Tuesday, July 13, 2010


ჩაიკოვსკი

პეტრე ჩაიკოვსკისთვის გეობა ოჯახურ ტრადიციად იყო ქცეული. მის სექსუალურ ორიენტაციას მისი უმცროსი ძმა, მოდესტიც იზიარებდა.  სამართალმცოდნეობის ინსტიტუტში, სადაც კომპოზიტორი სწავლობდა, განთქმული იყო გეებისმიმართ ლიბერალური დამოკიდებულებით. მის თანაკურსელებს ჰიმნიც კი ჰქონდათ შეთხზული, რომელიც, რა თქმა უნდა ხუმრობით მოუწოდებდა სტუდენტებს - "სექსი მეგობრეებთან უფრო სასიამოვნოა, ვიდრე სექსი გოგონებთან". იმ ცნობილ სკანდალურ შემთხვევასაც კი, როდესაც სტუდენტმა,  მეგობართან ერთად უმცროსკურსელი გააუპატიურეს, არ მოჰყოლია მასწავლებლების მხრიდან ადეკვატურად მკაცრი რეაქცია. ბიჭებს შორის ურთიერთ თანხმობის ნიადაგზე არსებულ სექსუალურ კავშირებს კი პედაგოგები საერთოდ არ აქცევდნენ ყურადღებას.

ჩაიკოვსკის ახლო მეგობარი, მოგვიანებით კი მისი ბოიფრენდი, პოეტი . ოპუხტინი, ცნობილი იყო თავისი ლექსებისა და სიმსუქნის გამო. ჩაიკოვსკის სხვა ჭარბწონიანუ ბოიფრენდებიც ჰყავდა.   როგორც ჩანს ფერხორციანი მამაკაცები კომპოზიტორის სუსტ წერტილს წარმოადგენდა

ოპუხტინის ლექსებისთვის მუსიკა ჩაიკოვსკის გარდა რამოდენიმე კომპოზიტორმა შეთხზა და მათი გასულ საუკუნეში დიდი პოპულარობის მიუხედავად, ეს ნაწარმოებები დღესდღეობით სენტამენტალურად და ძველმოდურად გამოიყურება. 1862 წელს ჩაიკოვსკი და ოპუხტინი რესტორანშოტან“-ში მომხდარ "ჰომოსექსუალური" სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩდნენ და როგორც მოგვიანებით მოდესტ ჩაიკოვსკი იტყვის «обесславлены на весь город под названием бугров» (მთელს ქალაქშიბუგორების“  სახელით შერცხვნენ). ამ გამონათქვამის აზრს რომ ჩავწვდეთ, აუცილებელია ვიცოდეთ მისი წარმოშობის ისტორია.  საზოგადოდ ცნობილ გეი ცხოვრებას რამოდენიმე სამეფო ოჯახის წევრი ეწეოდა, მათ შორის კალიაევის მიერ 1905 წელს მოკლული ნიკოლოზის ბიძა. დიდი თავადი სერგეი ალექსანდრეს ძე, რომელიც ღიად მფარველობდა ლამაზ ადიუტანტებს და ამ ახალგაზრდების შესაკრებად მოსკოვში დახურული კლუბიც კი დაარსა. როდესაც იგი მოსკოვის გენერალ-გუბერნატორად დანიშნეს ქალაქში ხუმრობდნენ რომმოსკოვი აქამდე სამ ბორცვზე იდგა ეხლა კი ერთბუგორზე“ (გორაკზე) უნდა იდგესო“.  „ბუგორიერითმება ფრანგულ სიტყვა bougre- რომელიც თავისმხრივ სოდომიტს ნიშნავს. ეს ხუმრობა თავის მემუარებში საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრაფმა ვლადიმირ ლამზდორფმა დააფიქსირა, სხვათა შორის გრაფიც ჩვენებური ადამიანი გახლდათ და მეფე მას ხუმრობით ხშირადმადამ“- ეძახდა. 




ამ  სკანდალის შემდეგ კომპოზიტორი ცდილობდა გაექარწყლებინა ჭორები თავისი გეობის  შესახებ და ცოლიც კი მოიყვანა მაგრამ მისი მეგობრების პროგნოზი გამართლდა და ეს ქორწინება კატასტროფით დასრულდა. ქორწინების შემდეგ კომპოზიტორს აღარც უცდია სხვა ქალთან ახლო კავშირის დამყარება, იგი ამბობდამე ეხლა უკვე ვიცი რას ნიშნავს ჩემთვის ჩემი ბუნების წინააღმდეგ წასვლა, როგორიც არ უნდა იყოს იგი“. „არაფერი არ არსებობს უფრო უნაყოფო და ფუჭი, ვიდრე სურვილი, ვიყო ის რასაც სინამდვილეში არ წარმოვადგენ“.

ოპუხტინისგან განსხვავებით, ჩაიკოვსკის სრცხვენოდა თავისი სექსუალური ორიენტაციის, ამიტომ მისი ინტიმური ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მწირია. ლეგენდა, რომ ის მთელი ცხოვრება წვალობდა თავისი ორიენტაციის გამო და საბოლოოდ ცხოვრება თვითმკვლელობით დაასარულა, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.  ყველა იმ სირთულეებთან, რომელიც პეტრე ილიას ძეს ცხოვრებაში ჰქონდა, გეობას მხოლოდ მცირედი წვლილი მიუძღვის. ამასთან ერთად, პეტრე ჩაიკოვსკი ღრმად რელიგიური პიროვნება გახლდათ და თვითმკვლელობა მისთვის მიუღებელი იყო.

მცდარია ის რომანტიული ლეგენდაც,  რომლის მიხედვითაც პეტრე ჩაიკოვსკის, თვითმკვლელობა მისმა თანაკურსელებმა მიუსაჯეს,  თითქოს და იმის გამო, რომ პეტრემ, იმპერატორის ოჯახის ახალგაზრდა წევრი შეაცდინა. მისმა ბიძამ კი, ამის შესახებ იმპერატორს შესჩივლა. ამ ლამაზი ზღაპრის არასერიოზულობა, მისი ყველა ელემენტიდან გამომდინარეობს. უწინარეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ პეტრე ჩაიკოვსკის თანაკურსელები გასაგები მიზეზების გამო ვერაფრით იქნებოდნენ მსაჯულები ამ საკითხში.  გარდა ამისა, არ არსებობს არანაირი წრარო, რომელიც დაადასტურებდა ამ შეცდენილი ახალგაზრდის არსებობას. სამეფო ოჯახს ხსენებული ასაკის ვაჟი საერთოდ არ ჰყოლია იმ პერიოდში. თუ მაინც დავუშვებთ ასეთი სკანდალის არსებობას, მაშინ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ასეთ ამბავს აუცილებლად დამალავდნენ. პეტრე ხომ ძალზედ უყვარდათ სამეფო კარზე. ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, გასათვალისწინებელია ისიც, რომ არსებობს საკმაოდ ზუსტი ისტორიული ცნობები პეტრე ილიას ძე ჩაიკოვსკის ბოლო დღეების შესახებ. ამ სარწმუნო წყაროების თანახმა, ცნობილი კომპოზიტორი ქოლერამ შეწირა.

ამ სტატიის  დასასრულს, მინდა აღვნიშნო რომ უმეტესი ნაწილი იმისა,  რითიც ამაყობს რუსეთი და საერთოდ კაცობრიობა, არის შექმნილი სწორედ ლგბტ ხალხის მიერ, რომელთათვის ჩვეულია  მსოფლიო მნიშვნელობის შედევრების შესაქმნელად აუცილებელი ხელოვნებისადმი მიდრეკილება და ფანტაზიის უნარი. ჩვენ შევეცდებით ამ რუბრიკის შემდეგ სტატიებში გავაშუქოთ ყველაზე ცნობილი ადამიანების ცხოვრების საინტერესო დეტალები. მათი ქმნილებები უკვდავია, როგორც მაგალითად მიქელანჯელოს მხატვრობა და ქანდაკება. სწორედ ამიტომ სექსუალური უმცირესობების მიმართ საზოგადოებას ნორმალური დამოკიდებულაბა უნდა ჰქონდეს.  ეს პრობლმა განსაკუთრებით მწვავედ მაინც პოსტ საბჭოთა ქვეყნებში გვხვდება. საყოველაოდ ცნობილია, რომ სწორედ კომუნისტებმა დაიწყეს ხალხის პირად ცხოვრებაშიცხვირის ჩაყოფა“. ალბათ მაგიტომაც არ იყო საბჭოთა კავშირში სექსი, არანაირი სექსი, ისევე როგორც მაგ პერიოდში არ შექმნილა არანაირი მსოფლიო მნიშვნელობის შედევრი. მხოლოდ მატრიოშკები, თუმცაღა ეს იდეაც იაპონელებს მოპარეს რუსებმა.  


                                                     

No comments:

Post a Comment