Saturday, July 17, 2010

ჰომო ჯვრისწერა

კიევის კულტურის მუზეუმში, მეტად უცნაური ხატი ინახება (სურათი ქვემოთ მივამაგრე), რომელიც წმინდა კატერინას მონასტრიდან წამოუღიათ (ისრაელი)

მასზე ორი წმინდანია გამოსახული, ხოლო მათ შორის ტრადიციული რომაული pronubus (საუკეთესო ადამიანი) მათ ჯვრისწერას თვალყურს ადევნებს. Pronubus - იესო გახლავთ, ხოლო წყვილიდან ორივე - მამაკაცია
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ გეი ქორწინებას თავად იესო ლოცავდა? იდეა შეიძლება შოკის მომგვრელი იყოს, მაგრამ აბა ვნახოთ რას გვეუბნება ძველი ქრისტიანული წყაროები, ხატზე გამოსახული წყვილი, გახლავთ წმინდა სერგიუსი და წმინდა ბახუსი, ისინი თავიდან რომის იმპერიის, არმიის ოფიცრები გახლდნენ და ამავე დროს ფარული ქრისტიანები გახლდნენ, მათი ქრისტიანული რწმენა მაშინ გამჟღავნდა, როდესაც მათ უარი თქვეს წარმართულ ტაძარში შესვლაზე, ცხადია მათ რომის იმპერატორის - მაქსიმიანის რისხვა დაატყდათ თავს.
განრისხებულმა იმპერატორმა ორივე სირიაში გააგზავნა (303), სადაც ამბობენ, რომ წმ. ბახუსი გაროზგვისას მოწამებრივად აღესრულა, ხოლო წმ. სერგიუსი მართალია წამებას გადაურჩა, მაგრამ მოგვიანებით თავი მოჰკვეთეს, ამბობენ რომ წმ. ბახუსი ანგელოზის სახით მოევლინა წმ.სერგიუსს და უთხრა რომ სიმამაცე მოეკრიბა, რადგან ისინი სულ მალე ისევ ერთად იქნებოდნენ სამოთხეში.
აწყვილებდა რა ორ მამაკაცს, როგორც ეტყობა ადრეული ქრისტიანული ეკლესია, სულაც არ იქცეოდა იმ დროისთვის უცნაურად. მაგალითად ანტიოქიის პატრიარქი (512-518)- სევერუსი განმარტავდა, რომ წმ.ბახუსი და წმ.სერგიუსი უნდა მოვიხსენიოთ ერთად, რადგან ისინი გაერთიანებული იყვნენ ჯერ კიდევ ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში.
ეს არ იყო უბრალო ძმადნაფიცობის შემთხვევა და ამაზე ორი არგუმენტი მოწმობს, უკვე მეათე საუკუნეში, წმ.სერგიუსი ღიად მოიხსენიებოდა როგორც წმ.ბახუსის კომპანიონი და მიჯნური.
მაგრამ ყველაზე მნიშვენლოვან არგუმენტს, მაინც უძველეს, ბერძნულ ახალ აღქმაში ამ ორი წმინდანის მარტიროლოგია (წმინდათა სახელები, განლაგებული მათი მოსხენიების კალენდრის დღის მიხედვით) წარმოადგენს, სადაც მათ აღსაწერად გარკვევით წერია ძველბერძნული სიტყვა erastai ანუ მიჯნური, საყვარელი.
რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ორიენტაცია არათუ აღიარებული და ღიად დეკლარირებული გახლდათ, არამედ ქრისტიანული ეკლესია ჩვეულებრივ აღნიშნავდა მათ მოხსენიების დღეს და გაცილებით უფრო ტოლერანტული გახლდათ, ვიდრე ახლანდელი.
უფრო მეტიც, პროფესორმა ბოსველმა, რომელიც გახლდათ იელის უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის ხელმძღავნელი, აღმოაჩინა, რომ ძველ ქრისტიანულ ჩანაწერებში, დამატებით კიდევ ორი რიტუალი - "ბრძანება ერთი სქესის შეერთების შესახებ" და "ბრძანება ორი მამაკაცის გაერთიანების შესახებ".
ეს რიტუალები, ჩვეულებრივი ჯვრისწერის რიტუალები გახლდათ, თანმდევი ყველა ატრიბუტით, ჩვეულებრივ იკრიბებოდა ხალხი, ხდებოდა აღთქმის დადება, ხელი-ხელს ჩაჭიდება, ამის მერე მოძღვარი ჩვუელებრივ აზიარებდა და დალოცავდა მათ, ამის მერე იწყებოდა ზეიმი.
აღნიშნული რიტუალი დოკუმენტირებულია ბიზანტიის ბასილ I იმპერატორის და მისი კომპანიონის იოანეს წმინდა შეერთებისას.

ამდაგვარი ცერემონიები უამრავი გხვდება პრე-მოდერსნიტულ ევროპაში, ზოგიერთი ჩანაწერი გასაოცარ დეტალებსაც კი გვთავაზობს, მაგალითად მეცამეტე საუკუნის ბერძნულ ჩანაწერში ვკითხულობთ: "დე ღმერთის სახელით და წმ.ბახუსის და წმ.სერგიუსის მფარველობის ქვეშ, გაერთიანდეს ღმერთის ორი მონა ( და ), დალოცილი და მშვენიერი იყოს მათი სიყვარული, აშოროს ისინი სიძულვილს, ღმერთის დახმარებით, ეამბორონ ისინი წმინდა წერილს, ხოლო შემდგომ აკოცონ ერთმანეთს.
ხოლო სხვა მეთოთხმეტე საუკუნის ჩანაწერში აღწერილია შემდეგი რიტუალი - წყვილი ხელს დებდა წმინდა წერილზე, ხოლო მღვდელი მეორე ხელზე შეახებდა ჯვარცმას, დალოცვის მერე, წყვილს ერთმანეთისთვის უნდა ეკოცნა, ამის მერე მოძღვარი მათ აზიარებდა.
ასეთი ჩანაწერები უამრავია ევროპის სხვადასხვა კუთხეში და მათი ნაკრები 1667 წელს, პარიზში წიგნადაც კი გამოსცეს.
თვითონ ჰომოსექსუალიზმის საწინააღგმდეგო, ჰომოფობიური ეკლესიური ჩანაწერები მხოლოდ მეთოთხმეტე საუკუნიდან გვხვდება და მაშინაც კი ეკლესია კვლავ აგრძელებდა ერთსქესიან ჯვრისწერებს.
ასეთი ჩანაწერები უამრავია თვითონ ეკლესიის არქივებშიც, უფრო მეტიც ორი ქალის ჯვრისწერა მეთვრამეტე საუკუნეშიც კი გვხვდება (დალმატია)
ასე რომ ერთსქესიანი ქორწინება, განიხილებოდა როგორც ჩვეულებრივი, ღვთისგან მონიჭებული სიყვარული, ის ილოცებოდა, წყვილი იღებდა ზიარებას, ხოლო ხალხი ამას ზეიმობდა - იესო ქრისტეს მეთვალყურეობის ქვეშ.

No comments:

Post a Comment