვორტიციზმის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა
თანამედროვე ცივილიზაციის დინამიკის, მანქანური რიტმისა და ენერგიის, მისი სილამაზისა
თუ სიმახინჯის ფორმათა ასახვას (რაც პათოსით ფუტურიზმის ანალოგური იყო).
პაუნდმა, როგორც აღნიშნავენ, ხელახლა აღმოაჩინა ანტიკური, შუა საუკუნეების და
აღმოსავლური პოეზია. უძველესი ჩინური პოეზიის ნიმუშებს ამერიკელი მკითხველი
პირველად სწორედ მისი თარგმანებით გაეცნო. პოეტს კულტურულ საგანძურთან მიმართების
საკუთარი მეთოდი ჰქონდა. ამ შორეულ, ჩვენგან საუკუნეებით დაშორებულ რეალობაში შეღწევას იგი “ნიღბების” შექმნას უწოდებდა. ამოცანა შესრულებულად ითვლებოდა, თუ
პოეტის პიროვნება ისე განზავდებოდა წარსულში, რომ იგი წარსულის ორიგინალს
დაემსგავსებოდა და “ფრაგმენტ-რეკონსტრუქცია” იქნებოდა. ლიტერატორები თვლიან, რომ
ძველი პოეტების ლი ბოს, ვიიონის, ტრუბადურების პაუნდისეულ ინტერპრეტაციებს
რევოლუციური მნიშვნელობა ჰქონდა, მისი არსი თარგმანის საზღვრებს ბევრად
სცილდებოდა. ელიოტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა პაუნდის მიერ პროვანსული და შუა
საუკუნეების იტალიური პოეზიის კვლევას. მისი თქმით, პაუნდმა ამ პოეზიაში აღმოაჩინა
რაღაც კონსტანტური ადამიანური ბუნებისთვის. პაუნდის ლექსების 1928 წელს გამოცემული
კრებულის წინასიტყვაობაში ელიოტი წერდა: “პაუნდის ნამუშევრებში ჩვენ უნდა
გავითვალისწინოთ ორი ასპექტი – ლექსთწყობა, რომლის თავისებურებაში მჟღავნდება
პროვანსული, შუა საუკუნეების იტალიური, ძველინგლისური პოეზიის, ხოლო შემდეგ –
ჩინელი პოეტების და პროპერცოსის გავლენის კვალი; და ღრმად ინდივიდუალური განცდა,
რომელიც ყოველთვის როდი მჟღავნდება ლექსთა ფორმალურ სინატიფეში”. პაუნდი სწორედ
რენესანსამდელი კულტურის გაცნობიერებას მოითხოვდა და უარყოფდა ჰუმანიზმთან
დაკავშირებულ ხელოვნებას. დანტეს, ვიიონის, იაპონელი და ჩინელი პოეტების შემოქმედება,
მისი აზრით, კულტურას გაათავისუფლებდა “რომანტიზმისგან, ჰუმანიზმისგან და
ინდივიდუალიზმისგან”, რაც პაუნდისთვის თითქმის სინონიმური ცნებები იყო. ცხადია, ეს არ
გულისხმობდა მაღალ ღირებულებებზე უარის თქმას. პირიქით, საქმე ეხებოდა მხოლოდ იმის
უარყოფას, რაშიც პოეტი რაციონალიზმისა და უკიდურესი ეგოიზმის დამღუპველ
ზემოქმედებას ხედავდა; იგი თავგამოდებით იცავდა, აგრეთვე, ხელოვნების დამოუკიდებელ
ღირებულებას. მის მიერ ათიან წლებში შექმნილ ერთ საპროგრამო წერილში ვკითხულობთ:
“ნამდვილი ხელოვნება, რამდენად “ამორალურიც” უნდა გვეჩვენებოდეს, ყოველთვის
აბსოლუტურად ზნეობრივია... ნამდვილ ხელოვნებას, უბრალოდ, არ შეუძლია ამორალური
იყოს. ნამდვილ ხელოვნებაში მე ვგულისხმობ ისეთ ხელოვნებას, რომელიც მართალ
მონაცემებს იძლევა და, ამასთან, ცდილობს, რომ მიღწეულ იქნას რაც შეიძლება დიდი
სიზუსტე”. აღნიშნავენ, რომ ჯოისს ყოველთვის განაცვიფრებდა სიზუსტის ასეთი მოთხოვნა;
მას უკვირდა, რომ პაუნდი ხელოვნებისგან შეუძლებელს – პირდაპირ სარგებელს, ცხოვრების
შესახებ ხელოვანის ცნობების აბსოლუტურ სიზუსტეს – მოითხოვდა, და ამ მოთხოვნას
ამერიკული პრაგმატიზმის გამოვლენად თვლიდა.
პაუნდის მსოფლმხედველობაში ერთმანეთს უპირისპირდება ორი ცნება: მევახშეობა და
კულტურა. პირველი თანამედროვე სამყაროს ნივთობრივი აგებულების გამომხატველია, რაც
გაგებულია, როგორც ბუნების წინაშე ჩადენილი ცოდვა, პოეტური ენერგიის მკვლელობა,
გასაყიდად ყველაფრის გამოტანა. ასეთმა ტენდენციამ, ამბობს იგი, დაარღვია სამყაროს დიდი
ჰარმონია, შერყვნა ინდივიდის შესახებ უმაღლესი წარმოდგენები და ნამდვილი ფასეულობები,
ადამიანური მოდგმა მორჩილ ფარად აქცია, რომელშიც ყველა მონა ერთმანეთის მსგავსია.
კულტურა, საპირისპიროდ ამისა, ადამიანის ადამიანურობას იცავს, პიროვნულობას
განამტკიცებს და ინდუსტრიის გიგანტურ მანქანას უჯანყდება. კულტურის პაუნდისეული
გაგება ენათესავება სიცოცხლის ფილოსოფოსების, მაგალითად ორტეგა-ი-გასეტის მიერ
ნამდვილი სიცოცხლის, როგორც “ფუნდამენტური რეალობის” გაგებას.
20-30-იან წლებში პოეტი გაიტაცა კონცეპციამ, რომელსაც თავად მან
“იდეოგრამატიკული მეთოდი” უწოდა (შემდეგ ხელახლა რომ აღორძინდა კონკრეტულ
პოეზიაში). მას შემთხვევით ჩაუვარდა ხელში ამერიკელი სინოლოგის ე. ფენოლოზას
შრომები, რომლებშიც მტკიცდებოდა, რომ იეროგლიფი მხატვრული სახის ელემენტებს
შეიცავს, რაც ქმნის სწორედ მის სპეციფიკას, და მას “ბუნებაში მიმდინარე პროცესების
ცოცხალ სტენოგრამად” აქცევს; რომ იეროგლიფით შეიძლება ნებისმიერი აბსტრაქტული
აზრის გამოხატვა; ამიტომ, წერდა ფენოლოზა, იეროგლიფები “იდეალურ ენას” ქმნიან. პაუნდი
უფრო შორს წავიდა. მისი აზრით, ყოველი ორი, ერთმანეთის გვერდით მოთავსებული
იეროგლიფი არა მხოლოდ მესამე ენას ქმნის, არამედ ააშკარავებს ყოველი მათგანის მიერ
დაფიქსირებულ ახალ ცნებას; ამ დროს არ ხდება საგნობრივი სამყაროდან აბსტრაჰირება.
იეროგლიფებში ჩანს ცხოვრების სხვადასხვა რეალია, იეროგლიფებით აღნიშნული ცნება კი
ასეთ რეალიებს შორის რაციონალური აზროვნებისთვის მიუწვდომელ კავშირებს ამყარებს.
სწორედ ასეთი კავშირების დამყარების მცდელობას წარმოადგენდა “იდეოგრამატიკული
მეთოდი”. ყველაფერთან ერთად, ეს მეთოდიცა გამოყენებული პაუნდის გიგანტურ პოემაში
ჩანტოს, რომლის წერასაც მან ნახევარ საუკუნეზე მეტი შეალია და რომელიც დაუმთავრებელი
დარჩა. ამ პოემაზე მუშაობა მან 20-იან წლებში დაიწყო და განაგრძობდა როგორც
პატიმრობის, ისე “მკურნალობის” პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პოემას
ბევრი ახასიათებს, როგორც გაუგებარს, უკიდურესად ეკლექტიკურს, ბუნდოვანს და ა. შ.
(რაც გაპირობებულია იმით, რომ ნაწარმოები დატვირთულია ურთულესი ალუზიებით და
ასოციაციებით, მრავალენოვანია, ციტირებულია მასში აურაცხელი – სრულიად სხვადასხვა
დარგის – ლიტერატურა), ურიგო არ იქნება, ელიოტის თვალსაზრისსაც თუ მოვისმენთ.
“ფორმა და განცდა, - წერს ელიოტი, - პაუნდის პოეზიაში ურთიერთგანმსჭვალვის უმაღლეს
წერტილს აღწევს მის წიგნში ჩანტოს. უნდა გამოვტყდე, რომ იგი ერთი იმ იშვიათ
წიგნთაგანია, ჩემს თანამედროვეთა მიერ დაწერილი, რომელსაც წარმოუდგენელი ტკბობით
ვკითხულობ”. მაგრამ ისიც უნდა დაზუსტდეს, რომ აქ მხოლოდ ჩანტოს-ის 1928 წლამდე
შექმნილი ნაწილი იგულისხმება.
დაბოლოს, ხაზი უნდა გაესვას, ამერიკისადმი ეზრა პაუნდის უკიდურეს სიძულვილს.
პოეტი თვლიდა, რომ ამერიკული ცივილიზაცია წარმოადგენს ცივილიზაციის უმახინჯეს
ფორმას, ვულგარულსა და უგემოვნოს, მერკანტილურსა და უტილიტარულს. როცა
ჰოსპიტლიდან გათავისუფლებული პაუნდი ერთი თვის მერე ნეაპოლს გაემგზავრა, იტალიელ
ჟურნალისტებს განუცხადა, მთელი ამერიკა ერთი დიდი საგიჟეაო.

ეზრა პაუნდი
"მადლობას გიხდი, ყველაფრისათვის" თქვა და შებრუნდა
და როცა სხივი, ყვავილებში ნალაციცევი
გაქრა, როგორც კი ქარმა დაჰკრა თავისებურად,
მან მე დამტოვა. მაგრამ არა, რაც უნდა მოხდეს-
ერთი საათი იყო სხივი, და ცის ღმერთებიც
იმ ერთ საათზე უფრო ლამაზ სანახაობის
ვერ იქნებიან, სატრაბახოდ, ვერსად შემსწრენი.



Erat Hora
by Ezra Pound
 

"Thank you, whatever comes." And then she turned
And, as the ray of sun on hanging flowers
Fades when the wind hath lifted them aside,
Went swiftly from me. Nay, whatever comes
One hour was sunlit and the most high gods
May not make boast of any better thing
Than to have watched that hour as it passed.

Wednesday, June 16, 2010


მარლენ დიტრიხი
ოფიციალურად მომავალი კინოლეგენდა ქვეყანას 1901 წელს მოევლინა, თუმცა თავის ოთხმოცდამეათე დაბადების დღეზე იმის დამტკიცებას ცდის, რომ სინამდვილეში 4 წლით გვიან დაიბადა. სკოლა არასდროს აინტერესებდა, ამიტომ სწავლა სიმწიფის ატესტატის მიღებამდე გაცილებით ადრე მიატოვა. არც ქარაფშუტა ყოფილა როდესმე. მოსწავლე იყო, როცა დაქალის რვეულში ჩაუწერია: «ბედნიერება, ბოლოს და ბოლოს, ბეჯით და გულმოდგინე ადამიანებთან მიდის». ადრეული წლებიდან აღმერთებდა ორ რამეს - კინოს და მუსიკას. როცა XX საუკუნის დასაწყისის ვარსკვლავის ჰენი პორტენის მისამართი როგორღაც გაიგო, ყოველ დღე მიდიოდა მის ფანჯრებთან და ვიოლინოზე სერანადებს უკრავდა. მერე ადგილობრივი კინოთეატრის ორკესტრში მოეწყო. მალე გაათავისუფლეს, დირიჟორის აზრით, გოგონა მუსიკოსებს ყურადღებას თავისი ლამაზი ფეხებით უფანტავდა. მარლენის ფეხები მხოლოდ ორკესტრანტებს როდი "იპყრობდა". მალე მათ წინაშე ქედი მთელმა მსოფლიომ მოიხარა. მანამდე კი, ერთ-ერთ თეატრში მოეწყო, გამოდიოდა სცენაზე და აკეთებდა "ველოსიპედს". სპექტაკლებისგან თავისუფალ დროს გრძელწინდების რეკლამაში იღებდნენ. მერე დიტრიხის შესახებ პირველი ჭორი ვრცელდება - მისი ფეხები 1 მილიონ მარკადაა დაზღვეულიო. კინოდებიუტი 1922 წელს ფილმ "პატარა ნაპოლეონში" შედგა და მსახიობის ცხოვრებაში მაინცდამაინც დიდი გარდატეხა არ შეუტანია. მოგვიანებით მარლენი დაწერს, რომ, როცა ეკრანზე საკუთარი თავი დაინახა, წამოიყვირა, ღმერთო ჩემო, ბანჯგვლიან კარტოფილს ვგავარო. ერთი წლით ადრე ცოლად რუდოლფ ზიბერს გაჰყვა და ქალიშვილი შეეძინა. დიტრიხს არც უფიქრია მაშინ, ცხოვრება კინოსთან დაეკავშირებინა. შემდეგ გაიცნობს კაბარეს ვარსკვლავს კლერ ვალდოლფს, რომელიც შეიფარებს. სწორედ კლერმა ასწავლა ახალგაზრდა ქალს საზოგადოების სიმღერით მოხიბვლა მაშინაც, როცა გადასარევი ხმა არა გაქვს. კლერთან ურთიერთობის გამო, რომელიც საიდუმლოდ არ ინახავდა ქალების მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, დიტრიხზე კიდევ უფრო მეტს საუბრობენ. ღიად ტრიალებს ბერლინის ბისექსუალურ წრეებში, საზოგადეობაში ბინოკლითა და ფრაკით ჩნდება. მაგრამ ჯერჯერობით მერლინი "ერთ-ერთია". საბედისწერო აღმოჩნდა ცნობილ რეჟისორ შტერნბერგთან შეხვედრა ერთ-ერთ კაფეში, სადაც დიტრიხი მორიგი უმნიშვნელო ფილმის გადაღებისგან ისვენებდა. შტერნბერგი შემდეგ დაწერს, რომ მაშინვე მიხვდა, როგორი ჭკვიანი იყო მარლენი და რომ ეს იშვიათი თვისებაა მსახიობისთვის, მით უფრო ასეთი ლამაზისთვის. მზერა გაცვალეს, შტერნბერგმა სავახშმოდ დაპატიჟა. დიტრიხი არ მოვიდა. რეჟისორმა მიპატიჟება გაიმეორა. მარლენი არც ამჯერად გამოჩენილა რესტორანში. დაინტრიგებული შტერნბერგი, რომლისთვის უარის თქმა მანამდე არავის გაუბედავს, პირადად მივიდა მსახიობთან და ჰკითხა, რაში იყო საქმე. «რა საკითხთან დაკავშირებით გსურთ ჩემთან შეხვედრა?» - ცოტა ქედმაღლურად იკითხა ქალმა. ამან ყველაფერი გადაწყვიტა. რეჟისორი მაშინ "ცისფერი ანგელოზისთვის" მთავარი როლის შემსრულებელს ეძებდა და მარლენის მოსინჯვა გადაწყვიტა. ისეთ გამაოგნებელ წარმატებას, როგორიც ფილმს მთელ მსოფლიოში უნდა რგებოდა, არავინ ელოდა! შტერნბერგი და 28 წლის დიტრიხი ჰოლივუდში მიემგზავრებიან, სადაც მოუთმენლად ელოდნენ ევროპელ მსახიობს. სცენარის მიხედვით გადასაღებ მოედანზე მამაკაცის კოსტიუმით უნდა გამოჩენილიყო - ამერიკისთვის ეს შოკი იყო. თუმცა მხოლოდ ამერიკისთვის - არა.მონტე-კარლოში დიტრიხს კაზინოში შესვლა აეკრძალა, ლონდონში ერთი სასტუმროდან მეორეში გადასვლა უხდებოდა, რადგან დაწესებულებათა უმავლესობის ადმინისტრაცია ვერ ბედავდა იმ მსახობის მიღებას, რომელიც ასე ღიად საუბრობდა თავის ლესბოსურ გატაცებებზე. პარიზში შეეძლოთ, ნებისმიერ მომენტში დაეპატიმრებინათ - შარვლით დასეირნობდა ქუჩებში. დიტრიხი ისე იქცევა, თითქოს არანაირი მნიშვნელობა საზოგადოების აზრს მისთვის არ ჰქონდეს. სინამდვილეში ეს თამაში იყო. მარლენს მაყურებლის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო, მაშინაც თამაშს იწყებდა, როცა ოთახში კატა შემოდიოდა. პირველი ამერიკული ფილმი «მაროკო» უდიდეს შემოსავალს მოიტანს, გიჟური ტირაჟით იყიდება ოდნავ ჩახლეჩილი ხმით შესრულებული სიმღერების ფირფიტები. მარლენი ჰოლივუდში სახლს ყიდულობს - მდიდრულ ვილას, რომელსაც შიგნიდან თეთრი (მისის საყვარელი ფერი) ბეწვი აქვს გამოკრული. რეჟისორებსა და პროდუსერებს ჩვეულებრივ პენუარით იღებს, "რომელშიც ყველაფერი ილანდებოდა ამბიციების გარდა".ევროპაში მორიგი მოგზაურობის დროს მარლენმა რემარკი გაიცნო. თავიდან სახელგანთქმულმა მწერალმა ის ქარაფშუტა მომღერლად აღიქვა და ძალიან გაუკვირდა, როცა მის ხელში რილკეს ლექსების ტომი დაინახა. დიტრიხს მისი მზერა არ გამოპარვია, წიგნი მწერალს გაუწოდა და შესთავაზა, ნებისმიერი ლექსი დაასახელეთ და ზეპირად წაგიკითხავთო. რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო, რემარკს ეს "ფოლადის ორქიდეა" (როგორც მოგვიანებით უწოდებს) არ შეყვარებოდა. კანონიერ ქმართან მსახიობის ურთიერთობა უცნაურზე უცნაური იყო. რუდოლფი რუს ემიგრანტ ქალთან თამარა კრასინასთან ცხოვრობდა ბინაში, რომელიც მათთვის მარლენმა იქირავა. სამაგიეროდ, ქმარმა საკუთარ თავზე აიღო ქალიშვილის აღზრდა. რემარკთან რომანისგან დიტრიხის ყურადღება ჰოლივუდის ყველაზე პოპულარული და შემოსავლიანი მსახიობი ქალების სიამ გაიტაცა. დიტრიხმა ამ ნუსხაში 137-ე ადგილი დაიკავა. ჰოლივუდურ ოლიმპზე მარლენი ჯო პასტერნაკის ფილმში ("დესტრი უნაგირზე ჯდება") შესრულებულმა მთავარმა როლმა დააბრუნა. ჰიტლერი, რომელიც ამ დროს გერმანიის ხელისუფლებაში მოდის, ოცნებობს, ერთგული ქვეშევრდომად იხილოს ცნობილი დიტრიხი. მასთან ჰებელსს აგზავნის ბრძანებით, ნებისმიერ ფასად დააბრუნოს მსახიობი სამშობლოში. მაგრამ მარლენი ამერიკაში რჩება და ამერიკულ მოქალაქეობას მიიღებს. ღვიძლ დაზეც უარს ამბობს, რადგან ეს უკანასკნელი აქტიურად ემხრობა ნაცისტებს. ბოლო დღეებამდე ამტკიცებს მსახიობი, რომ ოჯახში ერთადერთი შვილი იყო. პარიზში ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დიტრიხს ჟან გაბენი შეუყვარდება და იყოლიებს მას ამერიკაში გადასვლაზე. საგანგებოდ მისთვის ყოველ დღე აკეთებს სადილს და ბრწყინვალებამდე ასუფთავებს სახლს. იდილიას ომი არღვევს. პირველი შესაძლებლობისთანავე გაბენი ფრონტზე მიდის, მოგვიანებით მარლენიც მიყვება. პირდაპირ ბრძოლის ველზე შეხვდებიან ერთმანეთს. გაბენი ბედნიერებით გაბრწყინებულ ქალს მრისხანე შეძახილით ხვდება: «რა ჯანდაბას აკეთებ აქ?» დიტრიხი უგონოდ უყვარდა, ცოლობას სთხოვდა და ძალიან უნდოდა შვილები. მაგრამ მარლენი ძველებურად ზიბერის ცოლად რჩებოდა, და გაბენთან სამოქალაქო ქორწინება მისთვის სავსებით ხელსაყრელი იყო.ნიუ-იორკში გადაღებებზე მიწვევას რომ მიიღებს (ფული არ ჰქონდთ და 100 000-დოლარიანი ჰონორარი ნამდვილად სჭირდებოდათ), დაუფიქრებლად თანხმდება და გაბენს ტოვებს. ის, რომ მისი საყვარელი ჟანი, შესაძლოა, წასულიყო, ველურობად ეჩვენებოდა. გაბენი ეჭვიანი იყო. ეჭვიანობის მორიგი შეტევის დროს - შეეძლო დაერტყა კიდეც მარლენისთვის. თუმცა არც ქალი რჩებოდა ვალში. ჰემინგუეისგან კრივის რამდენიმე ილეთი ესწავლა და ძალიან მარტივად ახერხებდა საყვარელი ჟანის ნოკაუტში გასტუმრებას. მაგრამ ნიუ-იორკში გამგზავრება ჟანმა არ აპატია. სულ რამდენიმე დღეში დაქორწინდა 18 წლის მანეკენზე, რომელმაც 3 შვილი აჩუქა. მარლენს არ სჯეროდა, რომ ყველაფერი დამთავრდა. მასთან შეხვედრებს ეძებდა, ჟან მარესთან ერთად გაბენის მონაწილეობით ფილმების დაუსრულებელ ჩვენებებზე დადიოდა და როცა გაიგო, რომ ნორმანდიასთან საფლავისთვის ადგილი შეიძინა, თავადაც მეზობელი ნაკვეთი იყიდა. კინოს მესვეურებისთვის დიტრიხი მალე უინტერესო გახდა. «როგორია დიტრიხი? ეს უკვე ისტორიაა», - მსჯელობდნენ პროდიუსერები. და მარლენი ევროპაში ტურნეს იწყებს. დიტრიხს არ უყვარდა საკუთარ თავზე მოყოლა, არავის აძლევდა ინტერვიუს. გამონაკლისი გახდა ცხოვრების ბოლო წლები, როცა მსახიობი ბინის ფულსაც ვერ იხდის და გამოსახლების მუქარის წინაშე მყოფს, 20 ათას დოლარად ჟურნალ "შტერნს" თანხმდება ინტერვიუზე. როცა ზოგიერთი თარიღის აცილებაზე უთითებდნენ, დიტრიხი პასუხობდა, რომ მემუარებს კითხულობდა და არა დღიურს. პრესაც იმავეთი პასუხობდა. 70-იან წლებშო ერთ-ერთმა გაზეთმა დაწერა, რომ დიტრიხის გამოსვლებზე დასწრება მხოლოდ ნეკროფილებს. "ანომალიური ბებია" უწოდეს, რომელმაც პირველმა გაბედა სცენაზე გასვლა გამჭვივალე კაბით, რომელსაც ზედატანი არ ჰქონდა. ხოლო როცა მისი სიკვდილის ცნობა გავრცელდა და მარლენმა ჟურნალისტებს დაურეკა, ცოცხალი ვარო, ერთ-ერთმა ჟურნალმა გარეკანზე დაწერა: «დიტრიხი რეკავს და გვაფრთხილებს, რომ ისევ ცოცხალია». ერთადერთი, ვინც ლეგენდის სხეულთან მიახლოვების ნებართვა მიიღო, მაქსიმილიან შელი იყო, რომელიც მარლენმა 60-იანებში გაიცნო ფილმ "ნიურნბერგის პროცესის" გადაღებისას. მსახიობი კატეგორიულ უარს ამბობდა გადაღებებზე, თუმცა საშუალება მისცა შელს მაგნიტოფონზე ჩაეწერა მათი საუბარი. საუბრების ჩანაწერი მხოლოდ 2022 წელს გაიშიფრება.მისი საყვარელი სიტყვები იყო "ბოდვაა" და "ამაზე უკვე წერია ჩემს წიგნში". გულწრფელობის მომენტი მხოლოდ მას შემდეგ დგებოდა, რაც მოსამსახურეს ლიმონი და საფირმო ჩაი მოჰქონდა. როგორც მერე გაირკვა, ჩაის ნაცვლად ჭიქაში კონიაკი იყო. დიტრიხის დღიური ნორმა 3 ჭიქა იყო. დალევა ყოველთვის უყვარდა. სიმღერებს შორის შესვენებაზე კულისებში შედიოდა და შოტლანდიური ვისკის ან შამპანიურის ერთ ყლუპს იგემებდა. ერთხელ ზედმეტი მოუვიდა და ორკესტრთან ჩავარდა. მოტეხილობები ჩვეულებრივი ამბავი იყო. სცენაზე ავიდა და მოტეხილი მხრით დაასრულა კონცერტი. ექიმებს ყოველთვის პასუხობდა: «ორი მსოფლიო ომი გადავიტანე. ნუთუ რაღაც მოტეხილობა გამაჩერებს?». ბოლო წლები მარლენმა სრულ მარტოობაში პარიზში გაატარა. მის ბინაში 2 საგანგებო კედელი იყო - მიცვალებულების კედელი ქმრის, მეგობრების, საყვარლი მამაკაცებისა და საყვარელი ქალების სურათებით. და ჯილდოების კედელი, რომელზეც მარლენმა საპატიო ლეგიონის ორდენი და ამერიკის თავისუფლების მედალი ეკიდა. კინემატოგრაფიული პრემიებიდან მხოლოდ "ტონი" ჰქონდა. ერთადერთი, ვისთანაც მარლენს ურთიერთობა ჰქონდა, მწერალი ალენ ბოსკე იყო. "მარტოობის მეშინია, - ეუბნებოდა მეგობარს. - მაგრამ ეს ერთადერთი საბუთია ჩემი დამოუკიდებლობის". იმის თაობაზე, რომ დიტრიხი საწოლსაა მიჯაჭვული, ცნობილი გახდა მხოლოდ მაშინ, როცა სახლის მეპატრონეები მის გასახლებას ცდილობდნენ და ერთ-ერთი მისი მეგობარი, იძულებული გახდა ხელისუფლებისთვის მიემართა. მანამდე მარლენი, რომელიც ზარებს ყოველთვის თავად პასუხობდა, თავს მოახლედ ასაღებდა და ამბობდა, დიასახლისი მანქანით აეროპორტისკენ წავიდაო. «მამაკაცებში მას მხოლოდ ორი რამ მოსწონს - ხელები და ტუჩები, დანარჩენი - დანართია». ჟან კოქტო მას "ყველაზე განსაცვიფრებელ და ყველაზე საშინელ" ქალს უწოდებდა, მათ შორის, ვისაც იცნობდა». ბევრი მოწევისგან სისხლის მიმოქცევა ჰქონდა დარღვეული, ძალიან უსივდებოდა ფეხები. მაგრამ ორსაათიანი კონცერტის შემდეგ (ოვაციები ხანდახან 62 წუთი გრძელდებოდა), იფუფქავდა დასიებულ ფეხებს მარილიან წყალში და ისევ მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე დგებოდა, მანქანაზე ადიოდა და ავტოგრაფებს არიგებდა.სიცოცხლის ბოლოს დიტრიხი არანაირი ანაზღაურების ფასად არ თანხმდებოდა გადაღებებზე. ყველაზე მეტად იმის ეშინოდა მაყურებელმა კვერცხი არ მესროლოსო. არასდროს ეშინოდა სცენაზე გასვლის. «მათ ხომ ფული გადაიხადეს, რომ მსოფლიოს დედოფალი ენახათ. დედოფალი კი მე ვარ». დიტრიხი სიკვდილზე უშიშრად ფიქრობდა: «ცხოვრების უნდა გეშინოდეს და არა სიკვდილის!» - ამბობდა ის.როცა სტივენ სპილბერგმა საჩუქრად თავისი აფიშა გამოუგზავნა სიყვარულის ახსნით, ეს აფიშა მარლენმა ქალიშვილს გადაუგზავნა: "ჩემი სიკვდილის შემდეგ აუქციონზე გაყიდე. მკვდარი უფრო ძვირი ვეღირებიო...". "არავითარ შემთხვევაში არ იტიროთ, როცა აღარ ვიქნები. ახლა მიგლოვეთო". მსახიობი უეცრად გარდაიცვალა, როგორც კი ექიმი, რომელმაც დაადასტურა - სრულიად ჯანმრთელიაო, წავიდა.საფრანგეთში იმ დღეს - 1992 წლის 6 მაისს - კანის კინოფესტივალი იხსნებოდა. კუბო მარლენის სხეულით, რომელსაც საფრანგეთის დროშა ეფარა, პანაშვიდი ადგილობრივ ეკლესიაში გადაიხადეს. შემდეგ, ამერიკის დროშაც გადააფარეს და ბერლინში გაგზავნეს. და იქ, უკვე გერმანული დროშის ქვეშ, დედის გვერდით მიაბარეს მშობლიურ მიწას.  











                                             

Wednesday, June 9, 2010


მაიკლ ჯეკსონი

ის ღმერთი იყო

მაიკლ ჯოზეფ ჯეკსონი (ინგლ. Michael Joseph Jackson, 1958 წლის 29 აგვისტო – 2009 წლის 25 ივნისი), ამერიკელი მუსიკოსი და პოპმუსიკის მეფე, ყველა დროის ერთერთ უდიდეს არტისტად არის მიჩნეული. განუმეორებელმა იმიჯმა, შავმა შლაპამ და თეთრმა ხელთათმანმა მარჯვენა ხელში, მუსკისა და ცეკვის უნიკალურმა ნიჭმა, უკიდურესად პოპულარულმა პირადმა ცხოვრებამ ის პოპკულტურის ცენტრალური ფიგურა გახადა.

ჯეკსონმა მოღვაწეობის მანძილზე მოახერხა, ყოფილიყო ერთერთი იმ მცირერიცხოვან მუსიკოსებს შორის, რომლებმაც ორჯერ მოახერხეს როკენროლის ცნობილ დარბაზში – Rock and Roll Hall of Fame გამოსვლა. ის გინესის რეკორდსმენი, ყველა დროის ყველაზე წარმატებული არტისტის ტიტულის მესაკუთრე, 13 გრემის მფლობელი, 13 ნომერ პირველი ჰიტის შემსრულებელი და 750 მილიონ ეგზემპლარად გაყიდული ჩანაწერის ავტორშემსრულებელია. ჯეკსონი ცნობილია როგორც ფილნათროპი ადამიანი . საკუთარი ხარჯებითა და საქველმოქმედო ფონდის – Heal the World–ის წყალობით, ის მილიონობით დოლარით ეხმარებოდა 39 საქველმოქმედო ორგანიზაციას.

ჯეკსონი პირველად სცენაზე 1964 წელს ჯგუფის – The Jackson 5–ის შემადგენლობაში გამოვიდა. ოჯახური ჯგუფის წევრმა 1971 წელს სოლოკარიერა წანოიწყო და რამდენიმე წელიწადში პოპმუსიკის მეფის ტიტულიც დაიმსახურა. ჯეკსონის 1982 წლის ალბომი – Thriller დღემდე ყველა დროის ყველაზე გაყიდვად ალბომად არის მიჩნეული. გაყიდვების თვალსაზრისით მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ სოლო ალბომებად ითვლება ასევე Off the Wall (1979), Bad (1987), Dangerous (1991) და HIStory (1995). ჯეკსონი იყენებდა რთულ საცეკვაო ტექნიკას. ხალხმა კულტად აქცია ცეკვის მანერა Moonwalk. ცნობილმა კლიპებმა: Thriller, Beat It და Billie Jean , ის პირველი აფროამერიკელი გახადა, რომელიც MTV –ზე გამოჩნდა. 1990–იან წლებში მას ასევე დიდი წარმატება მოუტანა ვიდეოკლიპებმა: Black or White და Scream.

ჯეკსონის პირადმა ცხოვრებამ ხალხში დიდი მითქმამოთქმა გამოიწვია. 1980–იან წლებში თვალში მოსახვედრი გახდა მომღერლის გარეგნული ცვლილება. მისი კანი უფრო და უფრო გაფერმკრთალდა, სახის ნაკვთი კი ანდროგენური (androgenous) გახდა. 1993 წელს ჯეკსონი არასრულწლოვან ბავშვებთან სექსუალურ კავშირში დაადანაშაულეს. მიუხედავად იმისა, რომ მომღერალი გაამართლეს, სტრესის მოსახსნელად მან სპეციალური მედიკამენტების მიღება დაიწყო, რამაც ჯნამრთელობა საგრძნობლად შეურყია.

მაიკლმა 1994 და 1996 წლებში ორჯერ იქორწინა. ჰყავდა სამი შვილი. მათგან ერთერთი მას სუროგატმა დედამ გაუჩინა, რაც ჭორების ახალი ტალღის აგორების მიზეზი გახდა. 2005 წელს არასრულწლოვან ბავშვებთან სექსუალურ კავშირში მომღერალს კიდევ ერთხელ დასდეს ბრალი. მაიკლი გაამართლეს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. უკანასკნელი სასამართლო დავების შედეგად, მაიკილი ცუდ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. აშშ.-ის საუკეთესო ადვოკატების მომსახურება 100 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა.

2009 წლის 25 ივნისს 50 წლის მომღერალს გული გაუჩერდა. სიკვდილს მკვლელობის კვალიფიკაცია მიენიჭა. მაიკლთან გამოსამშვიდობებელი ცრემონია პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცა. ცერემონიას მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალს.

ბავშვობა და The Jackson 5

მომღერალი და პოპმუსიკის მეფე , მაიკლ ჯეკსონი, 1958 წლის 29 აგვისტოს ინდიანას შტატის ქალაქ გერში, აფროამერიკულ მუშათა კლასისი ოჯახში, დაიბადა. ჯოზეფ და კეტრინ ჯეკსონების მრვალშვილიან ოჯახში (მათ 9 შვილი ჰყავდათ), მაიკლი რიგით მეშვიდე ბავშვი იყო. ცნობილია, რომ მამა, ჯოზეფი, შვილებს მორალურად და ფიზიკურად ამცირებდა, რაც პატარა მაიკლის ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებდა. ერთხელ, პატარა მომღერალს ძილის წინ ღია დარჩა საკუთარი ოთახის ფანჯარა. მამა, ბიჭის ჭკუის სასწავლებლად, ოთახში ფანჯრიდან გადაძვრა და საშინელი ნიღაბით სახედაფარულმა ღრიალი დაიწყო. მას შემდეგ მაიკლს ღამის კოშმარები მოსვენებას არ აძლევდა.

მიუხედავად მკაცრი დამოკიდებულებისა, მაიკლი მამის დისციპლინას აფასებდა, რადგან იცოდა, რომ ამგვარმა მოპყრობამ მომღერლის წარმატებაში დიდი როლი ითამაშა. 2003 წელს ჯოზეფმა BBC –ისთან ინტერვიუში აღიარა, რომ ბავშვობაში მაიკლს ხშირად სცემდა.

1993 წელს ოპრა უინფრისთან ინტერვიუში მაიკლი მამის დამამცირებელ საქციელზე პირველად ალაპარაკდა. მან გაამხილა, რომ ბავშვობაში ხშირად მარტოობის განცდით იტანჯებოდა. გახმაურებულ ინტერვიუში, Living with Michael Jackson (2003), ძალადობის სცენების გახსენების მომენტში, მომღერალს თვალები ცრემლებით აევსო. მან გაიხსენა, რომ მამა ბავშვებს ქამრით ხელში ამეცადიენბდა და, შეცდომების შემთხვევაში, უმოწყალოდ სცემდა.

ჯეკსონმა ტალანტი ადრეულ ასაკში გამომაჟღავნა. 1964 წელს მაიკლი და მარლონი ძმებს: ჯეკს, ტიტოს და ჯერმენს შეუერთდნენ. The Jackson Brothers –ის დუბლიორმა მუსიკოსმა, მოგვიანებით ბექვოკალისტად და მოცეკვავედ დაიწყო გამოსვლა. 8 წლის ასაკში ჯეკსონი და ჯერმენი ჯგუფის წამყვანი ვოკალისტები გახდნენ, ჯგუფს კი The Jackson 5 დაერქვა. 1966–1968 წლებში, ჯგუფი აქტიურად აწყობს ტურნეებს . ისინი ხშირად გამოდიან კლუბებში და დაწესბულებეში, სადაც სტრიპტიზის წინ უწევთ საკუთარი ნომრების პუბლიკისთვის წარდგენა. 1966 წელს The Jackson 5 –მა ტალანტების კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა, სადაცMotown–ის სტუდიაში ჩაწერილი ჰიტებითა და მაიკლისა და ჯეიმს ბრაუნის დუეტით , I Got You (I Feel Good) გამოდიოდნენ.

ჯეკსონების პოპულარობა უფრო და უფრო იზრდებოდა. 1970 წელს მათი ოთხი სინგლი ამერიკული ჩარტების, Billboard Hot 100–ის, სათავეში მოექცა. თანდათან ჯეკსონმა საბავშვო კვინტეტში წამყვანი ადგილი მოიპოვა. სოლო პარტიების შესრულება კონკრეტულად მაიკლს დაეკისრა. მომღერალი ყურადღებას იქცევდა ცეკვისა და საოცარი სასცენო მოძრაობების მეშვეობით, რომელსაც ის ჯეიმს ბრაუნის, ჯეკი უოლსონისა და სხვა კუმირებისგან სესხულობდა.

სოლო კარიერის დასაწყისი.

1973 წელს ხმის ჩამწერმა კომპანიამ, Motown-მა, ჯეკსონებს ფინანსური უზრუნველყოფა შეუზღუდა. 1976 წელს მათ კონტრაქტი ახალ კომპანიასთან გააფორმეს, რის შედეგადაც აუცილებელი გახდა ჯგუფის სახელის შეცვლა. The Jacksons–მა 1976–1984 წლებში ექვსი ალბომი გამოუშვა და მრავალი ტურნე მოაწყო. The Jacksons–ის პარალელურად მაიკლმა 4 სოლო ალბომი გამოუშვა. მისმა სოლო სინგლებმა: Got to Be There, Rockin Robin და Ben, დიდი წარმატება მოიპოვეს. ბალადა – Ben ჯეკსონის შიანურ ვირთხას მიეძღვნა. სიმღერამ 1972 წელს ჩარტების ლიდერობა მოიპოვა.

1978 წელს მაიკლი დაიანა როსისთან ერთად ბროდვეის მიუზიკლში, The Wiz, გადაიღეს. გადაღებებზე მან მუსიკალური რეჟისორი, ქვინსი ჯონსი (ინგლ.Quincy Jones), გაიცნო, რომელიც შემდგომში მისი ყველაზე ცნობილი ალბომების პროდუსერი გახდა. ქვინსი ჯონსთან ჩაწერილმა პირველმა ალბომმა, Off the Wall (1979), ჯეკსონის პოპულარობა საგრძნობლად გაზარდა. მისი დისკოჰიტი – Dont Stop Til You Get Enough და კომპოზიცია Rock With You, ჩარტების სათრავეში მოექცა, თვითონ ალბომი კი 20 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.

Thriller

Thriller მსოფლიოში ყველაზე გაყიდვად ალბომად იქცა. 1982 წელს გამოსული ნაკრები, Thriller, 7 სინგლს მოიცავდა:

The Girl Is Mine (№ 2, პოლ მაკარტნისთან ჩაწერილი დუეტი);

Billie Jean(№ 1, გრემის მფლობელი);

Beat It(№ 1, ასევე გრემის მფლობელი);

Wanna Be Startin Somethin(№ 5);

Human Nature (№ 7);

P.Y.T. (Pretty Young Thing) (№ 10);

Thriller (№ 4);

Thriller, ჩარტებში, Billboard 200 , 2 წლის (122 კვირის) მანძილზე ტრიალებდა და აქედან ცხრა თვის (37 კვირის) განმავლობაში ლიდერობდა. ალბომმა 7 გრემი, მათ შორის წლის საუკეთესო ალბომის ტიტული, და 7 ამერიკული მუსიკალური პრემია მოიპოვა. 1985 წელს Thriller, მთელი ისტორიის მანძილზე ყველაზე გაყიდვადი ალბომის სტატუსით გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. 2001 წლის მონაცემებით, აშშში ალბომი 26 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა, მთელ მსოფლიოში კი გაყიდვებმა რეკორდულ მაჩვენებელს, 109 მილიონს, მიაღწია.

ჯეკსონი და მისი პროდუსერი, ქვინსი ჯონსი, მოხერხებულად იყენებდნენ იმ დროს ინტენსიურად განვითრებად მუსიკალურ ტელევიზიას. ჯეკსონის რევოლუციური ვიდეორგოლები MTV–ის მაყურებელთა ყურადღების ცენტრში მოექცა. ალბომის გამოშვების დროს, ტელევიზიას ერთი წელი შეუსრულდა. 1983 წლის მაისში Motown–ის 25– საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად გამართულ კონცერტზე მაიკლმა მსოფლიოს თოთხმეტწუთიანი ვიდეოკლიპი, Thriller, წარუდგინა. კლიპი, ფილმის სტილისტიკის მიხედვით, საშინელებათა ჟანრს მიეკუთვნება. იმავე კონცერტზე, Billie Jean–ის შესრულებისას, მომღერალმა პირველად შეასრულა ცნობილი Moonwalk–ის მოძრაობები.

80–იანი წლები:

ნელნელა მაიკლ ჯეკსონის პერსონა პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა. 1983 წელს უკვე მედიაში ცნობილმა სახემ, ჯეკსონმა, ხელშეკრულება გააფორმა პეპსიკოალსთან. დაიგეგმა მომღერლის სარეკლამო რგოლში გადაღება. უბედური შემთხვევის შედეგად, გადაღების დროს მაიკლმა სახე და თავის კანი დაიწვა. მიღებულ ტრამვას ჯეკსონისთვის ხელი არ შეუშლია 1984 წელს პოლ მაკარტნისთან ჩაწერილი დუეტით, Say Say Say, ამერიკულ ჩარტებში ლიდერობა მოეპოვებინა. მომდევნო წელს პოლ მაკარტინისა და ჯეკსონს შორის ურთიერთობა დაიძაბა. მაიკლმა კომპანია ATV Music Publishing–ის აქციები შეიძინა, რამაც მას The Beatles–ის სიმღერების დიდ ნაწილზე პირადი ქონებრივი უფლების მოპოვების შესაძლებლობა მისცა. აქციების შეძენას გეგმავდა პოლ მაკარტნიც.

ახალ ალბომზე მუშაობის დაწყებამდე, ჯეკსონი საქველმოქმედო პროექტებით პირველად დაკავდა. ლაიან რიჩთან მან საქველმოქმედო სინგლი, We Are the World, ჩაწერა. პროექტის ფარგლებში აფრიკელი უსახლკარო ბავშვების დახმარება იგეგმებოდა.

ჯეკსონქვინსის ტანდემით ჩაწერილი მესამე და უკანასკენლი ალბომი, Bad, Billboard 200 –ზე 6 კვირის განმავლობაში ლიდერობდა. მსოფლიოს კიდევ 7 ახალი ჰიტი შეემატა, რომელთაგან ხუთმა: Bad, I Just Cant Stop Loving You, The Way You Make Me Feel, Man in the Mirror და Dirty Diana – Billboard Hot 100–ში პირველი 5 ადგილი დაიკავა. ალბომი 29 მილიონ ეგზემპლარად რეალიზდა.

1987 წელს ჯეკსონი პირველად გამოჩნდა ფართო ეკრანზე. ის ფილმში, Captain EO, გადაიღეს. Captain EO- გადაღებაზე 17 მილიონი დოლარი დაიხარჯა. ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი გახდა იმავე ხანგრძლივობის (ფილმის ქრონომეტრაჟი 17 წუთს შადგენს) ფილმებს შორის.

ჯეკსონის გარეგნული ცვლილება პირველად საზოგადოებამ 18 წუთიან კლიპში Bad შეამჩნია. შავკანიანი მომღერალი 1982 წლიდან ნელნელა უფრო და უფრო ღიავდებოდა. ჯეკსონმა ეს ცვლილება დაავადება ვიტილიგოთი ახსნა. მომღერლის გარეგნობის შეცვლის ერთერთი მიზეზი პლასტიქური ქირურგიაც იყო. ქირურგების ინფორმაციით, მაიკლმა ცხვირის, შუბლის, ტუჩების და ლოყების რამდენიმე ოპერაცია ჩაიტარა. 1988 წელს მაიკლმა ავტობიოგრაფიაში, Moonwalker, მხოლოდ ცხვირის 2 პლასტიკურ ოპერაცია და ნიკაპის ხელოვნურ ჩარღმავების შესახებ დაწერა.

90–იანი წლები

ჯეკსონის ყველა ნაბიჯი მედიის ყურადღების ცენტრში ექცეოდა. პრესისგან თავის დასაღწევად, მაიკლი დროის უმეტეს ნაწილს საკუთარ რანჩოში, Neverland–ში, ატარებდა. მომღერალს რანჩოში ხშირად მეგობრები, მათ შორის სუპერვარსკვლავი ელიზაბეტ ტეილორი, სტუმრობდნენ.1993 წელს ჯეკსონს არასრულწლოვანი ბავშვის გაუპატირურებაში დასდეს ბრალი. სექსუალური სკანდალი ალბომის, Dangerous–ის, გამოცემიდან ორი წლის შემდეგ კიდევ ერთხელ აგორდა. «Dangerous»–ის გამოსვლას მასშტაბური კლიპის, Black or White–ის პრემიერა მოჰყვა. კლიპის MTV –ზე ჩვენება მხოლოდ კლიპიდან მასტურბაციის იმიტაციის სცენის ამოღების შემდეგ გახდა ნებადართული. Black or White 5 კვირის მანძილზე ჩარტებში წამყვან პოზიციებზე რჩებოდა . ის Billie Jean–ის შემდეგ ყველაზე დიდ ჰიტად აღიარეს. ალბომში 7 სინგლი შედიოდა. სინგლისთვის, Remember the Time, კომპიუტერული სპეცეფექტების გამოყენებით მრავალმილიონიანი კლიპი გადაიღეს, სადაც ეგვიპტის ფარაონს და მის მეუღლეს ედი მერფი და ტოპმოდელი, იმანი, განასახიერებდნენ.

1995 წელს უკიდურესად ამბიციური ორმაგი ალბომი, «HIStory: Past, Present and Future — Book I», გამოვიდა, რომელიც 15 ახალ სიმღერას და ყველაზე ცნობილ ჰიტებს აერთიანებდა. ივარაუდებოდა, რომ ეს ალბომი ტრილოგიის პირველი ნაწილი იქნებოდა. დაჩრდილული პოპულარობის აღსადგენის მიზნით, პირველ სინგლად «Scream» გამოვიდა. ეს იყო მაიკლისა და მისი დის, ჯენეტ ჯეკსონის დუეტი, რომლის კლიპის გადაღება 7 მილიონი დოლარი დაჯდა.

ალბომმა Billboard 200–ში პირველობა მოიპოვა და აშშ.–ის მასშტაბით 7 მილიონი ტირაჟით რეალიზდა. სინგლად ალბომის სხვა სიმღერებიც გამოიცა: Stranger in Moscow; «Earth Song, You Are Not Alone. სიმღერის კლიპში, You Are Not Alone , მაიკლი თავის ცოლთან, ლიზა მარია პრესლისთან, ნახევრად შიშველი გვევლინება.

მაიკლის თაყვანისმცმელები მომდევნო ალბომს 6 წლის განმავლობაში ელოდნენ. 1997 წელს მაღაზიებში HIStory–ის საცეკვაო რემიქსების ნაკრები , Blood on the Dancefloor, გამოჩნდა. ალბომი აშშის ფანებისთვის პრაქტიკულად შეუმჩნეველი დარჩა.

მომდევნო ალბომის გამოშვება რამდენჯერმე გადაიდო. ლეიბლის Epic Records–ის დახმარებით, 2001 წლის ოქტომბერში გამოვიდა ალბომი Invincible, რომელიც სინგლის, You Rock My World–ის ჩათვლით16 ტრეკს მოიცავდა. სინგლის კლიპში მონაწილეობას ლეგენდარული მარლონ ბრანდო იღებდა. ალბომმა დიდი კრიტიკა გამოიწვია. გაყიდვების რიცხვი HIStory–ის გაყიდვების რიცხვთან შედარებით ორჯერ შემცირდა.

2003– 2004 წლის მოვლენები

2003 წლის ნოემბერში ჯეკსონმა ჰიტების ნაკრები, Number Ones, გამოუშვა. ნაკრებში სულ 18 , 16 ძველი და 2 ახალი ტრეკი შევიდა. ახალ ტრეკებს Ben ცოცხალი შესრულებით და One More Chance წარმოადგენდა. ნაკრები 2004 წლის მიწურულს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 6 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა.

2003 წლის 18 დეკემბერს პოლიციამ ჯეკსონის მამული, ნევერლენდი, გაჩხრიკა. მომღერალს 7 არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში ედებოდა ბრალი. სასამართლო დავა თებერვლიდან 2005 წლის მაისამდე გაგრძელდა. სკანდალურ პროცესს დაახლოებით 2 200 მასობრივი ინფორმაციის საშუალებების აკრედიტებული ჟურნალისტები აშუქებდნენ. ნაფიცმა მსაჯულებმა ჯეკსონი გაამართლეს.

2004 წლის 16 ნოემბერს მაიკლმა Michael Jackson: The Ultimate Collection Box Set გამოუშვა. ნაკრები 5 დისკისგან შედგებოდა, 57 ტრეკს და 1969 –დან 2004 წლამდე პერიოდის იმ 13 ჩანაწერს მოიცავდა, რომელთა გამოცემაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა. ნაკრებში ასევე შედიოდა 1992 წელს გამართული კონცერტის ცოცხალი DVD ჩანაწერი. ნაკრები მაიკლ ჯეკსონის ტალანტსა და არტისტიზმზე სრული წარმოდგენის შექმნის შესაძლებლობას იძლეოდა.

სასამართლოს შემდეგ, მაიკლი ჟურნალისტებისგან თავის დასაღწევად ბაჰრეინში განმარტოვდა, სადაც ქარიშხალ კატრინას მსხევრპლთა ხსოვნის საპატვისაცემოდ სინგლის გამოშვება გადაწყვიტა. მალე გაირკვა, რომ მოწვეული მუსიკოსების ნაწილს ჯეკსონის წამოწყებულ პროექტში მონაწილეობის მიღება არ სურდათ. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა, I Have This Dream, ჩაიწერა, გაურკვეველი გარემოებების გამო, სინგლად არ გამოიცა.

2008–2009 წლის მოვლენები

2008 წელს კომპანია Sony BMG– გლობალური აქცია გამართა. აქციაში 20 –ზე მეტი ქვეყნის მოსახლეობა მონაწილეობდა. მათ ხმა უნდა მიეცათ საყვარელი სიმღერებისთვის, რომელთა ბაზაზეც ჰიტების ნაკრებიპოპმუსიკის მეფე შედგებოდა. ფანებს სიმღერები 122 ტრეკიდან უნდა აერჩიათ. ალბომი, ყველა ქვეყანაში უნიკალურად შედგა და თითოეული 17–18 ტრეკს მოიცავდა.

მაიკლმა ახალი სოლო ალბომიც ჩაწერა. ნაკრების გამოცემა 2009 წელს იგეგმებოდა. ალბომის ჩაწერაში მონაწილეობდნენ რეპერები: will.i.am, იკონი და კენი უესტი.

2008 წლის ნოემბერში ბაჰრეინის მეფის შვილმა, შეიხმა აბდულა ბინ ჰამად ალხალიფამ, ჯეკსონს დადებული კონტრაქტის პირობების დარღვევისთვის სასამართლოში უჩივლა. შეიხი დარღვეული პირობების სანაცვლოდ 7 მილიონ დოლარს ითხოვდა.

2009 წლის მარტში მაიკლმა განაცხადა, რომ ის უკანასკნელი კონცერტების სერიას, This Is It Tour, გამართავდა. კონცერტები 2009 წლის 13 ივლისს დაიწყებოდა და 2010 წლის 6 მარტამდე გაგრძელდებოდა. 2009 წლის 5 მარტს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ჯეკსონმა სცენაზე დაბრუნების შესახებ ოფიციალურად განაცახადა. იგეგმებოდა 10 კონცერტის გამართვა სტადიონ The O2 arena-ზე, რომელიც 20 ათას ადამიანს იტევს. ბილეთებზე მოთხოვნა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ კიდევ 40 კონცერტის დამატება გახდა საჭირო. მილიონზე მეტ ფანს ჯეკსონი სცენაზე ნახვის საშუალება ეძლეოდა.

2008 წლის 21 იანვარს ჟურნალმა, The Sun, შეტყობინება გამოაქვეყნა, რომელიც ჯეკსონის მიერ ლოსანჯელესში კომპოზიტორ სტივ პორკაროსთან ყოფნის დროს ისლამის მიღების შესახებ იუწყებოდა. ინფორმაცია თავად ჯეკსონს არასდროს დაუმოწმებია. აღნიშნული ვარაუდი მომღერლის ადვოკატმა,ლონდელ მაკმილანმაც, უარყო, თუმცა, მაიკლის ბავშვების ყოფილმა ძიძამ განაცხადა, რომ მაიკლი ორგანიზაციის, ისლამის ნაციის, დიდ გავლენას განიცდიდა.

 

2009 წლის აპრილში მაიკლს მორიგი სამედიცინო შემოწმების დროს, კანის კიბო აღმოაჩნდა. მომღერლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ექიმმა, ტომე ტომემ, New York Daily News–თან ინტერვიუში ეს ინფორმაცია უარყო და თქვა, რომ მაიკლი თავს შესანიშნავად გრძნობდა, მას არავითარი დაავადება არ სჭირდა.

პირადი ცხოვრება:

მაიკლ ჯეკსონმა ორჯერ იქორწინა. 1994 წლიდნ 1996 წლამდე მას ცოლად ლიზა მერი პრესლი, ელვის პრესლის ქალიშვილი, ჰყავდა. 1996 წლის ნოემბერში მომღერალმა ცოლად დები როუ, ყოფილი მედდა, მოიყვანა . დებიმ ჯეკსონს ორი შვილი, ვაჟიპრინც მაიკლ ჯოზეფ ჯეკსონი უფროსი (დაიბადა 1997 წლის 13 თებერვალს) და ქალიშვილიპერის მაიკლ კატრინ ჯეკსონი (დაიბადა 1998 წლის 3 აპრილს) გაუჩინა.1999 წელს დები როუ და მაიკლი გაშორდნენ. მეორე ვაჟიპრინც მაიკლ ჯეკსონ უმცროსი, მომღერალს 2002 წლის 21 თებერვალს სუროგატი დედისგან ეყოლა.

მუსიკოსის სიკვდილის შემდეგ ბავშვებზე მეურვეობა მაიკლის დედამ, კეტრინმა, იტვირთა.

მაიკლის საუკეთსო მეგობრები დაიანა როსი, ბრუკ შილდსი და ელიზაბეტ ტეილორი იყვნენ.

მაიკლ ჯეკსონის სიკვდილი

2009 წლის 25 ივნისს მაიკლს ლოს ანჯელესში, საკუთარ სახლში, გული გაუჩერდა. მაიკლის სიკვდილის შესახებ სიახლეებმა ქსელური რეკორდები მოხსნა, რამაც ინტერნეტსაცობები გამოიწვია.

2009 წლის 7 ივლისს მაიკლის გამოსამშვიდობებელი ცერემონიალი ჩატარდა. ცერემონიალს მთელი მოსფლიოს მასშტაბით პირდაპირი ტრანსლაციით დაახლოებით მილიარდი ადამიანი ადევნებდა თვალს...